ზედა პანელზე გადასვლა

რობერტ ვილსონი – Voom Portraits

რობერტ ვილსონი – Voom Portraits

რობერტ ვილსონი – Voom Portraits

ვისაც უყვარს თეატრი, და ზოგადად ხელოვნება, ყველამ იცის ვინ არის რობერტ ვილსონი. თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რეჟისორი, რომელმაც ხელოვნების მოცემული დარგი უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა და ფაქტობრივად ყველა შესაძლო რესურსი გამოიყენა / იყენებს, საკუთარი ნაწარმოების წარმოებისთვის.

გარდა სპექტაკლების დადგისა, რობერტ ვილსონი გატაცებულია ვიდეო ინსტალაციების კეთებით. მას ეს იდეა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში მოუვიდა, და სცადა კიდეც, დაახლოებით 20 წამიანი ვიდეოპორტრეტების შექმნა. თანაც, საგულისხმოა, რომ ამ დროს ვიდეო სიახლეს წარმოადგენს, თუმცა მიუხედავად ამისა, ვილსონმა შეძლო რამდენიმე პორტრეტის შექმნა – სარეკლამო რგოლისთვის გადაიღო, მსოფლიოს კოსმეტიკური იმპერიის შემქმნელი, ელენე რუბენშტეინი და მწერალი ლუი არაგონი.

ტელევიზიისთვის შექმნილი პროექტი, საბოლოოდ არ განხორციელდა. თავად ვილსონი ამბობდა:

ამგვარი ნამუშევარი, ყველგან შეიძლება იყოს, სადაც ხალხია – რიგებში, ავტობუსის მოსაცდელებთან, ბანკებში, აეროპორტებში.„ლუფტჰანზასა“ და „იაპონიის ავიახაზებს“ შევთავაზე კიდეც, რომ ეს პატარა ვიდეო-რგოლები ეკრანზე გაეშვათ. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ინდივიდუალური ეკრანები, თითოეულ სკამთან. გამოსახულება თვალისთვის გამაღიზანებელი არ უნდა ყოფილიყო, ხოლო მუსიკა – ხმაურიანი, ანუ ადამიანს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე არტ-ტექნოლოგიები გაამხნევებდა და არ მოიწყენდა

მიხაილ ბარიშნიკოვი, წმინდა სებასტიანს იმიტირებს

 

წლების შემდეგ, 2007 წელს, რობერტ ვილსონმა გადაწყვიტა ძველი საქმის აღდგენა, თუმცა უფრო დახვეწილი მეთოდებით და საბოლოოდ შექმნა პროექტი სახელად – Voom Portraits. მასში მონაწილეობა ჰოლივუდისა ვარსკვლავებმა და ევროპული კინოსა და თეატრის წარმომადგენლებმა მიიღეს. ასევე საგულისხმოა ფორმატი, ვილსონი არა ჰორიზონტალურ, არამედ ვერტიკალურ კადრს გვთავაზობს

ბრეტ პიტი თეთრი საცვლების ამარა, დგას წვიმაში, რაღაცით, თავის 1995 წელს შესრულებულ როლს რეფლექსირებს “მებრძოლთა კლუბიდან”, თანაც უხერხულად, პისტოლეტს უმიზნებს მაყურებელს.

 

ესეც ბეწვში ჩაფლული ჯონი დეპი

 

უაინონა რაიდერი, რომელიც ბეკეტის “ბედნიერი დღეები” ერთ-ერთ პერსონაჟადაა გადაქცეული, ამავე დროს ჰგავს მსახიობ ნატაშა პარის, რომელიც ასევე (სხვაგან) თამაშობს ამ როლს, ბეკეტის პიესიდან.

 

და ასე შემდეგ: კომენტარის გარეშე გთავაზობთ, ამ შთამბეჭდავი სერიის სხვა ნამუშევრებს:

 

 

 

მადლობა მაკა ვასაძეს

 

No Comments

Add your comment