თეატრის რეჟისორები თავიანთ სპექტაკლებს ინტენეტში ავრცელებენ

სიტყვები

თეატრის რეჟისორები თავიანთ სპექტაკლებს ინტენეტში ავრცელებენ

თეატრის რეჟისორები თავიანთ სპექტაკლებს ინტენეტში ავრცელებენ

ვირუსიანობის პერიოდში, როცა მთავარი მოწოდება თვითიზოლაციაა – სახლში დარჩენა, საკუთარი და სხვისი უსაფრთხოებისთვის, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელმა გადაწყვიტა საკუთარი პროდუქტის უფასოდ გავრცელება. ინიციატივას ფეხი აუბეს თეატრის რეჟისორებმაც, შესაბამისად მოცემულ ბლოგში გთავაზობთ მათ მიერ გამოქვეყნებულ სპექტაკლებს, ჩვენი გემოვნების შესაბამისად:

ამბავში ერთ-ერთი პირველი ლეგენდარული რობერტ უილსონი აღმოჩნდა, წლების წინ ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწდომი მისი რამდენიმე სპექტაკლი, ისევ ხელმისაწდომი გახდა.

Robert Wilson / Shakespeare’s Sonnets

მოცემული სპექაკლი ვილსონმა Berliner Ensemble-ის სცენაზე, 2009 წელს დადგა და საკმაოდ წამატებულიც აღმოჩნდა. შუა საუკუნეების გერმანული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკური ნიშნები, კლასიკა, კაბარეს, მსუბუქი როკის და ვილსონისთვის დამახასიათებელი პოპის ელემენტები ერთმანეთში სრული ჰარმონიით სინთეზირდება, საბოლოოდ ჯამში კი შექსპირის სონეტები ახალი დივერსიული კოდებით მოდულირდებიან სცენაზე.


Robert Wilson / Adam’s passion

ნელი მოძრაობის, ოსტატური, იდეალური ჰარმონიზება სცენაზე – რობერტ ვილსონისა და არვო პორტის ერთობლივი სპექტაკლი, რომელიც ესტონეთში, ტალინის თეატრში დაიდგა 2015 წელს. წარმოდგენას სპეციალურად ვილსონისთვის მიძღვნილი მუსიკალური გაფორმება ამშვენებს, რომელიც პორტმა შექმნა. სპექტაკლი გამოირჩევა მაღალი დონის განათების სისტემით, რომლის დახმარებითაც ვილსონი ადამიანებს, სივრცეში არსებულ აზრობრივ ფიგურებად გარდაქმნის და ოპტიკური ილუზიის შამანური ცოდნით, ფიგურებად გარდაქმნილი ადამიანები არარსებული მასშტაბების ფორმაში გადაყავს.


Robert Wilson / The Black Rider

ეს არის სპექტაკლი, რომელშიც შესანიშნავად ჩანს ვილსონის თეატრი, ვსახელდობრ, შიზოანალიზურ თეატრს, როცა სცენაზე ქმედება და მეტყველება ერთმანეთის თანხვედრაში თითქოს და ვერ მიდიან, ხოლო გარემო პოსტსიურეალისტურია. მოცემული წარმოდგენა განიცდის გერმანული ფოლკის დიდ გავლენას, ამბავიც ისეთია, მღვდელის ეშმაკთან ურთერთობის ისტორიას გვამცნობს, ყველაფერს კი ის ემატება, რომ საქმეზე ვილსონთან ერთად მისუკოსი ტომ უაიტსი და მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, შიშველი ლანჩის ავტორი, უილიამ ბეროუზი მუშაობდნენ. შედეგიც სახეზე.


Thomas Ostermeier / Richard III

ნაადრევად დაბადებული კაცის ისტორიას თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი მთავარი კაცი ტომას ოსტერმეიერი თავისებური სიმკაცრითა და შექსპირისეული ენობრივი ქსოვილის ზუსტი დეტალების პოვნით ახერხებს. ერთგან ის მოცემულ სპექტაკლზე საუბრისას მკვეთრად გაუსვამს ხაზს სწორედ ენის ბარიერს, და გულწრფელ შურს გამოთქვამს ბრიტანელი რეჟისორების მისამართით, რადგან მათ შეუძლიათ შექსპირი დადგან ორიგინალში, თუმცა იქვე დასძენს, რომ მან შეძლო გერმანულ ენაში, სწორი თარგმანის დახმარებით (მისი და ტექსტის თარგმანის სპეციფიკა ცალკე ლიტერატურაა, სხვა დროს იყოს.) მკვეთრად გამოეხატა ტექსტისთვის დამახასიათებელი პოეტური იკონები, განსაკუთრებით შესავალში და ბოლოში. ტომას ოსტერმეიერის მიერ დადგმული რიჩარდი ერთ-ერთი გამორჩეული დადგმაა მოცემული პიესისა.


ფესტივალმა – “საჩუქარი” – GIFT – Georgian International Festival of Arts in Tbilis მაყურებელს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა – ისინი ყოველდღე, საღამო ხანს ფესტივალის სტუმრების სპექტაკლებს წარმოადგენენ


პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

Dmitry Krymov / Opus 7

კრიმოვის თეატრი განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ ის თეატრის შინაარსობრივ, მეტაფიზიკურ ატმოსფეროს აღვიძებს სცენაზე, მოცემულ სპექტაკლში და ზოგადად მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს მხატრობას, დიზაინს, ეს კი მისი თავდაპირველი პროფესიითაა განპიროვნებული. Opus #7 – ეთიკურად მყარი წარმოდგენა, რომელიც საოცარი ვიზუალური გაფორმებითაა წარმოდგენილი რეჟისორის ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული სპექტაკლია.


პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

Peter Brook / Mahabharata

თეატრის ცოცხალი გენიოსის და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის, პიტერ ბრუკის სპექტაკლი, რომელიც მსოფლიო თეატრის გამორჩეული წარმოდგენაა. ბრუკი სხვადასხვა ხალხთა კულტურის კვლევითაა გატაცებული, მოცემულ სპექტაკლში ის უხეშად რომ ვთქვათ მოგზაურობს ინდურ ფოლკში, და ქმნის ერთპიროვნულად აღიარებულ შედევრს. სპექტაკლი ფაქტობრივად ილუსტრაციაა ბრუკის მრავალგანზომილებიანი თეატრისა. ეს მულტიკულტურული წარმოდგნა ზოგი თეატრმცოდნის აზრით, არა მხოლოდ აზიური ტრადიციების გამაოყენებასთან გვაქვს საქმე, არამედ ტრადიციაში ბოლომდე ჩასვლასთან, ზოგის აზრით, განსაკუთრებით ინდოელი კრიტიკოსების, ბრუკი პოსკოლონიური აზროვნებით მოქმებს და ის ტრადიციების უარყოფით, უბრალოდ იყენებს მისთვის საჭირო ესთეტიკურ ნიშნებს. რაც არ უნდა იყოს, მოცემული წარმოდგენა თეატრის ისტორიაში დიდი ასოებითაა ჩაწერილი.


Peter Brook / Hamlet

ბრუკის კიდევ ერთი სპექტაკლი, ამჯერად შექსპირი – ჰამლეტი. სპექტაკლი 2000 წელსაა დადგმული და ის ბრუკისთვის გარკვეულწილად საეტაპო წარმოდგენაა. ბრუკმა მოცემულ წარმოდგენაში ამოაყირავა ტრაგედიის წაკითხვის სტილი. მან ფაქტობრივად გააქრო სივრციდან პოლიტიკური დისკურსები, უფრო სწორად ინფანტილური პოლიტიკური დისკურსები და უფრო მნიშვნელოვანი და დელიკატური ადამიანური ღირსებები და ჩვევები წარმოგვიდგინა. ბრუკმა მოახდინა ტექსტის კორექტურა, ლამის ნახევარი ტექსტი ამოიღო. ერთი სიტყვით ეს არის წარმოდგენა – წმინდა სიკეთის შესახებ, რომელიც 75 წლის ასაკში, ოცი წლის წინ ლეგენდარულმა პიტერ ბრუკმა შემოგვთავაზა.


Andriy Zholdak / Eugene Onegin

ჩაიკოვსკის ოპერის ანდრეი ჟოლდაკისეული ინტერპრეტაცია საკმაოდ საინტერესოა, ჟოლდაკი უშუალოდ ტექსტზე მუშაობისას ხელმძღვანელობს პედანტური დრამატურგის თვალთახედვით და ცდილობს მის კლასიკური გაგებით წაკითხვას – ჟოლდაკი შიფრავს ურთიერთობებს, ჩადის რუსული კლასიკური ლიტერატურის ფესვებში, ცდილობს ახსნას პერსონაჟთა მდგომარეობა, მათი ხასიათი და ქმედებები. ჟოლდაკი, ისევე როგორც ჩაიკოვსკი ერთგულია “ღრმა გრძნობის”, ერთგან რეჟისორი ასეც იტყვის: ჩაიკოვსკის შეუძლია თქვას: “მე ვარ ტატიანა”.


ფართოდ გახსნა კარები დოკუმენტური თეატრის ავანგარდში მდგარმა გერმანულმა თეატრალურმა ჯგუფმა – Rimini Protokol

Rimini Protokoll – ოფიციალური გვერდი

(Visited 591 times, 19 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა