უილიამ ბეროუზი – მწუხრის ბოლო გაელვება

სიტყვები

უილიამ ბეროუზი – მწუხრის ბოლო გაელვება

უილიამ ბეროუზი – მწუხრის ბოლო გაელვება

მთარგმნელი ანა ბარამიძე


 

გთხოვ წარმოიდგინო გემის აფეთქება

  დამბლადაცემული, სახელად პერკინსი ალმაცერად იჯდა თავის დამტვრეულ ინვალიდის ეტლში, ტუჩები მწყობრში მოიყვანა.

     სე სარალო ბოსისვილო.“

 

მეორე კლასის მგზავრი ბარბარა ქენონი სტუარტ ლინდი ადამსთან ერთად პირველი კლასის საქორწინო ნომერში შიშველი იწვა, ლინდი საწოლიდან წამოდგა, ფანჯრისკენ გაემართა და გაიხედება.

     ჩაიცვი, ძვირფასო,“ თქვა მან. „უბედური შემთხვევა მოხდა.“

    პირველი კლასის მგზავრი, მისის ნორისი აფეთქებამ საწოლიდან გადაისროლა. მიწაზე გართხმული კივილით იწვა, მანამ, სანამ მისმა მოახლემ არ წამოაყენა.

    ჩემი პარიკი და კიმონო მომიტანე,“ უთხრა მან მოახლეს. „კაპიტანის სანახავად მივდივარ.“

 

დოქტორ ბენვეიმ, რომელიც ამ გემის ექიმი იყო, ბარბაცით მოუსვა სკალპელი ოთხინჩიან ჭრილობას და ორი ინჩი მიამატა.

      მანდ პატარა იარა ჰქონდა, ექიმო,“ თქვა ექთანმა, რომელიც ექიმის მხარს ამოფარებული იდგა და იჭყიტებოდა. „იქნებ აპენდიქსი უკვე გარეთაა.“

     აპენდიქსი გარეთ!“ იყვირა ექიმმა. „მე  ამომაქვს აპენდიქსი! აბა, შენი აზრით, რას ვაკეთებ ახლა აქ?“

    იქნებ მარცხნივ არის,“ თქვა ექთანმა. „ხანდახან ასეც ხდება, ხომ იცით.“

    არ შეგიძლია გაჩუმდე?“ თქვა ექიმმა. „მივდივარ მაქამდეც!“ მან ცხარე და სწრაფი მოქმედებით მხარი უკან გადააგდო. „გამეცალე!“ დაიყვირა და გაწითლებული მუშტი ექთანს მოუქნია. „და სხვა სკალპელი მომიტანე, ამას წვერი არ უვარგა.“

   ექიმმა მუცლის კედელი ასწია და ჭრილობის გასწვრივ ძებნა დაიწყო. „ვიცი აპენდიქსი სადაც არის. აპენდოქტომიას ვსწავლობდი ჰარვარდში 1904 წელს.“

აფეთქების ძალამ იატაკი გადახარა. ექიმი უკან დაცურდა და კედელს მიეჯახა.

    გაკერე!“ თქვა მან, თან ხელთათმანებს იცლიდა. „მე ასეთ პირობებში ვერ ვიმუშავებ!“

 

*

ბარის მაგიდასთან ისხდნენ კრისტოფერ ჰიჩი, მდიდარი ლიბერალი; გადამდგარი პოლკოვნიკი მერიკი; ნიუპორტის ბილი ჰაინსი და ჯოუ ბეინი, მწერალი.

მთელი ჩემი მოგზაურობის განმავლობაში,“ ამბობდა პოლკოვნიკი, „ასეთი მომსახურება არსად მინახავს.“

ბილი ჰაინსი ჭიქას ხრიდა და ყინულის კუბიკის მოძრაობას ათვალიერებდა. „შემზარავი მომსახურება,“  მთქნარების სურვილისგან გამრუდებული სახით თქვა მან.

შენ გგონია ამ გემს კაპიტანი აკონტროლებს?“  თქვა პოლკოვნიკმა და  თავისი ანთებული ლურჯი თვალი კრისტოფერ ჰიჩისკენ მიმართა. „კავშირები!“  იყვირა პოლკოვნიკმა. „კავშირები აკონტროლებენ ამ გემს!“

   ჰიჩი სიცილით დანებდა, რომელიც წესით დამამშვიდებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა მლიქვნელური აღმოჩნდა. „ყველაფერი ასე ცუდად არ არის, მართლა.“ თქვა მან და პოლკოვნიკის მკლავზე ხელის გადასმა დააპირა, თუმცა ვერ მოახერხა, პოლკოვნიკმა მკლავი წვდომის არედან მალევე გასწია. „ყველაფერი თავისით დალაგდება.“

   ჯოუ ბეინმა ჭვავის ვისკიდან თავი ამოჰყო. „როგორც მე ვამბობ ხოლმე პოლკოვნიკო,“ თქვა მან. „ კაცმა – „

  მაგიდა უეცრად იატაკს მოსწყდა და ჭიქებიც მას გაჰყვა. ბილი ჰაინსი კვლავ თავის ადგილას იჯდა, ცარიელი გამომეტყველებით უყურებდა ადგილს, სადაც რამდენიმე წამის წინ მისი ჭიქა იდგა. კრისტოფერ ჰიჩი დაურწმუნებლად წამოდგა, ჯოუ ბეინი ახტა და გაიქცა.

   ღმერთო!“  თქვა პოლკოვნიკმა. „არ მიკვირს!“

 

ბარის მაგიდასთან ასევე ისხდნენ ფილიპ ბრედშინკელი, საინვესტიციო ბანკირი; მისი ცოლი, ჯოან ბრედშინკელი; ბრენჩ მორტონი, სენტ.ლუისელი პოლიტიკოსი და მორტონის ცოლი, მერი მორტონი. აფეთქებამ მათი მაგიდა გადააყირავა.

        ჯოანმა, მჟავე სახით, თავისი გაღიზიანების გამოსახატად, წარბები ზევით ასწია. ქმარს გახედა და ამოიოხრა.

       ვწუხვარ, რომ ეს მოხდა, ძვირფასო,“ თქვა ქმარმა. „ვგულისხმობ, რაც არ უნდა მომხდარიყო.“

მერი მორტონმა წამოიძახა, „მე ვაცხადებ!“

ბრენჩ მორტონი წამოდგა და თავისი უზარმაზარი წითელი ხელით სკამი უკან გასწია. „აქ დამელოდეთ,“ თქვა მან. „გავიგებ რა ხდება.“

 

მისის ნორისი C გემბანზე ხალხის გროვას გასცდა. თითი ლიფტის ღილაკს მიაჭირა და დაელოდა. კიდევ ერთხელ მიაჭირა და დაელოდა. ხუთი წუთის შემდეგ ფეხით ავიდა A გემბანზე.

 

მარიხუანით გაბრუებული ნეგროების ორკესტრა, აფეთქების შემდეგ კვლავ თავიანთ ადგილებზე ისხდნენ. ბრენჩ მორტონი ორკესტრის მეთაურთან მივიდა.

     „ ‘The Star-Spangled Banner’ დაუკარი,“  მოითხოვა მან.

    ორკესტრის მეთაურმა შეხედა.

     რა თქვი?“ იკითხა მან.

     შე შავო ბაბუინო, დაუკარი ‘The Star-Spangled Banner’ შენს საყვირზე.“

    კონტრაკტში არაფერიც არ წერია მაგ შენ ‘The Star-Spangled Banner’-ზე, “ თქვა  სათვალიანმა გამხდარმა ნეგრომ.

  ეს ბებერი გემი ქვევით მიექანება!“ ვიღაცამ ორკესტრიდან დაიყვირა, მუსიკოსები პლატფორმიდან ჩამოხტნენ და მგზავრებში გაიფანტნენ.

     ბრენჩ მორტონი დარბაზის კუთხეში მდგარ მუსიკალურ ავტომატთან მივიდა. დაინახა ‘The Star-Spangled Banner’  Fats Waller-ის შესრულებით და შიგნით ერთი მუჭა ხურდა ჩაყარა. მანქანა ახმაურდა და დაკვრა დაიწყო.

  “OH SAY CAN YOU? YES YES”

 

ჯოუ ბეინი თავის კაიუტის კარს შეეჯახა და ჩაყვინთა. საწოლზე დავარდა, მუხლები ნიკაპამდე ასწია და ტირილი დაიწყო.

    საწოლზე მისი ცოლი იჯდა და ნაზი, გამაბრუებელი ხმით ეუბნებოდა. „აქ ვერ დარჩები, ჯოუი. ეს საწოლი იძირება. აქ ვერ დარჩები.“

   თანდათან ტირილი შეწყვიტა, ბეინი წამოდგა. ცოლი მას ქამრის გაკეთებაში დაეხმარა. „წამომყევი,“ უთხრა მან.

დიახ, ჩემო სიყვარულო,“ თქვა ჯოუმ და გაჰყვა.

  “AND THE HOME OF THE BRAVE”

 

მისის ნორისმა კაპიტანის კაბინის კარი იპოვა. კაკუნით შეაღო და შიგნით შევიდა. მაღალი, გამხდარი, წითური კაცი, რქისჩარჩოიან სათვალეებში მაგიდასთან იჯდა, ზედ რუკები იყო მიმოფანტული. მან ხმის ამოუღებლად აიხედა ზევით.

     კაპიტანო, გემი იძირება? ასე ამბობენ, ვიღაცამ ბომბი ააფეთქაო. მე მისის ნორისი ვარხომ იცით, მისის ნორისი, საექსპედიტორო ბიზნესი. გემი იძირება! მე ეს ვიცი, თორემ თქვენ იტყოდით რამეს. კაპიტანო, ხომ იზრუნებთ ჩვენზე? ჩემსა და ჩემს მოახლეზე?„ მან ხელი გასწია წინ, რომ კაპიტანს მკლავზე შეჰხებოდა. უეცრად გემი გადაიხარა, მისის ნორისი ადგილს მოსწყდა და მაგიდას დაეჯახა, პარიკი მოსძვრა.

         კაპიტანი წამოდგა. პარიკი წააძრო და თავზე დაიხურა.

             მომეცი ეგ კიმონო!“ უბრძანა მან.

      მისის ნორისი კივილით კარისკენ გაექანა. კაპიტანმა სამი გრძელი, მოქნილი ნაბიჯი გადადგა და გზად გადეაეღობა. მისის ნორისი ახლა ფანჯრისკენ გაიქცა. კაპიტანმა გვერდითა ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო. ფანჯარაში, მისის ნორისის მელოტი თავის ანარეკლს დაუმიზნა და გაისროლა.

         შე წყეულო დედაკაცო,“ თქვა მან. „მომეცი ეგ კიმონო!“

 

ფილიპ ბრედშინკელი მეზღვაურთან მივიდა, რომელსაც სახეზე თავაზიანი ღიმილი დაჰკრავდა.

       არის აქ ქალებისთვის ადგილი?“ იკითხა მან და სამაშველო ნავი იგულისხმა. მეზღვაურმა მჟავედ შეხედა.

     არა!“ თქვა მეზღვაურმა. შებრუნდა და შლუპკოჭის დაშვებას შეუდგა.

    ერთი წუთი მოიცადე,“ თქვა ბრედშინკელმა. „რას ამბობ, ქალები და ბავშვები ჯერ, ხომ გესმის.“

   ეკიპაჟის გარდა ამ ნავზე არავინ ავა.“ უპასუხა მეზღვაურმა.

  , მესმის,“ თქვა ბრედშინკელმა და ჯიბიდან ქაღალდის ფულის შეკვრა ამოაძრო.

მეზღვაურმა ფული გამოსტაცა.

  ასეც ვიფიქრე,“ თქვა ბრედშინკელმა და ცოლს ხელი მოჰკიდა.

ეგ დამპალი ხორცი მოაშორე აქედან!“ იყვირა მეზღვაურმა.

ჩვენ შევთანხმდით! შენ ჩემი ფული აიღე!“

ღმერთო,“ თქვა მეზღვაურმა. „ფული იმიტომ ავიღე, რომ არ დასველებულიყო.“

მაგრამ ჩემი ცოლი ქალია!“

უეცრადდ მეზღვაურს გამომეტყველება შეეცვალა. სათუთი მზერით გახედა.

მთელი ჩემი ცხოვრება,“ თქვა მან. „მთელი ჩემი ცხოვრება ვანძრევდი ელეგანტურ ხანშიშესულ ქალებზე. კვირის გაზეთებში ვნახულობდი სანაპიროზე გაწოლილებს, რბილი უწესრიგო ძუძუებით, წვანან და ბინძურად იღიმიან. ღმერთო, შარვალს მიხურებენ!“

      ბრედშინკელმა ცოლი მსუბუქად შეარხია. „გაუღიმე.“ მეზღვაურს თვალი ჩაუკრა. „რას იტყვი აბა?“

    არაა,“ უპასუხა მეზღაურმა. „არ მაქვს მაგის გაჟიმვის დრო!“

   მერე.“ უთხრა ბრედშინკელმა.

  მერე არა, თან შენთვის არის აწყობილი. ბავშვებს ეგ ვერ გამიჩენს, თან სულ სასმელით იჭყიპება. ხო გითხარი, კვირის გაზეთებში მყავს ნანახი და ისე მინდა მაგასთან, როგორც ძაღლს უნდა დამპალი ხორცი.“

მიმიშვი, მე დაველაპარაკები ამ კაცს,“ თქვა ბრენჩ მორტონმა, თან თავის ცოლს მოშიშვლებულ მხარზე ხელი გადაუსვა და წინ გამოსწია.

ეს პატარა ქალი დედაა,“ თქვა მან. მეზღვაურმა გემბანზე ცხვირი დაიფერთხა. მორტონმა მეზღვაური მკლავით დაიჭირა.

კლეიტონში, მიზურიში, შვიდი ბავში ყოველ ღამე, ძილის წინ მის სახელს ჩურჩულებს.“

    მეზღვაურმა ხელი გაინთავისუფლა. მორტონმა ხელები გვერდზე გადააგდო და  ხელისგულები წინ გასწია.

  როგორც კაცი კაცს!“ ევედრებოდა. „როგორც კაცი კაცს!“

  ორი ნეგრო მუსიკოსი, რომლებსაც თვალები უელავდათ, უეცრად ორ ცოლს უკნიდან ამოუდგნენ. ერთმა მისის მორტონი დაიჭირა, მეორემ მისის ბრედშინკელი.

  შეიძლება თქვენთან ვიცეკვოოთ?“

  “THAT OUR FLAG WAS STILL THERE”

 

კაპიტან კრემერს, რომელსაც მისის ნორისის კიმონო და პარიკი ამშვენებდა, სახე მძიმედ მოეთხვარა კრემით. ხელში პატარა ჩემოდანი ეჭირა და კიმონოს შრიალით ჩავიდა C გემბანზე. ხაზინდარის ოთახის გვერდითა კარი გასაღებით გააღო. შიგნით ხაზინდარის უნიფორმაში გამოწყობილი გამხდარი კაცი გამოღებული სეიფის წინ იდგა, ქაღალდის ფულსა და ძვირფასეულობას ჩემოდანში სწრაფად ტენიდა.

    კაპიტანის რევოლვერმა ბიუსჰალტერს თავი დააღწია და ორჯერ გაისროლა.

    “SO GALLANTLY STREAMIN”

 

ფინჩმა, რადიოს ოპერატორმა სასმელი გადჰაკრა, ჭიქა დადგა და ჩაწერა დაიწყო.

    “S.O.S . . . S.S. ამერიკა . . . S.O.S . . .ჯერზის სანაპირო . . . S.O.S . . . დედამოტყნულები . . . S.O.S . . . შეიძლება დაგვყნოსონ . . . S.O.S . . . დედამოტყნული ეკიპაჟი . . . S.O.S . . . ამხანაგი ფინჩი . . . ამხანაგი ღორის ტრაკში . . . S.O.S . . . S.S. ამერიკა . . . S.O.S . . . S.S. მძღნერის კასრი . . .“

კაპიტანმა მარცხენა ხელით კიმონო აიწია და ოპერატორს უკნიდან მიეპარა. ფინჩს თავში ერთხელ ესროლა. მისი პატარა სხეული გვერდით გადააგდო, სკამი აიღო და რადიო დაამტვირია.

  “O’ER THE RAMPARTS WE WATCH”

 

სამაშველო ნავ N1-თან შეგროვებულ მგზავრების ნაკადში, დოქტორ ბენვეი თავისი ზურგჩანთით გაძვრა.

  კარგად ხართ?“ იყვირა მან და ქალებს შორის ჩაჯდა. „მე ექიმი ვარ.“

  “BY THE ROCKETS’ RED GLARE”

 

როცა კაპიტანი სამაშველო ნავ N1- მიუახლოვდა, მასზე მხოლოდ ორი ადგილიღა იყო დარჩენილი. მგზავრები ერთმანეთს ეღობებოდნენ, ყველა ნავზე გადასვლას ცდილობდა. დანარჩენები წინ ცოლებს, დედებსა და ბავშვებს წევდნენ. კაპიტანმა გზიდან ყველა ჩამოიშორა, ნავში ჩახტა და დაჯდა. მის კვალდაკვალ, ხალხის ნაკადში ბიჭი გაძვრა.

     გთხოვთ,“ თქვა მანმე მხოლოდ ცამეტის ვარ.“

    კი კი,“ უთხრა კაპიტანმა. „ჩემ გვერდით დაჯექი.“

ნავი წყლისკენ დაიძრა, ის დაბლა ოთხმა მგზავრმა დაუშვა. ვიღაც ქალმა კაპიტანს თავისი შვილი გაუწოდა.

    მიხედე ჩემს ბავშვს, უფლის ხათრით!“

ჯოუ ბეინი ნავში ხმაურიანად ჩაჯდა. დოქტორ ბენვეიმ თოკები აუშვა. ექიმმა და ბიჭმა ნიჩბების მოსმა დაიწყეს. კაპიტანმა უკან გემს გახედა.

   “OH SAY CAN YOU SEE”

 

საღვთო სკოლის მესამე კურსის მოსწავლემ, სახელად ტიტმენმა, თავის კაიუტაში პერკინსის ხმა გაიგო, რომელიც თავის მომვლელს ეძახდა. მან კარი გააღო და შეიხედა.

    რა გინდა, სე მძღნერო?“ თქვა პერკინსმა.

   თქვენი დახმარება.“ უპასუხა ტიტმენმა.

   ასწიე და სემოატრიალე!“ თქვა პერკინსმა.

  ადვილია,“ თქვა ტიტმენმა და დანჯღრეულ ეტლს მიუახლოვდა. „ყველაფერი გადასარევად იქნება.“

  გაიიპპარა.“ პერკინსმა ხელი თეძოზე დაიდო, იდაყვი წინ გაიქნია და გროტესკულად ცეკვის სცენა გაითამაშა. „სასეკვაოდ ბოსეფთან!“

  ვიპოვით.“ უთხრა ტიტმენმა, თან პერკინსი ეტლიდან წამოაყენა. მისი დამჭკნარი სხეული ხელში ბავშვივით აიტაცა. როცა ტიტმენი კაიუტიდან გადიოდა, უეცრად  პერკინსმა ხორცის საჭრელ დანას, რომლითაც მომვლელი სენდვიჩებს უკეთებდა, ხელი დაავლო.

  ბოსეფთან სასეკვაოდ!“

  “BY THE DAWN’S EARLY LIGHT!”

 

მგზავრებმა სამაშველო ნავ N7-თან  ერთმანეთში ჩხუბი ატეხეს. ეს იყო ბოლო ნავი, რომლის დაშვებაც შეიძლებოდა. ისინი საბრძოლოდ ბოთლებს, გემბანის დამტვრეულ სკამებსა და სახანძრო ნაჯახებს იყენებდნენ. ტიტმენმა, პერკინსით ხელში, შეუმჩნევლად მოახერხა ჩხუბში გზის გაკვლევა. პერკინსი კიჩოზე ჩამოსვა.

   მორჩა,“ თქვა ტიტმენმა. „მზად ხარ.“

პერკინსს ხმა არ ამოუღია. იჯდა, ნიკაპი უკან გადასწია, თვალები უბრწყინავდა, ცალ ხელში კი ყასბის დანა მკაცრად ჩაებღუჯა.

     მეორე კლასის მგზავრების ისტერიკული ნაკადი ერთმანეთს უკნიდან აწვებოდა. დიდსახა ფეხსაცმლის გამყიდველმა, გრძელი, ყვითელი კბილებით, მისის ბეინს ხელი ჰკრა და წინ გასწია. „ჯერ ქალები!“ იყვირა მან.

     მის უკან კაცებისგან შემდგარი სოლი შეერთდა. გასროლის ხმამ გაიჟღერა, მისის ბეინი წინ გადავარდა და სამაშველო ნავს დაეცა. სოლი გორვითა და ფანტვით გაწყდა. ROTC – ის  უნიფორმაში გამოწყობილი კაცი, ხელში .45 ავტომატით სამაშველო ნავთან იდგა. მეზღვაურებს დასაშვებ შლუპკოჭთან ეფარებოდა.

    დაუშვით!“ ბრძანება გასცა.

სამაშველო ნავის წყალში დაშვებას, გემბანზე დარჩენილი მგზავრები კივილით შეხვდნენ. რამდენიმე წყალში გადახტა, დანარჩენები სხვებმა გადაყარეს.

    გაუსვით, ღმერთო, გაუსვით!“ დაიყვირა პერკინსმა.

    გადმოაგდეთ!“

უეცრად წყლიდან, ნავის გვერდიდან ხელი ამოვიდა, პერკინსმა სხარტად დაუშვა დანა. თითები ნავში გაიფანტა, სისხლიანი ხელის ნატეხი უკან წყალში ჩავარდა.

  ავტომატიანი კაცი კიჩოზე იდგა. „საქმეს მიხედეთ!“ ბრძანა მან და მეზღვაურებმაც ძლიერად მოქაჩეს ნიჩბებს.

  პერკინსი აცახცახებული სწრაფად მოქმედებდა, ყველა მხარეს იჩეხებოდა.

  ნაბითვრები, ბოსისვილები!“

მოცურავეები კივილით შორდებოდნენ ნავს.

  ყოჩაღი ბიჭი.“

  არ მისცე საშუალება გადაგვეღობონ.“

  კარგი ბიჭი ხარ, ამხანაგო.“

  ნაბითვრები, ბოსისვილები! ნაბიწვრები ბოსისსვილები!“

  “OH SAY DO DAT STAR-SPANGLED BANNER YET WAVE”

 

საღამოს სიახლეები

ბარბარა ქენონმა შენს რეპორტიორს ამ საზარელი შემთხვევიდან შემორჩენილი სუვენირები აჩვენა. ქამარი, ეკიპაჟის ხელმოწერითა და დანაწევრებული ადამიანის თითები.

  არ ვიცი,“ თქვა მის ქენონმა. „ცოტა ცუდად ვგრძნობ თავს ამ ძველი თითების გამო.“

  “O’ER THE LAND OF THE FREE”

(Visited 43 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა