ელენე კვირკველია- ბაზრის შუაგულიდან

სიტყვები

ელენე კვირკველია- ბაზრის შუაგულიდან

მოეწონებათქო გავიფიქრე,

მერე კონსულტატს ფასი ვკითხე, 20 ლარი ღირდა.

სამწუხაროდ არ აღმომაჩნდა ამდენი ფული და თავი დავანებე,

თავი დავანებე შენს ხატს წმინდაო მარიამ,

შუაგულ ბაზარში.

იქ, სადაც ცოცხებს, მაგიდის გადასაფარებლებს, შპალერებს და საღებავებს ყიდიან.

თავი გასასვლელისკენ ვიბრუნე და წამოვედი.

რა არ გავიფიქრე გზად,

როცა ამდენ წმინდათა შორის შენი ხატი ავარჩიე,

რატომ ღირდი ასეთი ძვირი?!

ან საიდან მოაქვს ამდენი ხატი იმ კაცს

ბაზრის შუაგულიდან?!

როცა შეკვეთას აძლევს რას ეუბნება,

როგორ უხსნის რომელი წმინდანის ხატი სჭირდება უფრო მეტი,

იქნებ ასე:

-სალამი, კვირის ბოლოს,

20 ცალი წმინდა გიორგი,

30 ცალი მაცხოვარი,

25 ცალი მარიამ ღვთისმშობელი,

15 ცალი წმინდა ნიკოლოზი,

5 ცალი წმინდა ნინოს ხატები მჭირდება, მომიტანე.

წმინდა ბარბარეს ხატები არ საღდება, გიბრუნებ…

არ ვიცი, როგორი დიალოგი დგება მათ შორის,

ბოლოს რაზე თანხმდებიან.

თუმცა, ცხადია, რომ ერთმანეთს აშკარად უგებენ

მერე კი ირკვევა, რომ ყველა ხატი უნდა იყოს ოქროს ფერი..

 

ბაზრის შუაგულიდან,

საიდანაც ცოტაოდენი კარტოფილით, რამდენიმე ჭარხალით და ლობის მარცვლებით წამოვედი

იყო ერთი დახლი, რომელიც ოქროსფრად ლივლივებდა,

როგორც აღმოჩნდა, ჩვენ არაფერი გვქონდა საერთო

გარდა სურვილისა, რომელიც ძვირი დააფასეს.

მოეწონებათქო, ამის გაფიქრებაღა მოვასწარი..

მაინც დიზანზე გავამახვილე ყურადღება,

ლივლივმა მიმიზიდა, რომელსაც მზის სხივები აჩენდნენ.

 

სამარშუტო ტაქსით მგზავრობისას კი, მათი დიალოგი ცხადივით ჩამესმოდა ყურში:

20 ცალი წმინდა გიორგი,

30 ცალი მაცხოვარი,

25 ცალი მარიამ ღვთისმშობელი.

მოოქროვეილები რა თქმა უნდა…

 

რადიო ამინდის პროგნოზსს იუწყებოდა,

ღრუბლებით სავსეს.

 

/ ფოტო: ბერიკა ბერიძე /