დავით ჯოჯიშვილი – ლექსები

სიტყვები

დავით ჯოჯიშვილი – ლექსები

დავით ჯოჯიშვილი – ლექსები

***

1.
…და მე მოვიწყინე.

მოვიწყინე მეთქი.

მოვიწყინე არაფრისგან, ისევე როგორც,

ოდესღაც მოიწყინა იმან.

მოვიწყინე უფორმობით,

მოვიწყინე ფორმიანებით,

მოვიწყინე უინტელექტობით,

მოვიწყინე ინტელექტუალებით,

მოვიწყინე ყოფის არყოფნის უარყოფით

ანუ ყოფით,

მოვიწყინე შენი თვალების ყურებით,

მოვიწყინე ჩუკვნით, რადგან როგორც

ჩვენმა ოკუპირებულმა მეგობარმა თქვა,

რომელმაც ძალიანაც ამაყად შესცა თავის მიწა-წყალს

მერე 3-4 დღე უნდა გადააბა.

მოვიწყინე ფოტონების ჩამოუყალიბებლობით,

მოვიწყინე 14 მილიარდი სინათლის წელიწადის ზომის ყლეობით, (ეს კიდევ რასაც ვხედავთ, თორემ

რეალურად ყლეობაზე მეტად, 30 წლის სტაჟის მქონე მეძავის საშოს უფრო გავს),

მოვიწყინე იმდენად, რომ მოწყენაც კი მომწყინდა,

მოვიწყინე იმდენად, რომ წერა დავიწყე.

მ ო ვ ი წ ყ ი ნ ე.

 

2.

მე ხოჭოდ არ გადავიქცევი,

უფრო პლანქტონი ვარ.

პლანქტონი, რომლითაც ვეშაპები იკვებებიან,

თუმცა სიცოცხლე, რომელსაც თქვენ ასე აფასებთ,

სიცოცხლე, რომელსაც ჩვენ ასე ვაფასებთ,

სიცოცხლე, რომელიც გინდა – არ გინდა,

გინდა,

პლანქტონებით დაიწყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან.

აბა რა ჯიგარო, ეგრე უნდა,

რომ მოიწყენ პლანქტონებით უნდა დაიწყო,

მერე ადამიანის მიერ მონიჭებული,

ისევ ადამიანური ბუნების გამო,

ამ მოწყენილობის თამაშს შეყვები და ჰოპლა,

პლანქტონი კი არა, უკვე ხუი იევო ზნაეტ

რა გაკმაყოფილებს.

და ჩვენ, ხუი იევო ზნაეტები ვართ.

მთელი პრობლემაც ამაშია,

რომ იმან, უკვე ძალიან დიდი ხანია არ მოიწყინა.

სწორედ ამიტომ, მე მოვიწყინე.

სად ხარ აქამდე?

დაგვიძველდა პურ-მარილი

და შენი თქმის გარეშეც გადავყრით,

რადგან პური, უკვე აღარაა ჩვენი არსობისა,

მარილზე გასვლა კი არავის უნდა.

 

შენ

ღმერთისგან და მაშასადამე, იმედისგან მიტოვებული,

მე შენი ყოველდღიური რუტინა ვარ.

უკვე ცრემლებშემშრალს და საუკუნოდ ღაწვებდაუსველებელს,

ისღა დაგრჩენია, სხვისი ჯირკვლების მარილიანი სითხით დაისველო (სახე?!) ის, რაც შენ ხარ.

შენ, საკუთარი თავის თავიც რომ არ შეგრჩა,

და შენ ვისაც სხვა ისევე აშინებს, როგორც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფს ტაქიკარდიული შეტევა

და შენ, რომელიც დამპალი ნაბიჭვარი ხარ

და შენ, რომელმაც ღმერთია მოწმე, გულრფელობით ნათქვამი ტყუილებით, საკუთარი თავის ზიზღის ლიმიტებს უკვე დიდი ხანია გადააბიჯე

და შენ, რომელსაც ბებოს სევდიანი თვალები ვეღარ გცნობენ, რომ ამბობდა ჩემი შვილიშვილი ჩემს შვილს აჯობებსო

და შენ, პოეტური მონაჩმახებით რომ ცდილობ, საკუთარი სიცოცხლის მტკიცებას

და შენ, რომელიც ვერასდროს დაამტკიცებ არსებობას

და შენ, რომელიც გინდა არ გინდა შენი ბრალია

და შენ, რომელიც საზრისებს ეძებ

და, შენ რომელიც ხიდან არასდროს ჩამოსულხარ და ისევ ცდილობ მიწას რაც შეიძლება ნაკლებად შეეხო

და შენ, რომელსაც ტრაკის განძრევა გეზარება

და შენ, რომელმაც ყველაფერი გაუშვი რაც აქამდე უნდა დაგეჭირა:

შეგეცი და სამჯერ შეგნერწყვე,
მაგრამ, რადგან არც მე ვარ იესო და არც შენ ლუციფერი,
ჩვენ ისევ ეკლესიის თავზე ვდგავართ და ჩემს მიწაზე დანარცხებას გულმოდგინედ განვიხილავთ.

(Visited 1 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა