ველოსიპედის გამტაცებელნი / Bicycle Thieves (რეკომენდაცია)

სიტყვები

ველოსიპედის გამტაცებელნი / Bicycle Thieves (რეკომენდაცია)

ველოსიპედის გამტაცებელნი / Bicycle Thieves (რეკომენდაცია)

მოქმედება ომის შემდომ იტალიაში, რომში ვითარდება. ფილმის მთავარი გმირი, ანტონიო რიკი სიხარულისგან მეცხრე ცაზეა – მან ბოლოს და ბოლოს იშოვა სამსახური, მაგრამ სამუშაოდ საჭიროა ველოსიპედი, რომელიც მას უსახსრობის გამო დალომბარდებული აქვს.

დე სიკა ერთი ოჯახის ცხოვრების აღწერით ფაქტობრივად იმ პერიოდის რომის სხვა ოჯახებს აღწერს. ის იყენებს, მასობრივ კადრებს, როცა ფილმის პროტაგონისტი საკუთარ სოციალურ მდგომარეობას გადაკვეთს, იქვე ჩნდებიან სხვებიც, ზუსტად იგივე მდგომარეობით.

საბოლოოდ, ლომბარდიდან დახსნილი ველოსიპედი  ისევ ქრება, ამჯერად მას იპარავენ, რის გამოც ანტონიო რიკი იგივე დანაშაულს სჩადის და სხვას პარავს ველოსიპედს.

რეჟისორის თვალთახედვაში არავითარი დამნაშავე ადამიანის სახით არ არსებობს, ის მკვეთრად გამოხატავს საკუთარ აზრს და ეს ამ აზრში ერთადერთი დამნაშავე ყოფაა.

ყოფიერება, რომელი აიძულებს ცნობიერს დანაშაულის ჩადენას, რათა იარსებოს.

დე სიკა რომს ათავისუფლებს გლამურული ესთეტიკისგან და მის ნამდვილ, დამალულ სახეს გვაჩვენებს – სიღარიბე, რომელიც ადამაინებს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.