მიშა ბახსოლიანი – იზას მხრები

სიტყვები

მიშა ბახსოლიანი –  იზას მხრები

მიშა ბახსოლიანი – იზას მხრები

 

 

 

       მეორე მხრიდან ბორისი მოდიოდა და მიღრენდა.

            ძმაკაცის ძმაა. ვერ მიტანს. შენი გულისთვის ზის იაღოვაო  მეუბნება და მესვრის რაც ხელში მოხვდება ხოლმე. ერთხელ ცოლის გეტრებიც მესროლა.  ისე ყარდა თათრის ნაწვალებს ჰგავდა და კინაღამ მოვიწამლე. უღლიან ალბათ და ვერ ხვდება. ეხლაც ჯიბიდან პატარა ზარბაზანი ამოიღო და მომესალმა მოკლე ზალპით. გიჟია ეს ჩემისა. ერთხელაც იქნება მართლა მომკლავს.

            მესამე მხრიდან ქარი უბერავდა

            ცუდია ქარი, როცა გინდა სიგარეტს  მოუკიდო და მშვიდი სიფათი შეკერო. ზურგით დავუდექი, ჯიბიდან ერთი ღერი ამოვიღე და სანთებელასთან ერთად ავჩხაკუნდი. არადა ძნელია არ შეიმჩნიო როცა გესვრიან. მშვიდ მშვიდ მშვიდ ჩაილაპარაკეს მოცლილებმა და ნახაჭაპურალი ერთჯერადი ცელოფანი ქარს გააყოლეს. ლამაზმა ნატომ  კი ფანჯარა გამოხსნა და ბუბუ ბუჩქებში გადააგდო. საწყალი  ზაზუნა ისე იყო გაწუწული, მუტლიდან ახლად გამომძვრალს ჰგავდა და სულ დედის გინებით ჩავარდა ტოტებში. არა, კარგი ფეხები აქვს ნატოს.

            მეოთხე მხრიდან ტანკები შემორახრახდენ

            _ წამოხვალთ რეზერვში? ოთხი კაცი და გავდივართ _ ისეთებმა
ეხლა ამათ შიგ არა აქვთ? რა რეზერვში ლუდის საყიდლად მაღაზიაში გადარბენა მეზარება. წავიდენ და ხოცონ ერთმანეთის კურდღლები თუ უსწორდებათ. ბორისი კიდე ვაფშე გამოყლევდა. ვერ იტანს ეგ კაცი ფორმიანებს და თუ გინდა შეეცი . დაჟე ანაფორით რომ გაეჩითო უეჭველი ტვინს მოგიტყნავს და მინიმუმ ფრჩხილებს მაინც დაგაცლის. ახლაც დადგა და სანამ ის მოგრეხილი ლულა ტრაკში არ გაარჭო უმცროს ლეიტენანტს არ მოისვენა. მერე ის ცოლის გეტრები რაღაც ჯოხზე მიაბა, დროშასავით ხელში დააჭერინა და მწარედაც დაუგინა ბაქომდე არსად გადაუხვიოთ თორემ დაგეწევით და დედებს დაგიხერხავთო. ნეტა ბაქოში რაღა ყლე უნდათ ალბათ შემოსაერთებელი გვაქვს და ავიწყდებათ.

            მეხუთე მხრიდან მასტერკა მოვიდა

            იქვე მოვწიეთ და დასირებულ ბორიასაც მოვაწევინეთ. ცოტა დაწყნარდა. აღარ იგინებოდა. მერე გაახსენდა შუქის ფული მაქვს გადასახდელიო და წასვლა დააპირა, მაგრამ შეაშინეს ბანკთან ძაღლები დგანანო და დადო ტრაკი დარბილებულ ბორდიულზე. ბოლოს კიშკი გაგვეხსნა და ის შუქის თუ გაზის ფული სულ ხაჭაპურში გავუშვით.

            მეექვსე მხრიდან ბავშვი მოდიოდა

            ხელში ორლიტრიანი ლუდი ეჭირა და ძლივს მიათრევდა. შეგვეცოდა სანამ მამამისამდე მიაღწევდა კიდე ორი კორპუსი უნდა ებანცალა. გამოვართვით და დავლიეთ. დაიწყო ღრიალი რა ვქნაო , მივალ სახლში და მამაჩემი კარგის ტრაკს მომიტყნავსო. ესაო ისაო. მოკლედ დარჩა  ჩვენთან. ამოიღო რაღაც გაქუცული კარტი და ას ლარამდე მოუგო მასტერკიანს.

            მეშვიდე მხრიდან მკვდარი გამოასვენეს

            იწვა გაჭიმული სამასლარიან კუბოში და ყლეზე ეკიდა ზურასთვის ათასი დოლარი რომ ქონდა მისაცემი და ზურას მამის ორასი დოლარიც რომ თან მიყვებოდა და ზურას კუბოს ერთი მეექვსედი ბეჭზე რომ დაედო. ეჰ ალბათ გულში რამდენს აგინებდა ,მაგრამ რა ექნა?

            მერვე მხრიდან მუსიკოსები მოვიდნენ

            ჩამოჯდენ ბორიას გვერდზე და დაუგდეს ფეხებთან ქუდი. დაუკრავენ ჩაუყრიან ვიღაცეები ფულს, მოხვეტავს ეს დასირებული, იყრის ჯიბეში, ვეკითხები, რას შვები შეჩემა? _კიდია _შუქის ფულს აგროვებს . ბოლოს მობეზრდათ და წართმევა მოუნდომეს. რისი მიმცემი იყო , დაუშვეს. ჩვენც დავუშვით და რაღას იზამდნენ გააჯვეს. არადა და არ გვანდენ ცუდ ხალხს. ვკითხე რამდენი შეგროვდათქო და არც არაფერი იყო რაღაც ლარნახევრამდე.

            მეცხრე მხრიდან კუ მოვიდა

            სახაშე ღიააო? _ იკითხა და წავიდა. ესეც კაი ყლეა ხაშს რომ მოუსწროს სახლიდან საღამოს გამოდის, გზადაგზა ბუხაობს სადმე მიძინებულ ბოზსაც თუ წააწყდა შესცხებს ერთ-ორს და ოთხისთვის ზარმაცების ხაშსაც უსწრებს, ბოლო პორციას.

            მეათე მხრიდან ისტორიის მასწავლებელი გამოჩნდა

            ერთ ხელში პრეზიდენტის პლაკატი ეჭირა მეორეში ნაყინი. ისე ლოკავდა ამიდგა, მაგრამ ყლისთვის სად მეცალა მივვარდი სანამ ვინმე დამასწრებდა  და ვაჭრობა  დავიწყე.
მეუბნება ეს ფოტო მაშინაა გადაღებული თეთრ ცხენზე ამხედრებული მიშა ჩვენ ჯარებს კრემლში რომ შეუძღვა, ჟირინოსკის არაყი  გადაკრა და მარცხენა მაჯის არომატი ჩაისუნთქაო. ეჰ თურმე რატო იჯღანებოდა. მოკლედ ვესესხე ბორიას ის ლარიანი და ვიყიდე. ესეც კაი მასტია წავიდა და მეორე ნაყინი იყიდა. არადა და საჭიროა ერთი პლაკატი სახლში რა იცი რა დროს მოვლენ .

            მეთერთმეტე მხრიდან ზებრამ ჩაირბინა

            ზდაროვა ბიჭებსო_ ერთი კი მოვკარი ყური მაგრამ მერე ისე აკრიფა გვაგინებდა თუ გვლოცავდა ვეღარ გავიგე.  კარგი სათვალეები   ეკეთა, ვიფიქრე სადმე ავტობუსში მაინც შემხვდეს ისე მოვხსნი , ვერც გაიგებს სამყარო რომ გაღიავდებააააააააააააააა….აააა….ა..

            მეთორმეტე მხრიდან ზურას ბაბუა მოვიდა

            საწყალი კარგი კაცი იყო ოხმოცდათხუთმეტში მოკვდა, მაგრამ ვერ მიეჩვია იქაურობას. ისევ ძველ ადგილზე მოდის ამოიღებს პატარა ჭადრაკს და თამაშობენ ეგ და ვიღაცაა ერთი მაგის ახლობელი, იქ ერთ ოთახში ცხოვრობენ მგონი. მაგარი ვიგრუზებით მაგათ რომ ვუყურებთ. ძლივსღა ჩანან ,ლანდი გასდით, არადა სანამ მოკვდებოდა ას კილომდე ურტყამდა.

            მეცამეტე მხრიდან დიდი ხანია ვეღარავინ ვეღარ მოდის

მანდ ადრე პატარა მაღაზია იყო მაგრამ მერე გამდიდრდენ და გაფართოვდენ და გადაფართოვდენ და იმდენი იჩალიჩეს სანამ ეგ მხარე სულ არ ამოკეტეს. ახლა ახალი შუტკაა უბანში მეცამეტე მხარეს წასული ბევრი მინახავს ,მაგრამ იქიდან დაბრუნებული არავინო. ხოდა არც მივდივართ .

            მეთოთხმეტე მხრიდან მილიციელები მოდიოდნენ

            მაგრამ მერე ბორია დაინახეს და გადაიფიქრეს არადა ბორიამაც დაინახა. სულ დაავიწყდა დაბოლილი რომ იყო და  გინება დაიწყო. რაღას დაეწეოდა ისინი ფიატში იჯდნენ, ეს ოცლარიან ნიუ ბალანსებში. თან მგონი ერთი ზომით დიდს ყიდულობს, ამხელა კაცია და ახლაც ეშინია ფეხი გამეზრდება და შემდეგ ზაფხულში რა ჩავიცვაო.

            მეთხუთმეტე მხარეს მზე ჩავიდა

            ჩავიდა უშნოდ გადაღებილ შენობებს უკან. სადღაც იქით სადაც ბორიამაც კი იცის რომ ევროპაა. სულ მგონია  რომ აღარ ამოვა. ან რა ჩემი ყლე უნდა აქ? ან ჩვენ რა გვინდა აქ? აგერ მასტერკა ახალი ჩამოდეპორტებულია და თავი გადასახლებაში მყოფი ბაკუნინი გონია, რომ ჩამოვიდა სამი დღე შეუჩერებლად ლაპარაკობდა და სამი დღე პირდაღებულები ვუსმენდით, მერე დამუნჯდა და პირიდან მასტერკა აღარ გამოუღია.

            მეთექვსმეტე მხრიდან ნანა მოვიდა

            ორი კილო კარტოფილი და პატარა კაკტუსი მოიტანა. მომკიდა ხელი და სულ ჯიკავ_ჯიკავით წამიყვანა სახლში, მერე კარტოფილი გათალა, პურის მესამედი თეფშზე დამიდო და მითხრა:
            _ გასძეხ და ურტყი მუშტი მაგიდას რამეთუ ასე არს წესი მამრთა და მომსტყან და მაგინე .
           

            პირველი მხრიდან მე მოვედი

            პირველი მხარე არის სახლი. სადაც იღვიძებ და ხედავ ფურცლის ნაგლეჯს მომწვანო ბალიშზე: განვედ მე სამუშაოსა შიგან, და დაჰკეტე ონკანი ოდეს შენც გაჰხვალ გარეთ, რამეთუ ჩაყლაპო ჰაერი იგი უფლისგან ბოძებული და განამაგრო ბირჟა იგი წინაპართაგან დატოვებული.

            პ.ს. და უკეთუ ნახო მოყვას ვინმე ღვთისნიერი მიეახლე და სთხოვე სამოცი ლარი მოსავლამდე .
ხო პირველი მხრიდან მე მოვედი
მეთხუთმეტე მხრიდან მზე და გამიხარდა ვანაში რომ არ ჩარჩა.

(Visited 12 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა