სიყვარულის ფსიქო-პათოლოგიური ფორმები ედუარდ ოლბის პიესაში

სიტყვები

სიყვარულის ფსიქო-პათოლოგიური ფორმები ედუარდ ოლბის პიესაში

სიყვარულის ფსიქო-პათოლოგიური ფორმები ედუარდ ოლბის პიესაში

ავტორი: გუგა მგელაძე 

 

,,თხა ანუ ვინ არის სილვია?’’

მეოცე საუკუნის  ლიტერატურანარატოლოგიურსტილისტური ექსპერიმენტების მრავალგვაროვნებით ხასიათდება. ეს ნიუანსი, რაც არსებითად განასხვავებს მეოცე საუკუნის ლიტერატურულ მიმდინარეობებს ე.. კრიტიკული რეალიზმის, რომანტიზმის და სენტიმენტალიზმისგან, უპირველეს ყოვლისა ავტორთა მსოფლმხედველობრივი ცვლილებების და ზოგადადსოციოკულტურული ტრანსფორმაციების ფონზე განხორციელდა.

ვფიქრობ, თუ მოდერნიზმს გლობალურ ჭრილში შევაფასებთგამოიკვეთება ერთი მეტად საგულისხმო გარემოება:

  • ეს იყო  აზროვნების ახალი  სისტემის ფორმირების მცდელობა,რომელმაც  ლიტერატურასთან (და ზოგადად, ხელოვნებასთან) ერთად პოლიტიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები,   მედიცინა და ენათმეცნიერებაც კი მოიცვა. შესაბამისად, საქმე გაცილებით მასობრივ და კომპლექსურ  მიმდინარეობასთან გვაქვს.

 

  • მოდერნიზმი,  წარმოადგენდა ერთგვარ  რეაქციას  ერთ დროს ფუნქციური, მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე  აზრგამოცლილი და   ახალი დროის კონტექსტისთვის შეუსაბამო  ვიქტორიანული აზროვნების წინააღმდეგ.

მოდერნისტული ტექსტის ანალიზი ცხადყოფს, რომ კონკრეტული ავტორის სტილისტიკა არსობრივად ახალ საზროვნო სივრცეს ქმნის და მათი ძირითადი მიზანი კი მეტაფორულად თუ ვიტყვით, ქაოსიდან კოსმოსის შექმნაა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზროვნების ახალი მხატვრული რეალობის ფორმირება, რისი კლასიკური ნიმუშიცაა მაგ. ელიოტის პოემები ,,უნაყოფო მიწა’’, და ,,ოთხი კვარტეტი’’, ვირჯინია ვულფის ,,მისის დელოუეი’’, უილიამ ფოლკნერის ,,ხმაური და მძვინვარება’’, ეზრა პაუნდის პოეზია და რასაკვირველია, ჯოისის ,,ულისე’’.

ქაოსიდან კოსმოსის შექმნაში, გარდა არსობრივად ახალი  სააზროვნო სისტემის ფორმირებისა, მითის (როგორც მოცემულობის) ხელახალი გადააზრების მცდელობასაც ვგულისხმობ.

ტომას ელიოტი თავის ესეში ,,ტრადიცია და პიროვნული ნიჭიერება’’ წერს: ,,არსებული წესრიგი მანამ ითვლება სრულყოფილად, სანამ ახალი ქმნილება გამოჩნდებოდეს, რადგან რათა წესრიგმა სიახლის მოძალებას გაუძლოს, მთელი არსებული წესრიგი, თუნდაც მცირედ, მაგრამ მაინც უნდა შეიცვალოს; და ასევე იცვლება მიმართება, დამოკიდებულება, შეფასება ხელოვნების თითოეული ქმნილებისა დანარჩენებთან შედარებით. ეს არის შეგუება, შეხამება ძველსა და ახალს შორის. (…) წარსული უნდა შეიცვალოს თანამედროვეობით, ისევე, როგორც თანამედროვეობას წარმართავს წარსული. და პოეტი ამის შეცნობასთან ერთად შეიცნობს უდიდეს სირთულესა და პასუხისმგებლობას.’’ ცხადია, ,,წარსულის შეცვლა თანამედროვეობით’’, რთული და ხანგრძლივი პროცესია. ახალი სააზროვნო სივრცის ფორმირებაში-(ვგულისხმობთმოდერნისტულს)-კულტურულცვლილებებთან  ერთად,  მსოფლიო პოლიტიკური რუკის ტრანსფორმაციასა  და მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის   გარდამტეხ და ეპოქალურ მოვლენასპირველ  და მეორე მსოფლიო ომს მიუძღვის წვლილი.

ვფიქრობ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი (მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი)  შეიძლება  დავახასიათოთ,როგორც ტრავმის კვლევის და  დაკარგული იდენტობის ძიების  პერიოდი

ესპროცესები  მთელი სიმძრაფრით აისახა როგორც ევროპულ რომანში, ასევე პოეზიასა და დრამატურგიაში.

საკვლევი თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მე  სწორედ კონკრეტული ავტორის კონკრეტული პიესის ანალიზის  ფონზე მისი დრამატურგიის   თავისებურებებზე  ვისაუბრებ.

***

ედუარდ ოლბი  50-იანი წლების ამერიკული დრამატურგიის, კერძოდ კი სოციალური  სატირისა და აბსურდის თეატრის ერთერთი ცენტრალური წარმომადგენელია.

მართალია, მისი  რამდენიმე პიესა კლასიკური აბსურდის თეატრის ესთეტიკის მიხედვითაა დაწერილი, მაგრამ გვიანდელი თეატრალური ტექსტები ჟანრობრივად სოციალურ სატირას  უფრო განეკუთვნება. ოლბი  ისეთ ეგზისტენციალურ  პრობლემატიკაზე საუბრობს, როგორიცაა: ადამიანის  ტოტალური გაუცხოება, იდენტობის კრიზისი, ვერრეალიზებულობის პრობლემა, ტრავმირებული პიროვნების ტრაგედია და ა..

ჩემი აზრით, მთელი მეოცე საუკუნე (განსაკუთრებით კი, მეორე ნახევარი)  ტრავმის კვლევის პერიოდად შეგვიძლია აღვიქვათ.

,,მეოცე საუკუნის ადამიანი საზოგადოებაში და საკუთარ თავშუ შემჩნეულ დისჰარმონიას კლასიკოსებისგან შედარებით  უფრო კოშმარული, შემაძრწუნებელი სურათებით ასახავს ხელოვნებაში. ეს თანამედროვე, დასავლური ხელოვნების ზოგადი ნიშანია’’- წერს  მკვლევარი და მთარგმნელი ნიკო ყიასაშვილი  წერილში ,,აბსურდის დრამის ჟანრული ფარგლები და ჰეროლდ პინტერის ,,დარაჯი’’.

შესაბამისად, აბსურდისტებთან, რომლებიც  ეგზისტენციალური ფილოსოფიური ორიენტაციის  წარმომადგენლები არიან, ცხოვრება და ყოფიერება  თავისთავად აბსურდულია იმდენად, რამდენადაც   უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავას რეალობის  და გარემოს სიჯანსაღის საკითხი.

ედუარდ  ოლბის    დებიუტი წარმატებული აღოჩნდა. ,,შემთხვევა ზოოპარკში’’ პირველად შილერის სახელობის თეატრში 1959 წლის 28 სექტემბერს დაიდგა, აბსურდის თეატრის მეტრისსემუელ ბეკეტის ,,კრეპის უკანასკნელ ფირთან’’  ერთად.

  პირველივე პიესაში ოლბი  ეხება მარტოობის, შინაგანი, პიროვნული გაუცხოებისა და კომუნიკაციის  შეუძლებლობის მტკივნეულ პრობლემას, რაც უკვე სხვადასხვა კუთხითა და პერსპექტივით  გაანალიზდება მის   სხვა პიესებშიც.

ედუარდოლბისდრამატურგისწყვილებისურთიერთობასიკვლევს. არა აქვს არსებითი მნიშვნელობა წყვილს ორი სრულიად უცნობი ადამიანი შეადგენს თუ ოჯახის წევრი, ვთქვათ ცოლქმარი ან დედაშვილი.  ფაქტობრივად, ყველა შემთხვევაში, ავტორი ტოტალური გაუცხოების და კომუნიკაციის ( შესაბამისად, ენის) კრიზისი დემონსტრაციას ცდილობს.

ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის რღვევას  და უფუნქცუობას ეხება მისი რამდენიმე პიესა: ,, ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?’’ , ,, ამერიკული ოცნება’’, ,, ქვიშის ყუთი’’, ,,ლანდშაფტი’’ და ,, თხა ანუ ვინ არის სილვია“.

2000 წელს დაწერილმა  ერთმოქმედებიანმა პიესამ  ,,თხა ანუ ვინ არის სილვია’’ მალევე მიიქცია ბროდვეის ყურადღება. პრემიერა 2002 წლის 10 მარტს, ჯონ გოლდენის თეატრში შედგა (ბილ პულმანით მთავარ როლში).

ვიდრე პიესის სიუჟეტზე გადავიდოდე, შევეცადოთ  ტექსტის ჟანრობრივი დეფინიცია და სათაურის დეკოდირება.

დავიწყოთ იმით, რომ  სათაურს ფრჩხილებში მითითებული აქვს  ავტორის  რეპლიკა: ,,თითქმის ტრაგედია’’. 

განვმარტოთ: ტრაგედია ბერძნული სიტყვაა და თხების სიმღერას ნიშნავს. შესაბამისად, ამ განმარტებას ანტიკურ თეატრთან მივყავართ, ხოლო თხა კი, როგორც სატირთა ნიღბის ატრიბუტიკა სწორედ  ბერძნული ტრაგედიის ფორმირების მთავარი კომპონენტია.

მევენახეობის და თეატრის ღმერთის დიონისეს მისამართით წარმოთქმული თხების (ანუ  შენიღბული ქურუმების)  სიმღერა თავდაპირველად რიტუალურ დატვირთვას ატარებდა, ხოლო თანდათან რიტუალმა თამაშის სახე მიიღო და ნელნელა სარიტუალო სივრცე სცენად გარდაისახა.

რაც შეეხება ედუარდ ოლბის მინიშნებას,  ,,სილვიას’’ სახით ერთი მხრივ, საქმე გვაქვს ტრაგედიასთან (აქაც თხა ფიგურირებს და ცხადია, თხა  დიონისეს მთავარი  სიმბოლოა), თუმცა ანტიკური ტრაგედიისგან განსხვავებით აღნიშნული ამბავი სცდება კონკრეტული ჟანრის ფარგლებს და ტრაგიკომედიად ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ტრაგიფარსად  შეიძლება შეფასდეს.

ჟანრობრივ სპეციფიკასთან დაკავშირებით ნიკო ყიასაშვილი თავის წერილში საგულისხმო დასკვნას აკეთებს: ,,აბსურდისტები, უპირველეს ყოვლისა, უარყოფენ ფარსისა და ტრაგედიის ტრადიციულ, კატეგორიულ განცალკევებას. ფარსის საგანი მათთვის იგივეა, რაც ტრაგედიისასაშინელი ან კომიკური აღმოჩენა  ადამიანის აბსურდულობის, უვიცობის და უგნურების’’.

მართლაც, პიესა ზღვარზეა ტრაგედიასა და გროტესკს შორის.

თვალსაჩინოებისთვის, მოვხაზოთ სიუჟეტი: ერთმოქმედებიანი პიესა  მარტინ გრეის ოჯახის ერთი დღის ამბავს ასახავს. წარმატებული არქიტექტორის ოჯახი   სტივისგან ( ცოლი) და 17 წლის ემოციური  ბილისგან ( შვილი) შედგება.

ამ, ერთი შეხედვით მშვიდ, მყუდრო და გაწონასწორებულ ოჯახურ იდილიაში  დისონანსი მარტინის აღიარებას შეაქვს. ის  ჯერ თავის მეგობარ როსს ( ჟურნალისტია) და შემდეგ კი ოჯახის წევრებს გაუმხელს რომ ჰყავს  არაორდინალური საყვარელი,რომელიც მას სიგიჟემდე უყვარს. მარტინის ტრფობის ობიექტის  უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არც ქალია და არც მამაკაცი, არამედ თხა, რომელსაც მარტინმა სილვია დაარქვა და მასთან მუდმივი სექსუალურო კავშირიც კი აქვს.

ერთი შეხედვით, პიესა თითქოს ზოოფილიაზეა, მაგრამ თავად ავტორის განმარტებით, პიესის ცენტრალური თემა  არის სიყვარული, ოღონდ დრამატურგი სიყვარულის ფსიქო ფიზიოლოგიურ ფორმებს იკვლევს რაც,  შეიძლება სცილდებოდეს საზოგადოებაში მიღებული ნორმის ფარგლებს, მაგრამ სწორედ ამ  აკრძალული სიყვარულის შეცნობის და გაცნობიერების შედეგად პიროვნება პოულობს საკუთარ თავს, საკუთარ ,,მე’’-ს და გამოდის კონფორმიზმის და კომფორტის ზონიდან.

აი, რას ეუბნება ინტერვიუს ასაღებად მისულ მეგობარს  მარტინ გრეი სილვიას შესახებ:

მარტინი ვერ ვხვდებოდი, რა მემართებოდა. ეს ის არ იყო, რაც აქამდე განმიცდია. გამიგე, ისეთი საოცარი და თან უცნაური გრძნობა იყო, ვერც კი წარმოიდგენ  იდგა და მიყურებდა. ჰო, უბრალოდ იდგა და მიყურებდა თავისი დიდი თვალებით.

როსი:  ელაპარაკე?

მარტინი: ოოოხ. კი, კი. ველაპარაკე.  მივედი იქ, სადაც იდგა. ისიც მომიახლოვდა და  ოო, თვალები, მისი საოცარი თვალები. მე მას შევეხე და… (ნერვიულობს)  არა, არ მინდა ამაზე საუბარი. მე ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ვერა.

როსი:  ხვდებით ერთმანეთს?

მარტინი ( სევდიანი ღიმილით): კი, კი. ვხვდებით.

როსი:  თან კავშირიც გაქვთ.

მარტინი:  რა მაქვს?

როსი:  სექსი.

მარტინი: კი, კი. მე მასთან სექსი მაქვს. , ღმერთო ჩემო!

როსი:   თან გიყვარს.

მარტინი: სიგიჟემდე.

   ურთიერთობის ასეთი ფორმა, რომელიც სცდება ნორმის ფარგლებს და შესაძლოა შეფასდეს, როგორც ნორმიდან გადახრა და  მენტალური დაავადება, შოკისმომგვრელი  დაკატასტროფული აღმოჩნდება როგორც მეგობრისთვის, ასევე ოჯახის წევრებისთვისაც.

ცოლი გაცილებით დაუნდობელი აღმოჩნდება, ვიდრე ამას ქმარი იმსახურებს, თუმცა ეს ნაღმი  უკვე ფინალშია ჩადებული, მანამდე კი სიყვარულის  კიდევ ერთ პათოლოგიურ ფორმას ვეცნობით.   

მას შემდეგ, რაც როსი მარტინის მეუღლეს  თხის ამბავს გაუმხელს,  შოკირებული და ისტერიული სტივი  სახლიდან გარბის, გასვლამდე კი  ასეთ რეპლიკას აჟღერებს:

სტივი:  მხეცი ხარ! ავადმყოფი!

მარტინი: ცუდად ვარ და საშინლად მარტო.

სტივი: ზოოფილო!

მარტინი: მარტონი ვართ: სილვია და მე!

აღნიშნული რეპლიკის მიღმა მეტად საინტერესო და ოლბისთვის ორგანული პრობლემატური საკითხი იმალება: ესაა მარტოობა, როცა ოჯახი, როგორც ინსტიტუტი არ ( ან ვერ) უზრუნველყოფს ცოლქმრულ ბედნიერებას და შესაბამისად რაც დრო გადის, იზრდება გაუცხოების, მარტოობის და უფუნქციობის მტკივნეული განცდის ხარისხი.

შესაბამისად, მარტინის და თხის ურთიერთობა  მეტაფორულად შეგვიძლია გავიაზროთ, საკუთარი პოვნის, ერთგვარი ეპიფანიის მომენტი. ამის შესახებ  თავად მარტინიც საუბრობს. თხა მისთვის არ არის მხოლოდ ცხოველი. იგი წმინდა არსებაა, ჭეშმარიტი სიყვარულის განსხეულება, რომელიც უყვარს. მასთან თავს სრულფასოვნად გრძნობს. ეს კი არ ესმით და არც შეიძლება ესმოდეთ ოჯახის წევრებს, რადგამ ისინი საზოგადოების მიერ სტანდარტად ქცეული ნორმის მარწუხებში არიან მოქცეულები და ნებისმიერი არატიპური, არასტანდარტული ურთიერთობის  ფორმა მათთვის გადახრაა, ავადმყოფობა, სნეულება,რომელიც  თავისივე არსით არაჯანსაღია.

  მამის სასიყვარულო ურთიერთობის ამბავს  მისი 17 წლის  ბიჭი ბილიც იგებს.  იმპულსური და ზეემოციური თინეიჯერი მამას  სამარცხვინო საქციელს გმობს  და იქვე  თავისი ორიენტაციის შესახებსაც საუბრობს.  ბილი ლატენტური გეია. ეს ფაქტი მამისთვისაც არ არის უცხო.  საუბრის მომენტში ბილი ამბობს, რომ მთელი ოჯახი რაღაც ბნელ და ღრმა, უფსკერო თხრილში ჩაცვიდნენ, საიდანაც ამოსავალი არ არსებობს. ესაა ჩიხი, ერთგვარი ეგზისტენციალური კოშმარი,რომელიც არ დასრულდება იმდენად, რამდენადაც ადამიანებმა დაკარგეს ერთმანეთის ნდობა და სიყვარულის, თანაგანცდის უნარი და აი აქ,  ბილი სიყვარულის კიდევ ერთ სახეობას ავლენს. მას მამა უყვარს, ოღონდ  არა როგორც მშობელი, არამედ მამაკაცი და ტუჩებში  კოცნის.

ეს მორიგი შოკია მაყურებლისთვისაც, მკითხველისთვისაც და თავად მარტინისთვისაც

მიუხედავად ასეთი მაშოკირებელი ეფექტისა, ედუარდ ოლბი ჰომოსექსუალიზმს დაავადებად არ აღიქვამს. აქ უბრალოდ საქმე გვაქვს ფროიდისტული კონცეფციის პაროდიაზე (  ფსიქონალალიტიკური დისკურსის მიხედვით, ბიჭებს გარკვეულ ასაკში  ლტოლვა აქვთ დედის მიმართ, ხოლო მამებს კი მეტოქეებად აღიქვამენ). პიესაში კი ყველაფერი ყირავდება, რადგან გარემოა თავად შიზოფრენიული.

მარტინი მარტოსულია. მას ისიც კი უკვირს რატომ ითვლება მისი და სილვიას ურთიერთობა ავადმყოფობად, რადგან ამით არავის არაფერს უშავებს. პირიქით მან საკუთარი თავის პოვნა შეძლო, თუმცა უბედურიამისი არ ესმით. მისი  ტრაგიკული მსოფლაღქმაც სწორედ გაუცხოებითაა გამოწვეული.

პრაქტიკულად, ,,სილვიას’’ ფინალი  ანტიკური  პიესების  სიუჟეტებივით  შემზარავი და მაშოკირებელია

სახლიდან წასული სტივი  მეუღლეს  ერინიად მოევლინება ( შურისძიების ქალღმერთია!) და  ტომრით  ყელგამოღადრულ  სილვიას მიუგდებს. ესაა სასტიკი ქალის სასჯელი, ოღონდ ორმაგად მძაფრრი და ინტენსიური, ვიდრე თავად მარტინის  ,,ცოდვა’’.

სისხლიდაიღვარა. სამართალი აღსრულდა.  სტივი იტყვის: არ შემეძლო ვინმეს ჩემზე მეტად ყვარებოდი, მითუმეტეს თხას.

პიესა სასოწარკვეთილი მარტინის ხავილით სრულდება:  მაპატიეთმიმართავს ის ცოლშვილს, მეგობარს,  თხას და მერე  მაყურებელს.

ეს  დამარცხებული კაცის  ტრაგედიაა,რომელსაც სურდა ბედნიერება, მაგრამ  გარემო იმდენად ძალადობრივი და დაუნდობელია, რომ ბედნიერების ადგილი არ რჩება.

ედუარდ ოლბი ბერძნული ტრაგედიის არისტოტელესეულ მოდელს თანამედროვე სოციალურ პარადიგმაში სვამს და ასევე ისიც უნდა ითქვას,რომ   დაცულია დროის, ადგილის და მოქმედების ერთიანობის პრინციპი.  მთავარი პერსონაჟის სასჯელი გაცილებით მძიმეა, ვიდრე მისი ,,დანაშაული’’.  ესაა პიესა  ყოველგვარი ,,დეუქს ექს მახინას’’ გარეშე.  აქ ადამიანი მარტოა საკუთარ  თავთან, შიშებთან, ტკივილებთან, ტრავმებთან.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პიესაში ასახული ფსიქოპათოლოგიური ფორმები წარმოჩენილია ჩვენი  სოციუმის თანაგანცდის კრიზისის ფონზე. თავად ფაქტი,რომ ჰომოსექსუალიზმს  მთავარი პერსონაჟი დაავადებად მიიჩნევს, რომლისგანაც მისი შვილი უნდა განიკურნოს, მეტყველებს ორიენტაციის და ზოგადად, გენდერის, სიყვარულის,მორალის  მიმართ არსებულ სტერეოტიპულ და კონსერვატიულ  დამოკიდებულებაზე, რაც ოლბისთვის გაცილებით  საშიში და დამაბრკოლებელია, ვიდრე  მარტინის და თხის ურთიერთობა.

  

გამოყენებული ლიტერატურა

  • ოლბი ედუარდ, თხა ანუ ვინ არის სილვია, ტექსტი. პდფ ვერსია.
  • ყიასაშვილი ნიკო , სკილასა და ქარიბდას შორის,  საქართველო“, თბილისი, 1992

3. https://variety.com/2017/legit/reviews/the-goat-review-damian-lewis-west-end-1202024932/

4.https://www.act-sf.org/content/dam/act/programs/Albee%27s_The%20Goat_Program_2005.pdf