,,ხელოვნება არის სინამდვილის ძიება’’

სიტყვები

,,ხელოვნება არის სინამდვილის ძიება’’

,,ხელოვნება არის სინამდვილის ძიება’’

ინტერვიუ პაატა ციკოლიასთან

ესაუბრა: გუგა მგელაძე და ვალერი ოთხოზორია


ახალი დრამის ფესტივალისფარგლებში, თქვენ წარადგინეთ ორი სპექტაკლი, თქვენივე პიესების მიხედვით: „ცივსისხლიანიდაზიპო“. „ცივსისხლიანი“, როგორც თავად აღნიშნეთ, ექსპერიმენტული დადგმაა, როკჯგუფის მონაწილეობით. დასაწყისში, მაყურებელს მიეცითყველაფრის კეთების უფლებადა გამოაცხადეთ თქვენი პერფორმანსის იმპროვიზაციულობა. ცხადია, ეს არ იყო სრული იმპროვიზაცია, ვინაიდან კითხულობდით დაწერილ ტექსტს. რამდენად კმაყოფილი ხართ წარმოდგენით? გამართლდა თუ არა, თქვენი მოლოდინი?

სრული იმპროვიზაცია არ არსებობს. ყოველთვის არის რაღაც ორიენტირი. ამ შემთხვევაში, როგორც დასაწყისში ვთქვი, ეს წარმოდგენა იყოდიდწილადიმპროვიზირებული. ცხადია, ტექსტი არ მიგულისხმია. ვიგულისხმე ის, რომ ბენდსა და ელექტრონული მუსიკის არტისტს და მათ, ვინც სათამაშო სივრცეში გამოდიოდნენ არ ჰქნონიათ რეპტიცია და არ დაგვიგეგმავს არაფერი ზუსტად. შეთანხმებული გვქონდა მხოლოდ საწისი წერტილები და ასეც ვაცხადებდი ხოლმე, ” წერტილი 10 ან 13″, რაც იმას გულისხმობდა, რომ ახლა ყველა ვიწყებთ იმას, რაც შევთანხდით, რომ ამ დროს უნდა დაგვეწყო და მერე რა რას დამეთხვეოდა ან რა სად განვითარდებოდა და სად დასრულდებოდა აღარ ვიცოდით. მუსიკა და მოქმედება და სინთეზი იყო დიდწილად იმპროვიზირებული.

წარმოდგენით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ წარმოდგენაში ბევრი რამ მოისინჯა და დავინახე განვითარების და გაგრძელების მრავალმხრივი პერსპექტივა და უკვე ვწერ ორ პროექტსცივსისხლიანისსაფუძველზე.  რაც შეეხება მაყურებლისგათავისუფლებასგარკვეულიპასუხისმგებლობისგან“, რომელსაც, ვითომ, თეატრალური წარმოდგენა აკისრებსვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პერსპექტივაა. იქნებ, ახალი თეატრი საერთოდ არ უნდა თხოვდეს არავითარკულტურულ თუ ტრადიციულმზაობას მაყურებელს? იქნებ, საერთოდ, მაყურებელს უნდა შეეძლოს შემოვიდეს და გავიდეს როცა უნდა და შთაბეჭდილება იმ ფორმით და დოზით მიიღოს, როგორც მისთვის არის უფრო კომფორტული? თანამედროვე დროში, როცა თითქმის ყველაფერი ინტერაქტიული ხდება და როცა არსებობს ცნება GUI (Graphical User Interface) და ლაპარაკობენ User Friendly Interface –ებზე და ან Intuitive Design –ებზე, მგონი, გასაგები უნდა გახდეს, რომ სამყაროში გარკვეულმაკულტურებმა და ტრადიციებმაუნდა დათმონ კონსერვატული პოზიცია ეფექტიანი და თავისუფალი კომუნიკაციის სივრცეების შექმნის სასარგებლოდ. იმედი მაქვს, არ ვარ ძალიან ბუნდოვანი. ჩემთვისაც ძნელია ლაკონურად ამის ჩამოყალიბება. ამ ყველაფრის მოკლედ და მკაფიოდ თქმას მას მერე შევძლებ, როცა ამ საკითხებზე მსჯელობებში და დისკუსიებში მივიღებ მონაწილეობას. ახლა მხოლოდ მართლა ინტუიტიურად ვიცი. მაქვს გეგმაში გავაკეთო ისეთი წარმოდგენა, რომელიც სიმულტანურად აჩვენებს რამდენიმე სურათს და მაყურებელი, როგორც საგამოფენო სირვცეში, ისე შემოვა და თავის დროში დაათვალიერებს ამ სურათებს და მერე უკვე თავად ააგებს დრამატულ სტრუქტურას და გაიგებს ისტორიას ისე, როგორც მას მიაჩნია გასაგებად.

ცივსისხლიანისტრუქტურულად საკმაოდ კომპლექსური დადგმაა. რამ გიბიძგათ ამ წარმოდგენის შექმნისკენ?

წინა კითხვაში ბევრ რამეს უკვე გავეცი, მგონი, პასუხი. აქ მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ცივსისხლიანი იწერებოდა კომიქსის ჟანრის და სტილის კანონების გათვალისწინების მცდელობით. ეს ადვილი არ არის. ეს არის ვიზუალურდრამატული და ლიტერატურული სტილი და თან საკმაოდ მრავალფეროვანი. ახლა ვაპირებ, რომ კიდევ ერთხელ გადავწერო და მეტად გავითვალისწინო ჟანრის მოთხოვნები. იმედი მაქვს, გამოვა. ახალი პროექტი ითხოვს ამ ამოცანის წარმატებით დაძლევას თუ მინდა, რომ გამოვიდეს რამე. საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ნამუშევრის, ტექსტის თუ წარმოდგენის კომპლექსურობა თუ სტრუქტურა ჩანაფიქრიდან მოდის და კონკრეტული ჩანაფიქრი, სურვილი, იმუშაო რომელიმე კონკრეტულ არტისთან და ან მოყვე რომელიღაც კონკრეტული ისტორია, განაპირობებს სტრუქტურას და უკვე შემდგეგ, კომპლექსურობას. ყველაფერს გაჩვენებს მასალა და პროცესი და უნდა იყო ღია და არ უნდა წაუყენო პროცესს ხისტი მოთხოვნები. დამყოლი უნდა იყო. ცხადია, როცა ექსპერიმნეტთან გვაქვს საქმე და როცა ძიებაა მთავარი ამოცანა და არა სხვა რამე, მაგალითად, ბილეთების გაყიდვა და ან პრიზის მოგება. არც მაყურებლის სიმპატია არ ნიშნავს არაფერს, როცა ძიებაა პრიორიტეტი.

რაც შეეხებაზიპოს“, იგი თქვენ  ბათუმის მონოპიესების ფესტივალზე დადგით. მაშინ, ტექსტი თავად წაიკითხეთ, ხოლო წელსზიპომსახიობმა მეგი კობალაძემ ითამაშა. როგორ შეიქმნა ეს შესანიშნავი პიესა?

პიესა სპეციალურად მეგისთვის დავწერე შარშან და სულ რაღაც ცხრა დღეში. მაშინ, სამწუხაროდ, მეგიმ ვერ ითამაშა. თუმცა, წელს ამ ფესტივალზე რომ მოხერხდა დადგმა, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩენი მოლოდინები გაამართლა ამ ტექსტმა და დადგმამ და მიხარია, ცხადია. ის ფაქტი, რომ პიესას ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად, დიდწილად განაპირობებს ჩემს დამოკიდებულებას ტექსტის და დადგმის მიმართ. ეს არ არის მხოლოდ წარმოდგენა. ეს იყო აქცია, რაღაც სათქმელით და იმედი მაქვს, ეს გამოჩნდა. ეს ჟანრი და ეს სტილი არის ძალიან დრამატული და აქვს გავლენა მაყურებელზე. მიუხედავად ამისა, არ მიმაჩნია, რომზოპიარის, ეგრედწოდებული, პიესა პრობლემის შესახებ (Problem Play). მეზიზღება ასეთი პიესები და საერთოდ ასეთი ხელოვნება. ნებისმიერი ხელოვნება, რომელიც გარკვეულ გაბატონებული შეხედულებების პროპაგანდას ეწევა (იქნება ეს ისეთია, რომელიც ჩენ გვძულს და ან თუნდაც, ისეთი, რომელიც ჩვენ მოგვწონს), მიმაჩნია არახელოვნებად. ხელოვნება უნდა იყოს პირადი ბრძოლა, პირადი ძიება და თუ ამოტივტივდა რამე პრობლემა და ან საკითხი, ეს ბუნებრივია, ცხადია, ყველა ერთად ვართ ამ სიზმარში, სინამდვილე რომ ქვია და ჩვენი ბრძოლა ამ სინამდვილის გაგებაა. შესაბამისად, ხელოვნება ყოველთვის კრიტიკული და ყოველთვის პოლიტიკურია. მაშინაც კი, როცა უკიდურესად აბსტრაქტულია და თითქოს, საერთოდ არაფერზე არ ლაპარაკობს.

ზიპოსფეისბუქაფიშაზე ეწერა: „ამბავს ყავს მსხვერპლი, ყველა სოციალური თვალსაზრისით არაპრივილეგირებული პერსონაჟი. ძალმომრე და უსაფრთხოების თვალსაზრისით შეშინებული საზოგადოებასუსტისადმიგანსაკუთრებით სასტიკი და დაუნდობელია.“ პიესა, საერთოდ, სოციალურად არაპრივილეგირებულთა ურთიერთობებზეა აგებული. გამომძიებელიც კი, და საერთოდ, გამოძიების ორგანო, ჩანს, როგორცდაბალი სოციალური განზომილებისნაწილი. ვინ ხვდებამაღლადადაბლაჩვენს საზოგადოებაში? როგორიმაღლადადაბლაარსებობს აქ?

მართალია, “ზიპოშიყველა სუსტია და ყველა მსხვერპლია. დედაც, ბავშვიც, მეგობარიც, მკვლელიც, პოლიციელიც, ყველა. პრივილეგირებული საზოგადოება, ალბათ, მხოლოდ მუსიკალური ფესტივალის დროს ვიღაცტუსოვშიკისსახით შემოდის, რომელიც ერთადერთი პერსონაჟია ბევრი მეგობრით, წარმატების ნიშნებით და მომავლის მკაფიო ხედვით. მისი ცინიზმი ატარებს ერთგვარი ბუნებრივობის ფერს. თითქოს, დიახ, ასეა, კეთილდღეობას მოაქვს უსაფრთხოების განცდა და შესაბამისად კომფორტი. თუმცა, ალბათ, ისიც მძაფარად განიცდის უსაფრთხოების დეფიციტს ამ კულტურაში და მისი ცინიზმი, სოციალური სტატუსი, კუთვნილების განცდა ძლიერ დაპროგრესულჯგუფთან (“ტუსოვშიკები“, “ჰიპსტერები“, “პრადვინუტიახალაგზრდობა) და მისი ინდიფერენტულობა არაპრივილეგირებული ინდივიდის მიმართ არის ერთგვარი თავდაცვა, რომ როგორმე შეინარჩუნოს და განამტკიცოს დაცულობის და უსაფრთხოების ილუზია, ძლიერების ლანდი.

როგორ ხედავთ სოციალური თემატიკის მნიშვნელობას თანამედროვე თეატრში? რა როლი აკისრია თეატრს, სოციალური თვალსაზრისით?    

ნებისმიერი თემა არის მისაღები ხელოვნებაში. ეს არის ავტორის პირადი ასპარეზი და აქ ჩარევა, თუნდაც, რჩევით და რეკომენდაციით არის სისულელე. ცალკე თეატრის როლზე საუბარიც არ მიმაჩნია საინტერესოდ. იგივე შეიძლება ითქვას ზოგადად ხელოვნებაზე. ცხადია, დრამატულ ხელოვნებას აქვს უპირატესობა, რადგან ყვება ამბავს, ისტორიას და მისი გაგება თითქოს უფრო ადვილია და შესაბამისად, თითქოს უფრო პოპულარულია, მაგრამ არ არის ეს მაინცდამაინც ზუსტი დახასიათება. ჯამში, მხოლოდ ის შემიძლია დავამატო თუ გავიმეორო, რომ ხელოვნება არის სინამდვილის ძიება და თავისუფლება არის ერთადერთი და აუცილებელი პირობა და გადარჩენა ერთადერთი მოტივი სინამდვილით ჩვენი დაინტირგებულობის უკან. ჰოდა, ნებისმიერი ხელოვნება არის მნიშვნელოვანი ადამიანური თვალსაზრისით. შესაბამისად, სოციალურითაც და პოლიტიკურითაც და რა ვიცი, კიდევ რა არის ადამიანობაზე დაფუძნებული? ალბათ, ყველაფერი, არა?