ანრი მაკაროვი – ლექსები

სიტყვები

ანრი მაკაროვი – ლექსები

ანრი მაკაროვი – ლექსები

შენება ნგრევა

კარი ღიაა, როგორც ხახა მშრალია ჭერი,
გაქცევა სადაც ბრძანებაა ნებაა კითვხაა,
დათრგუნულ სახეს მომანჭვა კი როცა ალაგებს
უადგილოა ყველა გაშლა ხელით ხედების.
საითაც გინდა გაიხედო მაინც გყლაპავენ,
გაიხედე ფანჯრებში თუ
შენი ხედვა ვეღარ ეტევა,
დახურე თვალნი, გაიხსენე რა გაქვს ნანახი-
შენება ნგრევა ნგრევა შენება
ნგრევა შენება შენება ნგრევა,
ისევ ტალახი!
რაც მოგიყვეს და რაც შეგეხო
დარჩა შენს იქით,
როგორ გადარჩი, გეღიმება
რა, რა გემართა?
საპასუხოდ პასუხს ფიქრობ ისევ იხსენებ
რა, რა გემართა?
როდესაც კითხვებს უადგილოდ
სვამენ: რა დაგემართა?
უპიროვნო კითხვაა იცი,
მაგრამ პიროვნულს ვინ დაეძებს, სადაც კითხვაა.
პასუხი რუხი, სხვა სიტყვებით
სიტყვა-სიტყვით პასუხი რუხი,
რა გაქვს ნანახი-
შენება ნგრევა ნგრევა შენება
ნგრევა შენება შენება ნგრევა,
ისევ ტალახი!

 

ქვა მარგალიტი

დაუსრულებელი
მცვივა ხელიდან ქვა-მარგალიტი.
ესე თამაში შორიდან
თუ ცეკვაა ბნელი…
ყოველ საღამოს
ვივარაუდებ ისეთს არაფერს,
კვლავ ,,ახლოა კუბო აკვანთან”,
ვმღერი სანაცვლოდ არაფერს ველი,
მტვრად ზამბახებთან სარკედ მიდევს
სამართებელი.
კიბე-კიბე, იქვეა კარი.
რა ცარიელი, თუ უკაცრიელ ადგილიდან მოვედი,ხედავ?
დასაშვებია ისეთია ახლა სიჩუმე,
რომ მთვარე ვერცხლობს!
და რა დარჩება
არვინ იცის, მით უფრო ვერ თმობს…
და მეც ამ დროში
გავიაზრე თავისუფლება
და სიმარტოვის შიშებს
მარაოდ გავუშლი ქარებს.
სცადე, ქარგამძლე იალქანივით
ზურგით და მაინც…
რადგან სიგიჟეს ჩემს
შენსავით ვერვინ იბრალებს.
და მემართლება ფსკერს ჩატანილი ყველა მუქარა,
სანთელს არა და მგონი
უფრო ვერ თმობენ ნათელს,
შესაძლოა მთვარემ ივერცხლოს,
რომ იშლებოდეს
ეს ხმაური მოგცემდი საშლელს.

 

სიმარტოვე

მომეძალება გულწრფელი სინანული
და შეშლილივით ვინახავ ტვინში გათენების კადრებს,
ათასჯერ მაინც გამიგდია სტუმარი გარეთ,
ისე მართალია ჩემი ქმედება,
რომ არც კი ვიცი
მოსვლას ვინმე როდის იკადრებს…
ახლა უკვე მეც გაფუჭებული, თურმე ვცდებოდი,
რომ შეცდომაზე მეტად ვიყავი
ადამიანზე შეყვარებული…
და რა მხიბლავდა, ენერგია?
სისულელეზე მეტი ჯერ კიდევ,
გაბოროტების შემდეგ ყოველ ჯერზე
არსებობს შანსი, როდესაც
ბრძოლის შინაარს ვეღარ დაიტევ…
რისთვის იბრძვი არ გემახსოვრება…
ამდენს დაიტევ?
მე პირადად ვეღარ…
ყველაზე ერთგული სიმარტოვეა
და ბოლო დროს ძაღლივით ვიჩვევ.

 

გადაკვეთა

შენ შემდეგ ჩემს პოეზიას
აღარ ჭირდება ჟანგისფერი ფრთები.
გზები, ჰო, რა თქმა უნდა, აირევიან…
შუბზე აგებულ თავების ნაცვლად
გიძღვნი ამ ღამის ცას და ვარსკვლავებს…
ასე საერთო ხელოვნებაა დღეს ჩვენი კვეთა,
როგორც გითარი,ვერც ერთი ფორმით
უფრო მოქნილად ვერ ითქმება სასო წარკვეთა.

 

(ფოტო: ბერიკა ბერიძე)