ჯუნ ჰო ბონგის საყვარელი ფილმები

სიტყვები

ჯუნ ჰო ბონგის საყვარელი ფილმები

ჯუნ ჰო ბონგის საყვარელი ფილმები

ჯუნ ჰო ბონგის თანამედროვე კინოს ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია, რომელმაც ყურადღება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ფილმით “სტუმარი” მიიქცია. წელს კი წლების განმავლობაში ნაგროვები პატივისცემა ერთბაშად აუნაზღაურეს და ფილმისთვის “პარაზიტები” ოსკარი გადასცეს.

ბონგის კინემატოგრაფი რამდენიმე მნიშვნელოვან ფილმს იტევს – “დედა”, “მოგონებები მკვლელობებზე”, “თოვლის მჭრელი” და ა.შ. მისი კინოენა მკაცრად განსაზღვრული პოლიტიკური უტრირებით გამოირჩევა.

მოცემულ ბლოგში გთავაზობთ თანამედროვე კორეული და მსოფლიო კინოს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ჯუნ ჰო ბონგის საყვარელი ფილმების სიას


 

400 დარტყმა / The 400 Blows

ფრანსუა ტრიუფოს მიერ 1959 წელს გადაღებული შედევრი, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც რთული ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს, ანტუან დუანელის კონფლიქტი ოჯახთან და სკოლის სისტემასთან. ფილმი ნაწილობრივ დგას ფრანგული კინოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანესი რეჟისორის, ჟან ვიგოს გავლენებზე. ბონგის აზრით ეს არის ყველაზე ლამაზი მხატრული კინოს ნიმუში.


 

ბალადა ნარაიამაზე / The Ballad of Narayama

კეისუკე კინოშიტას მიერ 1958 წელს გადაღებული ფილმი, ბონგისთვის კინოს ისტორიაში გადაღებულ საუკეთესო ათ ფილმში შედის, მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს “თამამ ფერებს”. ფილმი ერთი იაპონური ტრადიციის შესახებ გვიყვება: ერთ-ერთ იაპონურ სოფელში, რომელშიც შიმშილი ბატონობს, შიმშილში სიკვდილის ასაცილებლად მაცხოვრებლები ტრადიციას შექმნიან: უსარგებლო წევრევიუს მოკვდინების რიტუალს. ახალშობილ ბიჭებს ხოცავენ, მოხუცები კი მათივე შვილებს მიჰყავთ ნარაიამას მთის წვერზე და იქ ტოვებენ. მთავარი გმირი 70 წელს მიტანებული ქალია, რომელსაც მთაზე ასვლის დრომ მოუწია, თუმცა შვილს არ სურს რიტუალის შესრულება, თუმცა დედა ტრადიციების ერთგული რჩება და ის ითხოვს მთაზე წაყვანას.


 

იყო ჯონ მალკოვიჩი / Being John Malkovich

ეს არის ფილმი, რომელიც გაიძულებს საკუთარი გონების უკიდურეს წერტილებში ჩახვიდე – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ჯუნ ჰო ბონგი, სკაიპ ჯონზის ფენტეზურ კომედიაზე. ფილმის მთავარი პერსონაჟები უცნაურ პორტალს აღმოაჩენენ, რომელში შესვლის შემთხვევაშიც ადამიანი ცნობილი მსახიობი, ჯონ მალკოვიჩი ხდება, უფრო ზუსტად მის გონებაში ბინადრობის შესაძლებლობას იძლევა.


 

სევდიანი ქალაქი / A City of Sadness

ეს არის პირველი ტავანური ფილმი, რომელიც ოქროს ლომის პრიზით დაჯილდოვდა. ფილმი ისტორიული ჟანრისაა და ის თეთრი ტერორის შესახებ მოგვითხრობს, როცა ჩინური ჯარი ტაივანში ჩავიდა, დააპატიმრა და მოკლა უამრავი ადამიანი. ფილმში ერთი ოჯახის ისტორიაა აღწერილი ომიანობის ჟანს, სევდაში და მწუხარებაში.


ბონგის აზრით კუროსავას განკურნება ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია მათ შორის, რაც კი შექმნილა, მეტიც ბონგი ამბობს, რომ მოცემულმა ფილმმა, როგორც რეჟისორზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. ეს არის ფილმი დეტექტივი სერიული მკვლელების შესახებ, რომელშიც უცნარური და ამოუცნობი ამბებია ერთმანეთშია გადახლართული. ფილმის გამოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ ბონგი გადაიღებს თავის ერთ-ერთ შედევრს, იგივე ჟანრში – “მოგონებები მკვლელობებზე”

 

ფანი და ალექსანდრა / Fanny & Alexander

ბონგის აზრით ბერგმანის ფილმი – ფანი და ალექსანდრა კინოს ისტორიაში გამოირჩევა საუკეთესო ფინალური სცენით. ეს არის ფილმი ოჯახური ურთერთბის შესახებ, ბავშვების, ფანის და ალექსანდრას თვალით დანახული. ფილმმა გაიმარჯვა ოსკარის ხუთ ნომინაციაში


 

ფსიქო / Psycho

ფაქტობრივად არ არსებობს რეჟისორი, რომელსაც შეედგინოს საყვარელი ფილმების სია და მასში ერთი ჰიჩკოკის ფილმი არ შესულიყოს, გამონაკლისი არც ბონგია, მეტიც, ერთ-ერთ ინტერვიუში მან ისიც თქვა, რომ პარაზიტის შექმნისას ხშირად უყურებდა ფსიქოს. ეს არის ფილმი, რომელიც ამოუცნობ ინსპირაციას მაძლევს – ამბობს ბონგი ჰიჩკოკის ჟანრის შედევრზე.


 

რაღაც / The Thing

ფილმი განახლებული ვარიანტია და ამავე დროს ჯონ კემპბელის ნოველის ეკრანიზაციაა. მოცემული ფილმი პირველი ეკრანიზაცისგან განსხვავებით უფრო დახვეწილია. ბონგისთვის ის ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც კი უნახავს. ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრისაა და ბრწყინვალედ აღწერს ადამიანის მიბაძვის მცდელობას სხვადასხვა პარაზიტისადმი.


 

განზრახ მკვლელობები / Intensions of Murder

იმამურა ბონგის საყვარელი რეჟისორა და ამის შესახებ მას არაერთხელ განუცხადებია. მოცემული ფილმი გვიყვება გატაცებული ვარსკვლავის შესახებ, რომელშიც არნახული ფანტაზია, შურისძიების სურვილი და სისასტიკე ერთანეთში იზილება.


 

შეშლილი მაქსი / Mad Max: Fury Road

მე გიჟური სიყვარულით მიყვარს ეს ფილმი, გულშემატკივარი ვარ, 20-ჯერზე მეტჯერ ვნახე. ვტიროდი ფილმის ყურებისას, როდესაც მანქანები ქვიშაში იძირებიან და მუსიკა ამწვავებს ყველაფერს. ვგრძნობდი, რომ ჩემი სულიც იძრებოდა მათთან ერთად და თვალებიდან ცრემლები მომდიოდა. ეს არის ოსტატურად შესრულებული ფილმი – ამბობს ბონგი შეშლილ მაქსზე საუბრისას


 

ცოფიანი ხარი / Raging Bull

ბონგი წელს ოსკარის დაჯილდოებაზე თავის ერთ-ერთი ფავორიტი რეჟისორის კონკურენტად იყო წარმოდგენილი, შეგახსენებთ ნომინანტთა საიში იყო სკორზესეს ფილმი – ირლანდილები. ცოფიანი ხარები ბონგისთვის სკორზესეს საუკეთესო ფილმია, მისი თქმით მართალია ფილმი არის საოცრად გადაღებული, დამონტაჟებული და ლამაზი შავ-თეთრი კინოსთვის დამახასიათებელი ელემენტებით სავდე, თუმცა მისთვის ეს არის ფილმი – ერთი კაცის უნიკალური პორტრეტი. “ერთი გადმოსახედიდან ის ამაზრზენი ადამიანია. ის წინააღმდეგობრივი და პრობლემურია. ეს არის ადამიანის სირთულეების და სისუსტის პორტრეტი. ვფიქრობ ეს არის ყველაზე გულწრფელი ასახვა ადამიანის კონდლიქტებისა და სირთლეების შესახებ” – ამბობს ბონგი. 


 

რაშმორი / Rushmore

“ანდერსონის ფილმები უცნაური და მომხიბლელია” – განაცხადა ბონგმა, როცა რაშმორი თავის საყვარელი ფილმების ათეულში შეიყვანა. მართაც უცნაური და საინტერესო ფილმია, რომელიც ერთი ოროსანი ბიჭის თავზეხელაღებულ ამბებსა და საოცრად უცნაური რომანის შესახებ გვიყვება`

(Visited 210 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა