ზედა პანელზე გადასვლა

სლავა მოგუტინი – მეამბოხე ჰომოსექსუალიზმი

სლავა მოგუტინი – მეამბოხე ჰომოსექსუალიზმი

სლავა მოგუტინი – მეამბოხე ჰომოსექსუალიზმი

დღევანდელ ბლოგში გაგაცნობთ წარმოშობით რუსი არტისტის, სლავა (იაროსლავ) მოგუტინის შემოქმედებას.

ახალგაზრდა მოგუტინი საზოგადოების წინაშე 80-იან წლებში გამოჩნდა, ეს ის დროა, პერესტროიკია და რამე, სიტყვის ასე თუ ისე ნორმალურ ხმაზე გაჟღერებას რომ ბედავდნენ. ამ პერიოდის რუსული ხელოვნება განსაკუთრებით საინტერესოა, მთელი თავისი მწერლებით, პოეტებითა და მხატვრებით, არც მუსიკოსებს დაეწუნებათ რამე.

მოგუტინი ხმაურობს. ლაპარაკობს ტაბურებულ თემებზე, ღიად აფიქსირებს საკუთარ აზრს და საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ქამინგ აუთს ახდენს. ის იწყებს ბრძოლას. მეამბოხე ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგი – ამბობენ მასე იმ პერიოდის არტ კრიტიკოსები.

იაროსლავს ისტერიკული მისწრაფება გააჩნია ფაშისტური სხეულის მიმართ, მისი სამუშაო და საკვლევი მასალა სწორედ ესაა, დაკუნთული, იდეალური სხეული, რის გამოც ხშირად გამხდარა რადიკალური ჯგუფების კრიტიკის მსხვერპლი.

კრიტიკა მას არასდროს აკლდა, მიზეზი მისი საბოტაჟური განცხადებები და დაუდგენელი იგეოლოგიური პოლუსია, ის ერთი მხრივ ქვიარ აქტივისტია, მეორე მხრივ კი გაცხადებული ფაშისტი.

1994 წელს დაწყებულ ჩეჩნეთის პირველ ომზე უკიდურესად რადიკალური, შეიძლება ითქვას ფაშისტური პოზიცია დაიკავა, მან ჩეჩენთა გენოციდი მოითხოვა. მისი ეს ბრუტალური არტ პროექტის მსგავსი პოლიტიკური განცხადება იმდენად მძიმე იყო, რომ რუსეთის მთავრობისთვის – ომის მწარმოებლისთვისაც კი მიუღებელი აღმოჩნდა.

მოგუტინმა ამის შემდეგ დატოვა რუსეთი და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა, ის დღემდე შტატებში ცხოვრობს და იქვე მოღვაწეობს.

ის მრავალფეროვანი არტისტია, აქვს გამოქვეყნებული რამდენიმე პროზაული კრებული, წერს ლექსებს, მოღვაწეობს ვიზუალურ ხელოვნებაში – არის ფოტოგრაფი და მხატვარი.

წელს მოგუტინის ნამუშევარი გამოფენილი იყო, სახელოვნებო კომპანია ღია სივრცის მიერ გამართულ გამოფენაზე – HotelEuropa

 

 

 

 

 

 

No Comments

Add your comment