ვცდილობ ტექსტი ისე დავინახო, როგორც ჯერ არავის დაუნახავს

სიტყვები

ვცდილობ ტექსტი ისე დავინახო, როგორც ჯერ არავის დაუნახავს

ვცდილობ ტექსტი ისე დავინახო, როგორც ჯერ არავის დაუნახავს

ინტერვიუ ანინა ლებანიძესთან

 

ჩვენ დროში არ არის პოპულარული შენი საქმიანობა, რატომ გადაწყვიტე თეატრში ყოფნა

თეატრით საკმაოდ გვიან დავინტერესდი. ჩემთან, ოჯახში ყველა ექიმია და მეც გადაწყვეტილი მქონდა ოჯახური ტრადიციის გაგრძელება, მაგრამ შემთხვევით, ვნახე ერთი სპექტაკლი და იმის მერე აღარც მახსოვს, ოდესმე მეფიქროს სხვა რამეზე. თანაც, შევიტყვე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების შესახებ და იმავე წელს, ჩემდა სამწუხაროდ, ვნახე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლები. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებით იქამდე არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული, ჩემს შემთხვევაში ალბათ მართლა იმოქმედა საკრალურმა და მაგიურმა “სცენის მტვერმა”

 

სამხატრო აკადემიაში ისწავლე. როგორი იყო სწავლის პროცესი, როგორ დაიწყო და როგორ დამთავრდა?

დაიწყო ამბიციებით, ოპტიმიზმით, მეტი შემართებით, თუმცა დამთავრდა საშინელი იმედგაცრუებით. გარედან მომხიბლელი სივრცეა, მეც მოვიხიბლე, სამწუხაროდ შიგნით საშინელი რეალობა დამხვდა. ოთხი წელი თეატრის შესახებ ფაქტობრივად არაფერი მისწავლია. სწორედ ამიტომ ხშირად ვბრაზობ, როდესაც ჩემი რაიმე ნამუშევარი აკადემიას ეწერება, დიდი უსამართლობაა, რადგან მხოლოდ ფორმალურად ვეწერებოდი იქაურობას. სწავლის პერიოდში რამდენჯერ მიფიქრია ფაკულტეტის შეცვლა, საერთოდ სასწავლებლის გამოცვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ზოგადი რეალობიდან გამომდინარე, რაც საგანმანათლებლო სივრცეებშია ვამჯობინე იგივე ადგილს დარჩენა და “სწავლის” გაგრძელება. ეს ოთხი წელი ისე დამთავრდა, რომ არავითარი კავშირი არ გვქონია თეატრთან და არც თეატრალურთან. ვოლიერში ვიყავი გამომწყვდეული. შემიძლია ხმამაღლა და თამამად ვთქვა, რომ აკადემიას ჩემთვის და სხვა სტუდენტებისთვის არაფერი მოუცია, ამას განსაკუთრებით მაშინ მივხვდი, დამაგვირგვინებელ ფაზაში, სადიპლომო ნამუშევრის წარდგენისას, რომელშიც მთელი ჩემი მონდომება ჩავდე და რომელზე მუშაობის დროსაც მხოლოდ ერთს ვფიქრობდი, რომ ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ ეს წლები რამედ ღირდა, ამიტომაც მასიური სადიპლომო ნამუშევარი გავაკეთე – 4 მაკეტი და ანიმაცია, თუმცა წარდგენის პროცესში ჟიურის წევრებიდან ორს ეძინა, დანარჩენებს კი არც კითხვა გაჩენიათ და არც რაიმე რეპლიკა ჰქონიათ. კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ დიდი ხანი საქმე “ცისფერი მთების” შინაარსის მქონე დაწესებულებასთან მქონდა. კიდე ის იყო, წარმოიდგინე, გარდა იმისა, რომ თეატრთან შეხება არ გვქონდა მომავალ სცენოგრაფებს, ოთხი წლის მანძილზე ერთი და იგივე საგამოცდო მასალა გვქონდა (კოსტუმების დასახატად, მთელი ოთხი წელი შეიძლება “რომეო და ჯულიეტას” კოსტუმები დაევალებინათ, განსხვავება კი მხოლოდ ქაღალდის ზომა) როცა ხმას ვიღებდი და ვაპროტესტებდი სანაცვლოდ ცუდ ნიშნებს მიწერდნენ, ხშირად მქონია სიტყვიერი კამათი. მოკლედ რომ ვთქვათ, სხვა გზა არ გაქვს და გიწევს აკადემიაში ჩააბარო? ჯობია საერთოდ არ ჩააბარო. ჩვეულებრივ, მთელი ძალით ცდილობენ დაგშტამპონ. თუმცა იყო გამონაკლისი, საბედნიეროდ მომიწია ქეთი შავგულიძესთან საათების გავლა და სწორედ ის იყო ხიდი ჩემსა და აკადემიას შორის, აღარ მაინტერესებდა სხვა რუტინული საათები და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი აღარ მქვია, თავისუფალ დროს ვესწრები ქეთის ლექციებს. მაშინ, როცა საშინელ რეალობას წავაწყდი, როცა მივხვდი, რომ გამოსავალი არსად იყო, ქეთიმ მომცა ძალა, მისმა დამოკიდებულებამ თეატრის და ხელოვნების მიმართ ჩემი გზა გამაგრძელებინა

 

უილიამ შექსპირი – “რიჩარდ III” – პოსტერი

რისი თქმა გინდა, სტუდენტობის დროს თანატოლ რეჟისორებთან კომუნიკაცია არ გქონიათ?

აკადემიის დახმარებით არა. ჩემი სურვილით პირველივე წლიდან ვეძებდი რეჟისორებს და ვთავაზობდი ჩემს ნამუშევრებს, თუმცა სამწუხაროდ მუშაობა ვერავისთან ვერ შედგა, და ჩემი აზრით პრობლემა სწორედ საგანმანათლებლო სისტემაში იყოჩვენ შორის არ არსებობდა არავითარი კომუნიკაცია, არავითარი გადაკვეთა. ძირითადად იმიტომ არ გამოდიოდა მუშაობა, რომ უკვე კონკრეტული სცენოგრაფია ჰქონდათ გადაწყვეტილი და მე უბრალოდ შემსრულებლად მეძახდნენ, რა დროსაც ვერ ვხვდებოდი ჩემს დანიშნულებას. ძნელია, როცა არც ერთი დეტალის ცვლილება არ შეგიძლია, ან დასაწყისიდანვე ერთად მუშაობა კონკრეტულ იდეაზე. ისინი ფიქრობენ, იფიქრებენ და მერე ეძახიან მხატვრებს შესასრულებლად. სისულელეა, ეს არ არის პროცესი.

შენს მაკეტებში ჩემთვის საინტერესოა მინიმალიზმის მასშტაბურობა, მაინტერესებს როგორ მუშაობ ტექსტზე, რა პროცესებს გადიხარ

საინტერესო კითხვაა. ჩემით ჩამოვიყალიბე კონკრეტული სტრუქტურა, ამიტომ ყოველ ტექსტზე მუშაობისას ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ინტერპრეტაცია წარმოვადგინო და ყველაზე შეუსაბამო დეტალები დავაკავშირო ერთმანეთთან. პირველად, წესისამებრ პერიოდის მიხედვით ვფიქრობდი, მაგრამ მალევე მომბეზრდა და ჩემთვის უფრო საინტერესო ამბავი მოვიფიქრე. ტექსტზე მუშაობისას (რადგან რეჟისორთან ჯერ არ მიმუშავია) დრამატურგის პირადი დეტალები და წერის პერიოდში მისი ჩანაწერები მეხმარება, ვცდილობ პერსონალური ნამუშევარი არ გამომივიდეს და რადგან რეჟისორი არ მყავს, მე და დრამატურგიერთადვმუშაობთ. როგორც კი იდეა მომივა, იმ წამსვე პატარა ნაჯღაპნს ვაკეთებ, რომ მალევე დავივიწყო, მეორე წინადადებაში მინდა, რომ სხვას ვფიქრობდეეს ყველაფერი ჩემთვის აზარტულია და ლაბირინთს ჰგავსრეალურად ტექსტის ბოლოს, ბერი ნაჯღაპნი და იდეა დევს, რომლებსაც მერე ვკრავ, შეიძლება საერთოდ ნახევარი გადავაგდო, ან მარტო ერთ გამოვიყენო, მაგრამ კითხვისას არაადეკვატური გაფიქრება მუშაობის ნაწილად მაქვს, ასე მგონია, სხვა შემთხვევაში ახალს ვერაფერს ვერ შევქმნი. ერთი სიტყვით, ვცდილობ ტექსტი ისე დავინახო, როგორც ჯერ არავის დაუნახავს, ამიტომ ვქმნი ჩემს პერსონალურ კოლაჟს.

ჰენრიკ იბსენი “თოჯინების სახლი”

პიესასთან როგორ მიდიხარ? როგორ ხვდები, რომ ის ტექსტია, რომელიც შენ გინდა?

საყვარელი ბიბილიოთეკა მაქვს, სახლთან ახლოს, 20 წელზე მეტია არსებობს და დიდი ხანია ჩემი ცხოვრების ნაწილია. თან ძველია, ზუსტად ისეთი, როგორიც პირველად ვნახე, წლების წინიგივე ავეჯი და ძველი წიგნები, თავისი საშინლად მაგარი სუნით. ეს ბოლო პერიოდი შემთხვევითობით ვარჩევ ტექსტს, თაროზე, რომელიც უფრო დამაინტერესებს, ვიღებ და ვკითხულობ. (ასე შემთხვევით ავიღეკალიგულა“) ინტერნეტში არსებულ ბევრ ლექციას თუ სტატიას ვნახულობ დრამატურგებზე და ასე თუ ისე ვხვდები, რომელი უფრო მაინტერესებს.

ბოლო დროს ხშირად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ რეჟისორები იღებენ სცენოგრაფის მოვალეობას, რაც პროფესიის მარგინალიზაციას ახდენს, არადა სინამდვილეში სცენოგრაფების არსებობა უმნიშვნელოვანესია. გქონია სხვადასხვა თეატრთან კომუნიკაცია?

სამწუხაროდ ფაქტია ის, რომ თბილისში ყველა მოქმედ თეატრში იციან ჩემი არსებობის შესახებ, მიცნობენ, წლებია თეატრალურ ფესტივალზე მოხალისედ ვმუშაობ და თუ სამხატრო ხელმძღვანელი არა, სხვა თანამშრომლები მიცნობენ და იციან ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ალბათ ჩემი პროფესიული კუთხე არ აინტერესებთ, რაც ცხადია სამწუხაროა. სწორედ ამ წლებში, როცა არც აკადემიაში იყო საშუელი და არც ქართული თეატრი ინტერესდებოდა ჩემით, ავდექი და დორტმუნდის თეატრში გავიარე ერთ თვიანი პრაქტიკა, რომ რაიმე ახალი მენახა. აი, მაშინ ვნახე პირველად ტექნიკურად რას ნიშნავს ეს ყველაფერი გავეცანი დეტალებს, მაკეტის წარდგენიდან პრემიერამდე რა გზას გადიოდნენ, და ზედმეტად ცოცხალი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკის პერიოდში, მეც წარვუდგინე ჩემი ნამუშევარი, მაინც უკან დავბრუნდი, იმ იმედით, რომ ქართლ თეატრშიც შევძლებდი ოდესმე ჩემი ამ ემოციის და პრაქტიკის გაზიარებას.

ფრანც კაფკას “მეტამორფოზა”. ვიტრინის დიზაინი.

საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, მადლობა, რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ. დორტმუნდში მიღებული ცოდნა, განსხვავდება აკადემიაში მიღებული ცოდნისგან. რა მიიღე იქ და რა მიიღე აქ?

დორტმუნდი ჩემთვის იყო ახალი ტალღა, რუტინის მიღმა მყოფი დღეები. დორტმუნდის შემდეგ გადავიფიქრე მაგისტრატურის გაგრძელება, რადგან მივხვდი, რომ ერთ კონკრეტულ სასწავლებელში 1/2 წლის გატარება სისულელეა. და მირჩევნია ვორქშოფები, ან მცირე ვადიანი პრაქტიკები გავიარო სამომავლოდ. დორტმუნდში მივხვდი, როგორი იყო ევროპული თეატრის შიდა სამზარეულო და მიუხედავად ბიუჯეტის დიდი განსხვავებისა, როგორი სიახლოვე იყო ქართულ და ევროპულ თეატრს შორის.

საინტერესოა ქართული და ევროპული თეატრების შედარება. ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ამაზე. როგორია შენი დაკვირვებით მათი ესთეტიკური გადაკვეთა?

ორივეს ერთი და იგივე შეფუთვის სტილი აქვს. სცენოგრაფიულად, ჩვენი რამდენიმე სპექტაკლი არ ჩამოუვარდება, მათ რომელიმე დადგმას. განსხვავება იყო უფრო რეჟისორული კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანულის სწავლის პროცესში ვიყავი, რეჟისორის დადგმულსა და მაყურებლის ემოციას შორის კავშირი შევნიშნე, ჩვენთან კი მგონი იშვიათია რაიმე კონკრეტული ემოციით გამოხვიდე სპექტაკლიდან. ალბათ, მაინც იქ იციან თავიანთი შესაძლებლობები და კრავენ ჯგუფს, აქ კი უკვე პლუსად ითვლება, როდესაც რეჟისორი სცენოგრაფიც არის და ხშირ შემთხვევაში დრამატურგობასაც თვითონ ითავსებს. ბოლოს კი რაღაც უემოციო პირად ლაქას ვიღებთ სცენაზე, რომელსაც მაყურებელი ვერ ხვდება. მსგავსება ის იყო, რომ ქართულ თეატრში მარტო იმის გაანალიზებაა საკმარისი, რომ ჯგუფი გჭირდება და ყოველ ჯერზე სხვადასხვა მხატვართან და მსახიობთან მუშაობა, რომ გაუტოლდე დორტმუნდის და სხვა თეატრების დონეს. ჩვენთან ერთი რეჟისორი, ერთ მხატვართან, ერთ ქორეოგრაფთან და ერთ საყვარელ მსახიობთან ერთად დგამს ოცი წელი სპექტაკლებს და არამგონია ეს რაიმე ახლის დაბადებას ახდენდეს. თავში შეიძლება საინტერესო იყო, თუმცა შემდეგ ფერი ეკარგება.

ვფიქრობ, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ბოლოში გკითხავ სამომავლო გეგმების შესახებ

შენთვის სასიხარულო გეგმები არ მაქვსპარალელურად გრაფიკულ დიზაინს ვსწავლობ, უკვე ნელნელა თეატრს ვშორდები, მიუხედავად იმისა, რომ მაინც სათეატრო პოსტერებს ვაკეთებ და თავისუფალ დროს თეატრს ვუკავშირებ, უკვე იმ ასაკში ვარ, როდესაც მუდმივ სამსახურს ეძებ და მთელი გულით ვცდილობ და ვცდილობდი, რომ თეატრი ყოფილიყო. შეიძლება ძალიან პრაგმატულად ჟღერს, მაგრამ, როდესაც შენით არავინ ინტერესდება, მაშინ როდესაც სცენაზე დგახარ და შენზე ცოტა შესაძლებლობების მქონე ადამიანები სკამებს ეჭიდებიან, შენს ეშვები და აღარ ცდილობ შვიდასჯერ ერთი და იგივე კარზე დააკაკუნო. ამიტომ სამომავლოდ გრაფიკული დიზაინი წაიღებს დიდ დროს და უკვე მარტო თავისუფალ დროს თუ გამოვიხედები თეატრისკენ, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ ამ ყველაფერმა კარგი მაყურებელი გამხადა. შეიძლება სცენოგრაფი ვერასდროს გავხდე, ან ვინმესთან ვიმუშაო, მაგრამ ჩემთვის მთავარია ის შინაგანი ემოცია, რაც ხელოვნების მიმართ მაქვს, მხოლოდ ამად ღირდა ჩემი ცხოვრება თეატრისთვის დამეკავშირებინა. ამიტომ ვამბობ, სცენის მტვერმა იმოქმედათქო. იქნებ ჩემზე ოდნავ მეტად იმოქმედა? ვინც მიცნობს, იმათმა უფრო იციან, რომ თეატრი არა მარტო მხატვრობით, არამედ ქორეოგრაფიითაც გახდა ჩემი ნაწილი. რომ ვამბობ თეატრს ალბათ ყველას რეალური თეატრი წარმოუდგენია, თავისივე შემზარავი შიდა სამზარეულოთი, მაგრამ მე იმ თეატრს ვგულისხმობ, ფარდა რომ აიწევა და შენს გონებაში შემოდის