ზედა პანელზე გადასვლა

ჩარლზ ბუკოვსკი – სამი ლექსი

ჩარლზ ბუკოვსკი – სამი ლექსი

ჩარლზ ბუკოვსკი – სამი ლექსი

თარგმანი: გიორგი ბებიაშვილი

 

ჩემი კატები

მე ვიცი,
ისინი არიან შეზღუდულები
ან შეშფოთებულები
სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში.
მაგრამ მე ვუყურებ მათ
და ვსწავლობ სტილს,
მე მიყვარს ისინი
და ეს იციან.
ისინი აცხადებენ,
რომ არასდროს ვინერვიულო,
ისინი ფეხს დგამენ
გასაკვირ ღირსებებისკენ,
ისინი მარტივად მიმართავენ ძილს,
ხოლო ადამიანებს უბრალოდ
არ შეუძლიათ მათი ესმოდეთ.

მათი თვალები
უფრო
ლამაზია,
ვიდრე ჩვენ ვხედავთ
და შეუძლიათ
იძინონ 20 საათი
ყოველდღე
და ღამე,
ყოყმანობისა
და მონანიების გარეშე.

როდესაც ჩემი შეგრძნებები იკლებს,
ვიწყებ ჩემი კატების თვალთვალს
და შემდეგ ბრუნდება
ჩემი გამბედაობაც.

მე ვსწავლობ ყველაფერს
ამ არსებებით.
ისინი არიან
ჩემი მასწავლებლები.

 

ღრღნა

“ჯარისკაცები გადიან სისხლიან ქუჩებში,
აფრიალებენ ღვინით სავსე ბოთლებს
და ტყნავენ ქალწულებს,
ხოლო ქუჩის ბიჭების იაფასიან ოთახში
კიდია მერილინ მონროს ფოტოები.”

ჩვენ არ გვჭირდება ახალი მთავრობები,
ახალი რევოლუციები,
ჩვენ არ გვჭირდება ახალი მამაკაცები,
ახალი ქალები,
ჩვენ არ გვჭირდება ახალი გზა,
ცოლ-გაცვლების,
წყლიანი საწოლები,
წყლის მილები
და საათები,
რომელიც გვაძლევს იარაღს.

ადამიანები უბრალოდ არ არიან კარგები ერთმანეთისთვის.

ჩვენ გვეშინია,
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიძულვილი ნიშნავს ძალას,
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიუ-იორკი არის ყველაზე დიდი
ქალაქი ამერიკაში.

რაც ჩვენ გვჭირდება არის ნაკლები გაბრწყინება,
რაც ჩვენ გვჭირდება არის ნაკლები ინსტრუქციები
და დარიგებები.
რაც ჩვენ გვჭირდება – ნაკლები პოეტი ქვეყანას,
რაც ჩვენ გვჭირდება – ნაკლები ბუკოვსკები ქვეყანას,
რაც ჩვენ გვჭირდება – ნაკლები ბილი გრაჰემსი ქვეყანას.

ჩვენ გვჭირდება მეტი
ლუდი,
მემანქანე,
მწვანეთვალება ბოზები, რომლებიც არ ჭამენ გულს
და მოსწონთ ვიტამინი პ – (პენისი).

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ტერორისტები ერთ გუნდად იკრიბებიან
და თუ რატომ გვაზიანებენ ისინი ერთ წერტილში.

ადამიანები უბრალოდ არ არიან კარგები ერთმანეთისთვის.
ადამიანები უბრალოდ არ არიან კარგები ერთმანეთისთვის.
ადამიანები უბრალოდ არ არიან კარგები ერთმანეთისთვის.
და მძივები ქანაობენ სიტყვებით აგებული – ღრუბლებში
და ძაღლი აფსამს სიძულვილით ვარდებს
და მკვლელი თავს კვეთს ბავშვს
და სხვადასხვა ოკეანე ივსება,
ხოლო მთვარე კვლავ რჩება მკვდარ პლანეტად.

და ადამიანები უბრალოდ არ არიან კარგები ერთმანეთისთვის.

 

***
ჩვენ აქ ვართ,
რათა დავივიწყოთ
სწავლა,
ეკლესია,
სახელმწიფო და ჩვენი განათლების სისტემა.
ჩვენ აქ ვართ,
რათა ვსვათ ლუდი.
ჩვენ აქ ვართ,
რათა მოვკვდეთ ომში
ჩვენ აქ ვართ
რათა ვიცინოთ ბევრი
და ვიცხოვროთ, ისე რომ
სიკვდილი აღარ გვაცახცახებდეს.

 

No Comments

Add your comment