ზედა პანელზე გადასვლა

გიორგი ვაჩნაძე – მსგავსი სიტყვები

გიორგი ვაჩნაძე – მსგავსი სიტყვები

გიორგი ვაჩნაძე – მსგავსი სიტყვები

დამსწრენი ვზივართ დროში. ვზივართ და სიტყვით ვყინავთ დროს. დრო და სიტყვა, მთლიანი სამყარო ჩვენი. სიტყვით გარიყული დრო გაყინული გვამშვიდებს. ყოფიერება არ ცნობსკანონს. კანონი დასწრებას ეკუთვნის და ჩვენი დასწრება სიტყვაში იღვრება, რომელიც ვერ იტევს სამყაროს დროს და ცვლილებას.

სამყაროს ქაოსი მაშინ ვლინდება,

როდესაც დროის არსი – რაც არის ცვლილება

– შეშლილად იზრდება.

იზრდება სიტყვაში შეცდომა.

„შეშლილია!“ – ესეიგი, შეეშალა. დააკვირდი: სიგიჟე, როგორც შეცდომა. მცდარი ადამიანი, როგორც შეშლილი. ხედავ კანონს? არ აქვს ზომიერება. ეს არის შეურაცხადის „კანონზომიერება“. დაჟინებით არ აქვს. არ იფიქრო, რომ შემთხვევით…

იცის, იცის… როგორ არ იცის.

იცის, რომ არ იცის და არ ყინავს დროს,

იცის ისიც, რომ ყველას აქეთ გაყინავს დრო.

ის თვითონ არის დრო და მსახური მისი,

საათი მიდის, ის კი იცინის.

რა იცის საათმა შეშლილის სიცილი?!

ელვად ემჩნევა ბზარიხალხის გაყინულ სიტყვებზე:

„ისინი! ბინძურნი. მუცელი მტკივა! უნდა დავხოცო; რანაირები არიან?! არ მომწონს!“

 შეხედე, როგორ იზრდება შეშლილად, სიტყვაში ცვლილება.

შეცდომად ვლინდება.

და ვის რაში ადგება სწორი სიტყვები?

ცივი და სუფთად პრიალა, მორჩილი იქნები?

 ბანალური, შაბლონური, მზა-მზარეული ქარხნული ბრიყვები!

ქარხნულად ნაწარმი, მოდური ქათამი.

ბოზის, უტვინოდ ნასროლი „სალამი!“

უფროსის სიტყვები: „საღამომდე აქ იქნები!“

ფულიანი, საქმიანი ვირთხები.

კიდევ სად არის მსგავსი სიტყვები?

„ღმერთი გვიშველის,“ – ეს კიდევ ერთი…

„ღმერთი, სასმელი; ქარხნული ქათამი“, ვირთხების წამალი.

წიგნი და ფიქრი – აი საწამლავი! თან უებარი ვირთხების საფანტი.

ვირთხა მორწმუნე, ვირთხა ნაწარმი, ვირთხა სულელი, ბოზი ქათამი.

კიდევ სად არის მსგავსი სიტყვები? იარაღი, ძალადობა – ლაჩარი.

ალაგ-ალაგ ძალადობა = ლაჩრის თავშესაფარი.

ქურდული ვირთხები, განგსტერი ციყვები.

გულაგის ნავალი.

კიდევ სად არის მსგავსი სიტყვები?

„ჩემი ქვეყანა.“ – დიდი სიტყვები. არ მიკვირს.

რა შრომა ჭირდება ამ მოქალაქეს?

ან ძალისხმევა თუ სიმამაცე?

ქართველად გაჩნდი! ქართველი იქნები!

რითი ამაყობ თუ უფიქრდები?

პატრიოტული გულის გაბერვა

უსაქმურობის კარგიდაზღვევა.

შეხედე! რამდენი უაზრო სიტყვები!

რამდენი სხვადასხვა ცრუგრამატიკა.

ქვეყანა, რწმენა, ქურდობა, ბიზნესი.

ეს მხოლოდ სამი თუ ოთხი!სიაა, მაგრამ უშველებელი.ოთხივე ფართო კრებულს ეკუთვნის: პროსტიტუციის ჟარგონი. რა არის ეს ყველა დიალექტი, თუ არა ვინაობის პროსტიტუცია? პროფესია, სტატუსი, სქესი, ეროვნება. ვინაობა იყინება და ყოფიერების ძირეული თვისება იკარგება: დრო. პიროვნების ცვალებადი არსი: სწორედ, რომ მისი უარსობა. ჩვენი ნამდვილი დაუსწრებელი ყოფიერება მუდმივად დაფარულია. მუდმივად ხელახლა უნდა ვიპოვოთ.

როგორც საათი ყინავს დროს, გვატყუებს,წესრიგს გვიხატავს, ასე სიტყვები ცდილობენ გაყინონ ჩვენი ვინაობა და სამუდამოდ წარსულში გამოგვკეტონ. გავტეხოთ საათი, დავდუმდედ მუდამ, აღარ გავყინოთ ხალხი და აღარ გავრიყოთ დრო.

შევიცვალოთ.

No Comments

Add your comment