ლიკა შარაშიძე – ორიოდე სიტყვა სოც-რეალიზმის და ჟდანოვის დოქტრინის შესახებ

სიტყვები

ორიოდე სიტყვა სოც-რეალიზმის და ჟდანოვის დოქტრინის შესახებ

ლიკა შარაშიძე – ორიოდე სიტყვა სოც-რეალიზმის და ჟდანოვის დოქტრინის შესახებ

ზოგადი შესავალი: პროპაგანდა

მეხსიერების პოლიტიკა, როგორც ნებისმიერი კულტურა, კაცობრიობასთან ერთად ვითარდებოდა და განიცდიდა ევოლუციას. თანამედროვე გლობალიზაციამ და ტექნიკურმა პროგრესმა, მისი არეალი უფრო ფართო გახადა, რამაც მას საშუალება მისცა მრავალკულტურაში დაემკვირდებინა თავი.

ეს სტატია განიხილავს კინოს კულტურასა და მეხსიერების პოლიტიკას შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საბჭოთა იდეოლოგიის გამყარებაში, წარმოადგენდა რა მაშინდელი პროპაგანდის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას.

სანამ მეხსიერების პოლიტიკას პროპაგანდისტული ხერხის ჭრილში განვიხილავთ, საჭიროა ზუსტად განვსაზღვროთ: რას ნიშნავს პროგპაგანდა? რა გვაძლევს იმის უფლებას რომ ზემოხსენებულ მანიპულაციის ხერხი ამ კატეგორიის ქვეშ მოვიხსენიოთ?

პროპაგანდა – ”ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი საკომუნიკაციო ფორმის გეგმაზომიერ გამოყენებას ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა და ქცევაზე ზემოქმედების მიზნით. აუდიტორიის დასარწმუნებლად პროპაგანდისტებმა შეიძლება განსხვავებული მეთოდები გამოიყენონ, თუმცა ისინი ერთი საერთო ნიშნით ხასიათდებიან – აუდიტორიის ღირებულებების და რწმენისკენ არის მიმართული. მათ განეკუთვნება:

1. დადებითი განწყობის შემქმნელი განზოგადებები (პროდუქტის, კანდიდატის ან პოლიტიკური პროგრამის მიწოდების ფორმა დადებითი ემოციების გამომწვევი სიმბოლოების გამოყენებით);

2. “იარლიყების მიწებება” (პროპაგანდისტი უარყოფითი ემოციის შემქმნელი სახელის შერქმევით ნეგატიურ დატვირთვას ანიჭებს მოვლენას, რომლის წინააღმდეგაც ის გამოდის);

3. „გადაადგილება” (სხვადასხვა დადებითი ასოციაციების მოხმობით საერთო კეთილგანწყობილების ატმოსფეროს შექმნა);
4. „დადასტურება” (გამოჩენილ და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამების ციტირება რაიმეს მხარდასაჭერად, ან საწინააღმდეგოდ);

5. „უბრალო ადამიანები” (პროპაგანდისტული იდეების, ან პროდუქტის იდენტიფიცირება “უბრალო ადამიანების” საჭიროებებთან);

6. „ბანქოს ჩაწყობა” (არგუმენტი, რომელშიც ფაქტები იმგვარადაა დალაგებული, რომ რჩება ერთადერთი “ლოგიკური” დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა);

7. „არ დაგვაგვიანდეს” (რომელიმე მოსაზრების ან პროდუქტის მხარდაჭერის მეთოდი, როდესაც პროპაგანდისტი აუდიტორიას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველა დანარჩენი უკვე ასე ფიქრობს და ამიტომ, საჭიროა დროული გაერთიანება უმრავლესობასთან)”.- ადამიანის უფლებათა ლექსიკონი/ [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონში პროპაგანდა განიმარტება როგორც პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, მიზნად ისახავს შექმნას და განამტკიცოს ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ხელსაყრელი იქნება პროპაგანდისტისათვის და ხელს შეუწყობს მისი პოლიტიკის განხორციელებას. საერთაშორისო ურთიერთობებში პ-ის მიზანია შექმნას საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურად მიმზიდველი იმიჯი და დანერგოს მისდამი სიმპათია, მაქსიმალურად ეცადოს გაამართლოს ქვეყნის ყოველი ქმედება, ხოლო დაპირისპირებული ქვეყნების მიმართ შექმნას უარყოფითი წარმოდგენა და ნეგატიურად განაწყოს მსოფლიო საზოგადოება. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში პ-ის ტრადიციულ საშუალებებს – პრესას, რადიოს, ტელევიზიას დაემატა ისეთი მძლავრი საშუალება, როგორიც ინტერნეტია. საგარეო პოლიტიკური პ-ის მიზანია ზეგავლენა მოახდინოს „სამიზნე“ ქვეყნის მოსახლეობაზე, რათა მან, თავის მხრივ, გავლენა მოახდინოს თავისი მთავრობის მოქმედებაზე. პ-ის პროცესი გულისხმობს:

1) „კომუნიკატორს“ სხვათა განწყობის, აზრის, ქცევის შეცვლის განზრახვით;

2) სიმბოლოებს – დაწერილს, თქმულს ან ქცევითს – რომელთაც კომუნიკატორი იყენებს;

3) კომუნიკაციის საშუალებას;

4) აუდიტორიას ანუ სამიზნეს. პ ძალიან იშვიათადაა სრული სიმართლე, მაგრამ მთლიანად ტყუილიც არ შეიძლება იყოს. იგი მაქსიმალურად დამაჯერებელი უნდა იყოს, ამასთანავე განწირულია წარუმატებლობისათვის, თუკი გარეგნულად ჩანს,რომ პ-აა. სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

„მომეცით მასობრივი ინფორმაციის წყაროები და ნებისმიერ ერს ღორების კოლტად ვაქცევ“

„გაუყალბე ადამიანებს ისტორია და ერთი თაობის შემდეგ მათგან მივიღებთ ბრბოს, ხოლო კიდევ ერთი თაობის შემდეგ მათი მანიპულირება ნახირის მართვაზე მარტივი გახდება“ [იოზეფ გებელსი]

ამასთან უნდა უთქვას, რომ პროპაგანდა რაიმე სახის იდეის, იდეოლოგიის , მოსაზრების გავრცელების, რაღაც მხრივ იძულებითი ხერხია, რომელიც თავს ახვევს ინდივიდს ყოველივე ზემოხსენებულს, პროპაგანდა ეგრედწოდებულ “კალაპოტს” , მიზანმიმართულ გზას აძლევს ადამიანის ფიქრებს, აწოდებს სუბიექტურ ინფორმაციას , რაც მას არჩევანში ზღუდავს და ცვლის მის , როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის ბაზისურ იდენტობას.

პროპაგანდას გავრცელების ფართო არეალი გააჩნია მრავალ საზოგადოებრივ პრაქტიკაში: დაწყებული მედიიდან, დამთავრებული შაბლონებით და პლაკატებით. მედიაზე რომ უფრო ფართოდ ვისაუბროთ, უნდა აღინიშნოს, რომ კომუნისტური რეჟიმის მთავარი იარაღი მასმედიით და ადამიანთა ტრივიალური, სოციალური ცხოვრებით მანიპულაცია იყო, ვიტალურია აღინიშნოს ,ასევე, რომ ამ რიგებს ხელოვნების სფეროც აქტიურად უერთდებოდა: კინო, მხატვრობა, ლიტერატურა თუ რაიმე სხვა სახის შემოქმედება იქნებოდა, ყველაფერი ძალიან მკაცრი ცენზურით კონტროლდებოდა, რათა საბჭოთა მაცხოვრებლის ტვინი გაფილტრული ყოფილიყო რეჟიმისთვის მიუღებელი მოსაზრებებისაგან. რა გავლენა ქონდა სწორედ პროპაგანდის ამ კერძო ხერხს, რომელსაც პოლიტიკის მეხსიერების სახით მოვიხსენიებთ საბჭოთა მოქალაქეზე და რა სახის გამოწვევებთან უწევდათ შეჭიდება მაშინდელ კინოხელოვანებს? მაგალითად რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი, რომელიც პრაქტიკულად შემქმნელია საბჭოთა სურეალიზმის კონცეფციის მეოცე საუკუნის კინემატოგრაფიაში. მისი ფილმები უარყო საბჭოთა ცენზურამ, რამაც მის გენიას არ მოუტანა დროული აღიარება, შესაბამისად ფარაჯანოვის უნიკალური კინოხედვა კულისების უკან რჩებოდა ფართო მასებისათვის მრავალი წლის განმავლობაში: კრეატიული ხედვა, კონცეფტუალური, რეალობას მოწყობილი სიუჟეტის განვითარების ხერხები და მრავალი ინტიმური წარმოდგენების კინოში რეალიზება არ შეეფერებოდა იმ ინფორმაციულ ვაკუუმს, რომელშიც მაშინდელი “რკინის ფარდის” იქეთ მოსახლე საბჭოელს ესაჭიროებოდა, სწორედ ამიტომ, როგორც ზემოთ ავღვნიშნე, ფარაჯანოვის ხელოვნება, გვიან გახდა აღიარებული ფართო მასებში.
რა არის სოციალისტური რეალიზმი? რას აღნიშნავს ეს არაორთოდოქსული კომბინაცია? შეიძლება იყოს რეალიზმი სოციალისტური, კაპიტალისტური, ქრისტიანული, მაჰმადიანური? არის თუ არა იგი ბუნებაში და თუ არ არის, იქნებ ირაციონალური კონცეფციაა? ჟდანოვის უხეში დემაგოგია ან მოხუცი გორკის ახირება? ფიქცია, მითი, პროპაგანდა?
ასეთი კითხვები, ხშირია დასავლეთში, აქტიურად განიხილება პოლონეთში, და გაზიარებულია ჩვენს გარშემოც.

 

სოციალისტური რეალიზმი

სოციალისტური რეალიზმი არის ერთგვარი სოციალისტური იდეების ეპოქალური გამოძახილი ხელოვნებასა და ლიტერატურაში: ავტორს ევალებოდა თავისი წვლილი შეეტანა უტოპისტურ-კომუნისტური საზოგადოების განვითარებაში შემოქმედებით, შესაბამისად საჭირო იყო სოციალისტური იდეალებისა და ნორმების გამოყენება, რომლებსაც მას კომუნისტური პარტია კარნახობდა. სოცრეალიზმი საბჭოთა იდეოლოგიისა და პროპაგანდის გატარების ერთ-ერთი საუკეთესო იარაღი იყო, რადგან მწერალი მკითხველის შინაგანი სამყაროს სრულ რეკონსტრუქციას ახდენდა.
ეტიმოლოგიურად და მეცნიერულად რომ განვიხილოთ, სოციალისტური რეალიზმისყველაზე ზუსტი განმარტება მოცემულია საბჭოთა მწერლების წესდებაში:”სოციალისტური რეალიზმი, არის საბჭოთა მხატვრული ლიტერატურისა და ლიტერატურული კრიტიკის ძირითადი მეთოდი, რომელიც ხელოვანისგან ითხოვს ნამდვილ, ისტორიულად კონკრეტულ სურათს რომელიც რეალურს ხდის მის რევოლუციურ განვითარებას. ამასთან ერთად, მხატვრული სურათის ისტორიული კონკრეტულობა უნდა შეესაბამებოდეს რეალობას, რომელშიც იზრდებიან მშრომელები სოციალისტური სულითა და იდეებით” (Первый Всесоюзный съезд советских писателей, 1934. Стеногр. отчет. М., 1934. С 716.)

სოციალური რეალიზმის იდეოლოგიური ტენდენციები განსაზღვრა მ. გორკიმ: “სოციალისტური რეალიზმი ამტკიცებს შემოქმედების, როგორც სოციალური ქმედების არსებობას, რომლის მიზანია ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობების უწყვეტი განვითარება ბუნების ძალებზე გასამარჯვებლად, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობისთვის, დედამიწაზე ცხოვრების დიდი ბედნიერებისათვის“ (საბჭოთა მწერლების პირველი საკავშირო ყრილობა. სტენეოგრაფიული ანგარიში, 1934, გვ. 17)(Первый Всесоюзный съезд советских писателей. Стенографический отчет, 1934, с. 17). საბჭოთა კავშირის მწერალთა ქარტიაში სოციალისტური რეალიზმი განისაზღვრება, როგორც საბჭოთა მხატვარული ლიტერატურისა და ლიტერატურული კრიტიკის ძირითადი მეთოდი. (http://feb-web.ru/feb/kle/Kle-abc/ke7/ke7-0923.htm)

გვახარია:

მაქსიმ გორკი – იმ დროინდელი ეპოქის ტიპიური პლებეა მაშინდელ მწერლობაში, რომელიც შეპყრობილი იყო არასრულფასოვნების კომპლექსით: იგი სტალინთან მეგობრულ ურთიერთობას იყენებდა კონკურენტების მოსაცილებლად და მაშინდელ ლიტერატურულ წრეში სტატუსის გასამყარებლად, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბელადი არავის თამაშში არ გახდებოდა საფრთხობელა: ამ ორ პერსონას შორის იყო კლასიკური მუტუალური ურთიერთდამოკიდებულება, სადაც ორივე თავის სფეროში ახდენდა ძალაუფლების დემონსტრაციას: სტალინი ხედავდა მის დაუოკებელ შურისძიების სურვილს, თუნდაც იმ შემთხვევიდან როცა გორკი ციმბირელმა მწერლებმა გააკრიტიკეს. აღშფოთებული გორკი კი ნეაპოლიდან მოსკოვში ეწვია მას და პირველად გამოთქვა აზრი ლიტერატურული გაერთიანებების გაუქმების შესახებ. სწორედ გორკიმ დაიწყო “ჩაშვების” “დონოსის” ინსტიტუტის პოპულარიზაცია რაც შემდეგ საბჭოთა შავ-ბნელი სოციალური კულტურის, სსრკ-ს მოქალაქის იდენტობის განუყოფელი ნაწილი გახდა: სტალინი გორკის მასალებს აწვდიდა , მწერალი კი წერდა რითაც ახდენდა საბჭოთა იდეოლოგიის ლეგიტიმიზაციას მოქალაქეთა აზროვნებაში ანუ პროპაგანდას. გორკი წერდა ნაწარმოებს რომლებიც იყვნენ არა რეალობის ამსახველნი, არამედ ლოგიკურად იყვნენ მიბმულნი იმ დროს არსებულ რეალობასთან, რაც შემდეგ “სოციალისტური რეალიზმის” რუბრიკის ქვეშ მოექცა. (http://www.radiotavisupleba.ge/a/1522678.html)

ჟდანოვი:

როდესაც სოციალური რეალიზმის ლეგიტიმიზაციაზე ვსაუბრობთ არ შეიძლება რამდენიმე სიტყვა არ ვთქვათ ანდრეი ჟდანოვზე, რადგან ის იყო ადამიანი, რომელიც უკან ედგა მთელ პროპაგანდისტულ-იდეურ ფილოსოფიას, რომელიც ისტორიაში “ჟდანოვიზმის” სახელით არის შესული.

ეგრდეწოდებულ “ჟდანოვიზმზე” დაფუძნებული დოქტრინა, ცენტრალურმა კომიტეტმა დაამტკიცა 1946 წელს, მისი იდეოლოგიური საფუძვლები კი მდგომარეობდა შემდეგში: ჟდანოვი მსოფლიოს ორ ფრთად, იმპერიალისტურ აშშ-დ და და დემოკრატიულ სსრკ-დ ყოფდა, დოქტრინის მიხედვით საბჭოთა რეალობაში მხოლოდ იმ კულტურების არსებობა იყო ლეგიტიმური, რომლებიც საუკეთესოთა შორის საუკეთესოები იყვნენ, დროთა განმავლობაში ეს იდეოლოგიური ფილოსოფიის ნაშიერი განუყოფელი ნაწილი გახდა საბჭოთა კულტურის და მის შემქმნელთა ცხოვრების. “ჟდანოვის დოქტრინა” ძალაში იყო იოსებ სტალინის გარდაცვალებამდე (1953)

ესეში ლენინზე მაქსიმ გორკიმ აღნიშნა რომ:

„რუსული ლიტერატურა – ევროპის ყველაზე პესიმისტური ლიტერატურაა; ჩვენთან ყველა წიგნი ერთსა და იმავე თემაზე იწერება. ყველა რუსი პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე 1 თვე ციხეში ჯდომის ან ერთ წლიანი გადასახლების გამო თავს ვალდებულად მიიჩნევს რუსეთს წიგნი აჩუქოს საკუთარ მოგონებებზე, თუ როგორ იტანჯებოდა, მაგრამ დღემდე ვარავინ მიხვდა დაეწერა წიგნი იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ბედნიერი.“ (http://www.llti.lt/failai/Nr18_04_Dobrenko.pdf)

პრინციპი „ხელოვნება გასაგები უნდა იყოს ხალხისთვის“ მთავარი მოტივი იყო თანამედროვე შემოქმედების წინააღმდეგ. მასებისთვის ხელოვნება გასაგებია მაშინ, როდესაც იგი ობიექტური და რეალურია. აქედან გამომდინარე გახდა საჭირო სოციალისტური რეალიზმი, ანუ რეალისტური ხელოვნება, რომელიც სოციალისტური იდეალებით იქნებოდა გაჯერებული.
(http://studme.org/37481/etika_i_estetika/osnovnye_printsipy_sotsialisticheskogo_realizma)

აღსაღნიშნავია გორკის იმპერიალისტური შეხედულებები: რატომ მიიჩნევს ის, რომ რუსეთი წამებულ მარტირთა ქვეყანაა? ნუთუ რუსულ ლიტერატურაში არ არის მხიარული აკორდები? ან თუნდაც სსრკ-ს დროს რატო საუბრობს გორკი რუსეთზე როგორც ავტონომიურ ტერიტორიულ ერთეულზე? თუ ის რუსეთს ცალკე მოიხსენიებს და მრავალქარტეხილ გამოვლილ ქვეყანად მიიჩნევს, მაშინ რატო არ ამახვილებს ყურადღებას საქართველოზე ან ზოგადად კავკასიაზე? მათი ფესვებიც, ხომ არანაკლები სიმწარითაა განსჭვალული? ანუ რა გამოდის:

1)გორკის ნათქვამი ერთგავარად იმპერილისტურია( ვიმეორებ) და სსრკ-ს, სოციალისტურ წყობას, რუსეთის, როგორც ქვეყნის ევოლუციის და მისი იდენტობის განვითარების უმაღლეს საფეხურად მიიჩნევს.

2) ის აბსოლიტურ იგნორირებას უკეთებს გარშემო ქვეყნების ისტორიას და ხმამაღლა მოიხსენიებს თავის სამშობლოს, როგორც წამებულ ერს.

3) ამ ორ პუნქტს თვალი რომ გადავავლოთ , აშკარად სახელმწიფოებრივ იდენტობაზეა საუბარი, ჯდება თუ არა ეს ფაქტი სოციალისტური საზოგადოების ჩარჩოებში? რა თქმა უნდა არა.

ვინ იყო გორკი? საკმაოდ დიდ დილემის წინაშე გვაყნებს მისი პარადოქსული პიროვნება მაგრამ , ფაქტი ერთია: ის რისი ამოკითხვის შესაძლებლობა გვაქ გორკის სიტყვებიდან წააგავს ერთი უნიათო , მხდალი პიროვნების სიტყვებს, რომელიც ცდილობდა მეხსიერების ტრანსფორმაციის ახალი გზის ერთგვარ ლეგალიზაციას ლიტერატურაში და ზოგადად ცენზურის ისტორიაში, რათა მოეხდინა თავისი არასრულყოფილი ეგოს გამოკვება წამიერი პატივისცემით მაინც: მას არ გააჩნდა საკუთარი იდენტობა და ამის გამო ამ ფუფუნებას მთელ ერს ართმევდა.

სოციალისტურ რეალიზმს სხვაგვარად რომ მივუდგეთ, შეიძლება ითქვას რომ ის საბჭოთა წყობილების მთლიანი ისტორიაა ლიტერატურულ ჭრილში მოქცეული, მოვიყვანოთ კვლავ გორკის მაგალითი და გავიხსენოთ მისი თხზულება “დედა” სადაც დედა-შვილის ტრაგიკული ბედია ნაჩვენები, ეს ოჯახი შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლია და ისინი სწორედ ბოროტმა , დრო-მოჭმულმა კაპიტალიზმის ცნებამ შეიწირა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგებით დილემის წინაშე: ვინ იყო გორკი და რას წარმოადგენდა მისი პიროვნება სინამდვილეში? ნუთუ ის სამუდამო განხილვის თემად რჩება? ფაქტია ის რომ როდესაც, მის თხზულებებს ეცნობა მკითხველი, თვალწინ არა დემაგოგი ფსეუდო-სოციალისტი არამედ, ოსტატი მწერალი გვევლინება, რომელიც ბოლომდე გვანახებს კაპიტალისტური რეჟიმის მანკიერებას: განსხვავებული აზრი სწორედ ხომ უსამართლო რეალობის ნაშიერია? სწორედ ის არ არის გასაღები, გზა ევოლუციისაკენ და პროგრესისაკენ, სწორედ მისკენ არ მივისწრაფით მთელი ჩვენი ცხოვრება ადამიანები? გორკის ლიტერატურა ერთგვარი ფსიქოოლოგიური თამაშია, რომელიც დასაბამს სწორედ ზემოხსენებულისგან იღებს.

სოციალისტური რეალიზმი შესაძლებელია დავყოთ რამდენიმე ეტაპად:

1)პრე-გორკი-პერიოდი როდესაც ჩნდება სოციალისტური რეალიზმის ჩანასახები, მაგრამ მათ არც სახელი გააჩნიათ არც ლეგიტიმიზაცია.

2)”ჟდანოვის დოქტრინა” ანუ “გორკის ხანა”-ერთგვარი “ოქროს ხანა”, პერიოდი როდესაც იწყება რეალობის კაპიტალიზმთან გაიგივება და მისი მანკიერებების შუქზე გამოტანა.

3)პოსტ-გორკი-პერიოდი, როდესაც მწერლები აქტიურად იწყებენ კომუნიზმის, ფსეუდო სოციალიზმის “მხსნელ ” იდეოლოგიად წარმოჩენას , კაპიტალიზმის საწინააღმდეგოდ,აქტიურად ახორციელებენ მეხსიერების პოლიტიკურ მანიპულაციას საზოგადოებაზე თავიანთი საქმიანობით.

მინდა ავღნიშნო, რომ ეს ყველაფერი ჩემი ნააზრევია, რომელიც ესოდენ “ლაკონურად” გადმოვიტანე და არანაირად არ ხართ ვალდებულნი გაიზიაროთ ჩემი ნააზრევი რადგან 21 საუკუნეში, დემოკრატიის ხანაში არც ნეო-გორკი გვჭირდება და არც მეხსიერების პოლიტიკის ექსტრემალური ხერხები.

(Visited 5 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა