ლეონარდო და ვინჩი და სასცენო სივრცე

სიტყვები

ლეონარდო და ვინჩი და სასცენო სივრცე

ლეონარდო და ვინჩი და სასცენო სივრცე

ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

ავტორი: ანა კალატოზიშვილი

 

რენესანსის ეპოქიდან იწყება ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარების ახალი საფეხური, რომელიც ადვილი შესამჩნევია იმ პერიოდში არქიტექტურის აღმასვლისა და მხატვრული პლასტიკის მაგალითზე. ჩნდება ახალი სკოლები, ისეთი, როგორიცაა მიქელანჯელოს, რაფაელის და სხვათა სტუდიები. ამ ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ ფიგურად მაინც ლეონარდო და ვინჩის დასახელება შეიძლება. ეს ბრწყინვალე და ყველაზე მკაფიო მაგალითია აღორძინების ხანის ადამიანისა. ლეონარდო ეუფლებოდა ბოტანიკას, ანატომიას, მათემატიკას, ფიზიკას, ოპტიკას. ფერიას და პერსპექტივის მისეული თეორია დაზგური ფერწერის ცნების ძალზე მკაფიო ილუსტრირებას ახდენს. ლეონარდო თვლიდა, რომ ამგვარი მხატვრობა სცდება ხელოვნების საზღვრებს და მეცნიერულ-კულტურული შემეცნების სფეროებში აღწევს. პრაქტიკულად, ლეონარდო ფერმცოდნეობის (მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ფერს, შუქს და ფორმებს სივრცეში) ფუძემდებელი გახდა. სამწუხაროდ, მისი სამეცნიერო ნაშრომებიდან ბევრმა ვერ მოაღწია ჩვენს დრომდე. მისი სამეცნიერო მიგნებები მოგვიანებით ისეთმა დიდმა ადამიანებმა აიტაცეს, როგორიც დიურერი და გოეთე იყო. თავად ლეონარდომ ბევრი რამ შეითვისა მაზაჩოსა და პიერო დე ლა ფრანჩესკას მხატვრობიდან, კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ფერისა და სივრცის ძიების მცდელობები, რაც ნათლად ჩანს ამ ორი გენიალური მხატვარის ტილოებიდან. ფერზე, შუქზე, ფორმაზე, გარემოს კომპონენტთა ჰარმონიაზე წარმოებულ დაკვირვებათა და გაუთავებელ ექსპერიმენტთა საფუძველზე, მთელი ეს ცოდნა ლეონარდოს, მოგვიანებით, ზუსტი მეცნიერული ჭეშმარიტებისა და სრულყოფილების გაუგონარ სიმაღლეებამდე აჰყავს. მან ისწავლა და თავის მხატვრობაში გამოიყენა გეომეტრიის, ფიზიკის, ოპტიკის, პროპორციისა და მასის შეგრძნების კანონები. იგი სწავლობს სხეულს, ობიექტს, ანატომიასა და ბოტანიკას, რაც მჭიდრო კავშირშია ოპტიკურ კანონებთან. ლეონარდო ატარებდა ექსპერიმენტებს ხარის თვალზე, რათა შეესწავლა თვალის შინაგანი ანატომია. ამ ცდებით იგი არკვევდა, თუ როგორ სწორდებოდა თვალით დანახული შებრუნებული ობიექტი ფიზიოლოგიურად. მან დაადგინა, რომ თვალის ბროლი ოვალური ფორმისაა, ცენტრშია მოთავსებული და მასზე მოხვედრილი სხივის გარდატეხვა ხდება. სამწუხაროდ ლეონარდომ ვერ მოახერხა ცდების ბოლომდე მიყვანა, რადგან იმ დროს არ იყო სათანადო ტექნიკა განვითარებული, ამისდა მიუხედავად მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ოპტიკაში. ამ კომპონენტების შესწავლის საფუძველზე მან საძირკველი ჩაუყარა ახალ გავლენას მხატვრობაში, რომელსაც დაერქვა კიდეც ლეონარდოს რენესანსის სკოლა, რამაც შემდგომში უდიდესი ზემოქმედება იქონია მსოფლიო მხატვრობაზე. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰოლანდიური სკოლა. ლეონარდო ფერისა და შუქის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ის თვლიდა, რომ შუქი და მზის სხივი ქიმიურ რეაქციაში შედის ჰაეროვან ფერთან და ოპტიკურად ცვლის სივრცეში განლაგებულ საგანთა ფერს. თავის ნაშრომებში მან გამოავლინა ექვსი ძირითადი ფერი: თეთრი – მზის სხივის ფერი, მოლურჯო-ცისფერი – ჰაერის ფერი, მწვანე – წყლის, ყვითელი – მიწის, წითელი – ცეცხლის, ხოლო შავი – სიბნელის, წყვდიადის ფერი.


ლეონარდო ფერადი შუშის ლინზებით ატარებდა ცდებს, რათა გაეგო, როგორი ურთიერთობა აქვს ერთ ფერს მეორესთან, როგორ წარმოიქმნება ახალი შუალედური ტონები და ნახევარტონები. ამავე დროს, იგი ბევრს წერდა კონტრასტულ ფერთა ურთიერთკავშირებზე, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ ამჟღავნებს წითელი ფერი საკუთარ თვისებებს, როგორ მძაფრდება და თბება ცივი-მწვანე ფერის ფონზე და – პირიქით. პრაქტიკულად აქედან იწყება ფერის პერსპექტივა.

აღორძინების ამავე ეპოქაში მჟღავნდება ხაზოვანი პერსპექტივის, როგორც ზუსტი მეცნიერების ძირითადი პრინციპები. და ვინჩის ხელოვნება ამის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მაგალითია. აღორძინების ეპოქის თეატრში უკვე გამოყენებული იყო პერსპექტივის კანონები – ეს ახალი თეატრის სივრცობრივი დეკორაციის მოწყობილობა იყო – ყუთის ფორმის სცენა, რომელიც სიღრმის ილუზიას ქმნიდა, რისი მიღწევაც წმინდა დაზგური ფერწერის ხერხებით იყო შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, საუკუნეთა მანძილზე რენესანსული პერსპექტივის დოქტრინა მაინც სახვით ხელოვნებასთან კავშირში განიხილებოდა. მხოლოდ ჩვენს დროში, ფოტოგრაფიისა და კინოს გაჩენასთან ერთად, აბსოლუტურად კონკრეტული გახდა კვლევათა არეალი და პერსპექტივის მნიშვნელობა ხელოვნების ისეთ სფეროებში, როგორიც, მაგალითად, თეატრალური სცენოგრაფიაა. ადამიანის მხედველობას, ფოტოგრაფიას, მხატვრობასა და თეატრალურ სცენოგრაფიას შორის არსებული ურთიერთკავშირები სერიოზული განსჯის საგნად იქცა.

Leonardo da Vinci. The Annunciation. 1472-1475. Oil and tempera on wood. Uffizi Gallery, Florence, Italy.

ხაზოვანი პერსპექტივა ზედაპირზე ილუზორული სივრცის შექმნის მათემატიკური სისტემაა. ეს სისტემა პირველად 1400 წელს შეიქმნა ფლორენციაში. ლეონ ბატისტ ალ- ბერტი იყო პირველი, ვინც ხაზოვანი პერსპექტივის წესები ჩამოაყალიბა, ლეონარდომ კი, როგორც ჩანს, შეისწავლა ალბერტის სისტემა, სანამ ვეროკიოს სკოლაში ჩააბარებ- და. ლეონარდო ამბობს, „იმისთვის, რომ გავიგოთ ხაზოვანი პერსპექტივის პრინციპები, უნდა წარმოვიდგინოთ ნახატის ზედაპირი, როგორც ღია ფანჯარა, საიდანაც დახატული სამყარო ჩანს“ (1).

ყველაფერი ზუსტად ეხმიანება თეატრალური სცენის ან კამერის ობიექტივის პერს- პექტივის ძირითად პრინციპებს. სწორი ხაზები კვეთენ ტილოს, რათა უკეთ გამოიკვე- თოს ჰორიზონტის ხაზები. ეს „ხილული ვიზუალური სხივებია“, რომლებიც კონტაქტში არიან გარკვეულ დისტანციაზე მყოფ ხილულ წერტილთან. ჰორიზონტის ხაზი ტილოს უშუალოდ მაყურებლის თვალის გასწვრივ კვეთს. ვიზუალურად, ჰორიზონტი ეს ის ხა- ზია, სადაც ცა მიწას უერთდება, უკანასკნელი ხილული წერტილი ჰორიზონტის ხაზის ცენტრში მდებარეობს. უკანასკნელი ხილული წერტილი ის წერტილია, სადაც ჰორიზონ- ტის ხაზისკენ მიმართული ყველა პარალელური სხივი ერთიანდება, როგორც შორიდან დანახული ლიანდაგები. ორთოგონალური სხივები, ეს ვიზუალური სხივებია, რომლებიც მაყურებლის თვალს პერსპექტივის აღქმაში ეხმარება. აღორძინების ეპოქის თეატრის დროიდან მოყოლებული – როდესაც პირველად ვხვდებით ილუზორულ სივრცობრივ დეკორაციას, თეატრალურ სცენოგრაფიაში დღემდე გამოიყენება დაზგური ფერწერის ყველა ეს წესი, მითუმეტეს რომ სასცენო ყუთი იძლევა რამდენიმე განზომილებაში მისი დანახვის საშუალებას. 1973 წელს დოქტორმა Kenneth Keele-მ დაიწყო ლეონარდო და ვინჩის კვლევათა სისტემატიზაცია (2). მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლეონარდოს მთელი თეორიული კვლევითი მუშაობა მკაცრად ჩატარებულ ექსპერიმენტებს ეფუძნება, რასაც მხატვარი მთელი სიცოცხლის მანძილზე ახორციელებდა. ასე რომ, და ვინჩი მუ- შაობდა, ქმნიდა და თან მთელ თავის ცოდნას მძივივით ერთ ძაფზე კინძავდა. ხაზოვანი პერსპექტივის მეთოდები ეხმარებოდა მას ფერის თეორიაზე, სივრცობრივ პერსპექტივა- ზე და ფერმცოდნეობის საკითხებზე მუშაობაში. საბოლოო ჯამში ჩვენ დღეს გენიალურ მემკვიდრეობას ვფლობთ, რომელიც მხატვარმა დაგვიტოვა. ყველაფერთან ერთად, ლე- ონარდომ დაწვრილებით შეისწავლა ანტიკური ხელოვნება, სადაც უკვე შეინიშნებოდა პერსპექტივის თეორეტიკული თუ პრაქტიკული კვლევითი ასპექტები.

Leonardo da Vinci, Ginevra de’Benici, c. 1474, National Gallery of Art, Washington

ამის ყველაზე კარგი მაგალითია ანტიკური დროის მათემატიკოსის, ევკლიდეს ნაშ- რომი – „ხედვის გეომეტრია“. ასე რომ, სახეზეა უსასრულო ციკლი, სადაც ყველაფერი ძველი მეორდება და ავანგარდულ ახალში გარდაისახება ხოლმე. ლეონარდოს თეორი- ებისა და კვლევების ირგვლივ არსებული სისტემატური დისკუსიები ერთგვარ შესავალს წარმოადგენენ ექსპერიმენტისა თუ ინფორმაციულ სფეროებში. რა როლს ანიჭებდა ლე- ონარდო ფერისა და პერსპექტივის თეორიას სხვა მეცნიერებებთან და ხელოვნების სხვა სფეროებთან ურთიერთკავშირში?

Leonardo da Vinci, Mona Lisa, c. 1503–1519, Musée du Louvre, Paris, France

ფერი, შუქი, გარემო, ირგვლივ არსებული საგნები, ადამიანები – ლეონარდოს შთაგონების წყაროა. მისი ჩანაწერების წიგნში ყოველდღიური დაკვირვების შედეგებია ჩანიშნული.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის ჰაეროვან ატმოსფერულ ზემოქმედებას ანიჭებს, რომელიც სივრცეში არსებულ საგანზე ახდენს გავლენას, რაც შემდგომ თეატრალურ სცე- ნოგრაფიაში ქრესტომათიულ ანბანად იქცა. დილის შუქზე, ლეონარდო თბილი და ცივი ტონების სწორ კოეფიციენტს პოულობს. მაშინ, როდესაც სივრცეში გარკვეულ დისტან- ციაზე არსებული საგნები ცივი-ლურჯი ფერისაა, უფრო ახლოს არსებულ ობიექტებში თბილი ფერები სჭარბობს; რაც უფრო შორსაა კვლევის ობიექტი, მით უფრო მკრთალია მისი ბუნებრივი ფერი, მით უფრო შუალედური მონაცრისფრო-ცისფერი ხდება, ატმოს- ფერული შუქის ფერს უახლოვდება. ლეონარდო არ იყო პირველი, ვინც ეს ეფექტი აღმო- აჩინა, მაგრამ პირველი იყო, ვინც დააფიქსირა, გაზომა იგი და რეკომენდაციაც გაუწია თავის ამ დაკვირვებათა ტექნიკურ გამოყენებას.

ლეონარდომ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ რაც უფრო შორსაა ჭვრეტის ობიექტი, მით უფრო ძლიერია მასზე ცივი ლურჯი ატმოსფერული ფერის ზე- მოქმედება. დისტანციის ზრდასთან ერთად ნებისმიერი საგანი კარგავს ბუნებრივ ფერს, ანუ ლურჯის გაძლიერება პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული მანძილზე. ამ ტექნიკას სივრცობრივი პერსპექტივა ეწოდა. სივრცობრივი პერსპექტივა ცივ-ლურჯ ტონებს იყენებს, რომლებიც ერთმანეთთან მიმართებაში კონტრასტულნი არ არიან. რაც უფრო შორსაა საგანი, მით უფრო ნაკლებია დეტალის სიმკვეთრე და ნაკლებია ობიექტის ფერთა შორის კონტრასტი. ზოგიერთი საგანი აბსოლუტურად კარგავს ხილვადობას და ფაქტიურად ფონად გადაიქცევა, სხვები კი ვიზუალურად იცვლიან ფერის სტრუქტურას. წინა ხედზე არსებული საგნების ფერი და შუქი უფრო თბილი და ბუნებრივია, და საინ- ტერესოა ის, რომ „მონა ლიზა“, მისი ადრეული ნამუშევარი სწორედ ფერთა სივრცობრი- ვი ტექნიკითაა შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ამან თეორეტიკული განვითარება გაცილებით გვიან ჰპოვა.

რა თქმა უნდა, როდესაც ლეონარდოზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში მხედველო- ბაში დაზგური ფერწერა გვაქვს. მაგრამ თუკი მის ტილოებს ჩავუღრმავდებით, უკანა ხედზე არსებულ დეტალებს (ასეთი კი მას რამდენიმე აქვს), სივრცის შეგრძნებას, ცივი და თბილი ტონების, პერსპექტივის გამოყენების მისეულ პრინციპებს და ამ ყველაფერს წარმოსახვაში თეატრის სცენაზე გადავიტანთ, დავინახავთ, რომ შედეგად იდეალურ დეკორაციას მივიღებთ, სადაც გათვალისწინებულია სცენოგრაფიის ძირითადი კომპონენტები: სივრცეში აზროვნება, პერსპექტივის განცდა და სცენის პლანშეტის რამდენიმე განზომილებაში ჭვრეტის შესაძლებლობა. ამას ემატება ფერი და შუქი, როგორც თეატრალური ხელოვნების ორი უმთავრესი კომპონენტი. მოკლედ რომ ვთქვათ, ლეონარდოს ნებისმიერი ტილო თეატრალური სცენის სრულფასოვანი დეკორაციაა.

მხატვარი ფერსა და შუქს მხატვრული სივრცის შესაქმნელად იყენებს. ორივე კომპონენტი შესაძლოა გამოიყენო ლოკალურად, როგორც საერთო ტონის განმსაზღვრელი, იმ მიზნით, რომ გადმოიცეს განწყობილება, კულტურა, რელიგია (ფერს ხომ კულტურული და რელიგიური დატვირთვაც გააჩნია), ან გამოიკვეთოს დღის რომელიმე მონაკვეთი, ან სცენის რომელიმე ნაწილი. როდესაც მიზანი მაყურებელზე გარკვეული შთაბეჭდილე- ბის მოხდენაა, ფერი და შუქი – ეს ის ინსტრუმენტებია, რომლებიც მხატვარს სასურველი რეზულტატების მიღწევაში სჭირდება, მითუმეტეს, თანამედროვე თეატრში, სადაც წარმოუდგენელი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის პირობებში, გრანდიოზული დეკორაცია შეიძლება სივრცეში სწორად გამოყენებული ფერითა და შუქით ჩაანაცვლო (თეატრში ყველაფერი ფერითა და შუქით შეგიძლია ააგო ან პირიქით, გააფუჭო).

ლეონარდო ამბობდა: „გაიკეთე გამადიდებელი შუშა იმისთვის, რომ დაინახო გადი- დებული მთვარე, კიდევ იმისთვის, რომ გაიგო პლანეტის ბუნება. ახადე სახლს ჭერი, აიღე ერთი პლანეტის გამოსახულება და გადაიტანე ის სარკის ჩაზნექილ ზედაპირზე.

ზედაპირზე ასახული ნახატი პლანეტას გადიდებული სახით დაგანახებს“(3). ეს კიდევ ერთი მაგალითია ამ გენიალური მოღვაწის მრავალმხრივი აზროვნებისა. მისთვის არ არსებობდა ზღვარი მხატვრობასა და მეცნიერებას, თეატრსა და ოპტიკას შორის. მისი ხელოვნება სცდება დაზგური ფერწერის საზღვრებს და მაყურებელი თეატრში, კინოში, ფოტოგრაფიაში, არქიტექტურაში და მეცნიერებაში გადაჰყავს.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ დრამატულ თეატრში დაიდგა სპექტაკლი

„ურიელ აკოსტა“, რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი, მხატვარი – პეტრე ოცხელი. ეს სპექტაკლი მაგალითად მომყავს, როგორც გენიალური და თვალნათელი ნიმუში ლეონარ- დოს მთელი თეორიისა და ამ თეორიის გამოყენებისა სცენოგრაფიაში თუ კოსტიუმებ- ში, როგორც აბსოლუტურად ავანგარდული მისტიკური აბსტრაქცია და ამავე დროს კონკრეტული გამოყენებითი დეკორაცია, რომელიც აკმაყოფილებს აღორძინების ხანის მხატვრის ყველა მოთხოვნას. სივრცის ათვისების მკაცრი სიზუსტე, მკაფიოობა, მასისა და პერსპექტივის შეგრძნება, სცენის მასშტაბის აბსოლუტური შეგრძნება განსაკუთრებულს ხდის სპექტაკლის სცენოგრაფიას. აქ ისიც მინდა ავღნიშნო, თუ რა ზუსტად მანი- პულირებს მხატვარი კოსტიუმის ურთულესი მონახაზით, ფერთა სადა გადაწყვეტასთან ერთიანობაში, რაც ისევ და ისევ ცივი და თბილი ტონების თეორიაზეა დაფუძნებული.

„ხაზოვანი პერსპექტივის განმარტება“, კეიტ სმისი, 2011;

„ლეონარდო და ვინჩის პერსპექტივა და ოპტიკა, მსოფლიო ხედვის ელემენტები“, კიმ ველტმანი, 1979;
ფრანცისკა ფიორარი, ალესანდრო ნოვა. საერთაშორისო კონფერენცია „ლეონარდო და ვინჩი და ოპტიკა“

ესკიზეპი სპექტაკლიდან „ურიელ აკოსტა“, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი

აღდგენილი სპექტაკლი „ურიელ აკოსტა“ მხატვრები – შმაგი სავანელი, ანა კალატოზიშვილი, 2007 წ.

აქ ჩვენ მოკლედ შევეხეთ მხოლოდ ერთ სპექტაკლს, რადგანაც ვთვლი, რომ ფერი, შუქი, სივრცის შეგრძნება ის კომპონენტებია, რაზეც არის აგებული სცენოგრაფია, განსაკუთრებით თანამედროვე თეატრში და „ურიელ აკოსტა“ მაგალითია, სადაც ყველა დაზგური ფერწერის პრინციპი არის გადმოტანილი თეატრალურ სცენოგრაფიულ ენაზე. ისევ ძველი ფოკუსი: ყველაფერი ავანგარდული და ახალი ამოგვაქვს ბებიისეული სკივრიდან, თუმცა ეს შესწავლილი მეთოდები გამოიყენებოდა უკვე ანტიკურ თერატრის პერიოდიდან (სწორედ არისტოტელს ჰქონდა ნოვატორული იდეები ფერმცოდნეობაში და სივრცობრივი პერსპექტივის პრობლემებში) მთელი საუკუნეების მანძილზე დღევანდელ დღემდე, ცვალებადობით, ხან აღზევებული და ხან დასუსტებული ფორმით.

(Visited 1 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა