დეივიდ ლინჩი – კინოს მიღმა

სიტყვები

დეივიდ ლინჩი – კინოს მიღმა

დეივიდ ლინჩი – კინოს მიღმა

დევიდ ლინჩი ფართო მაყურებლის წინაშე პირველად 1977 წელს წარდგა, როდესაც ეკრანებზე მისი პირველი სრულმეტრაჟიამი ფილმი, ამერიკული სიურეალისტური საშინელებათა ჟანრის სურათი – საშლელთავა გამოჩნდა. აქიდან მოყოლებული ყველასთვის ნათელი იყო, რომ ხელოვნებაში ახალი, სრულიად სხვა სიტყვის მქონე ფიგურა გამოჩნდა.

ასეცაა. შეუძლებელია ლინჩის წარმოებული ხელოვნება რომელიმე ჟანრს მივაწეროთ, ის რაღაც მიღმიერ სამყაროში დგას, შეიძლება ასეც ვუწოდოთ – მეტა-ავანგარდის ჟანრში ტრიალებს, უყვარს დამსხვრეული საგნები, როგორც თვითონ ამბობს ყვავილებს აგონებს და ვერ იტანს იდეალურ მდგომარეობას – ლამაზს და სწორხაზოვან საგნებს.

არც ხელოვნების მიმართ დამკვიდრებულ ფართო გაგებას იზიარებს; დიდი ხანია ამბობს, რომ ვერაფრით ხვდება, თუ რატომ თვლიან ადამიანები იმას, რომ ხელოვნებას მაინც და მაინც აზრი უნდა ჰქონდეს, თუ ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ სამყაროს აზრი არ აქვს, მაშ ხელოვნებას რაღა აზრი აქვს, ამ აზრს მოკლებულ სამყაროში? დაახლოებით იგივე აზრს ავითარებს, რამდენიმე წლის წინ, სალომე ასათიანისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თუმცა ეს აზრი გაუგებარია, გაუგებარია განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთხელ მაინც წაგიკთხავს, ან მოგისმენია სლავოი ჟიჟეკის ანალიზი, ის სრული სერიოუზლობით აღწერს ლინჩის მიღმიერ და არამიღმიერ, რეალურ და სუპერრეალურ – სიზმირისეულ სამყაროს. უკირკიტებს თითოეულ კადრს და ცდილობს გასაღებად ლაკანის თეორიები გამოიყენოს.

მოკლედ, მთელი ამბებია, მაგრამ ეს სხვა ჟანრია, და სხვა დროს იყოს, იქამდე ლინჩის სხვა გატაცებაზე ვილაპარაკოთ, კინოდან წავიდეთ არც თუ ისე შორის, ვიდეო ხელოვნებაში. მოცემულ ბლოგში, სწორედ დევიდ ლინჩის რამდენიმე, ვიდეოარტს წარმოგიდგენთ.

ლინჩი ამ ამბავშიც თავისებურად კაიფობს, დეტალებს უკირკიტებს და აკვირდება, როგორ იცვლის საგანი ან მოვლენა ფორმას. მიდი ვიდეო წარმოდგენები ძირითადად მინიმალისტურია, ზოგჯერ სიუჟეტური ხასიათის, ხოლო ზოგჯერ – უბრალოდ დეკონსტრუქციის აღმწერი კადრი.

 

Ant Head

 

David Lynch – commercial Signature Cup Coffee

 

David Lynch – Rabbits

 

David Lynch & Lykke Li – I’m Waiting Here

 

 

David Lynch – I know

 

 

David Lynch – The Ballad of Hollis Brown