ლიკა შარაშიძე – დღიური

სიტყვები

ლიკა შარაშიძე – დღიური

ლიკა შარაშიძე – დღიური

ბინადარნი.

უყურებდნენ სამი დანნი ხეს,

რომელმაც ადამიანი მოისხა და აქტში გართულნი ვერ ამჩნევდნენ,

რომ საკუთარი თავების მაგივრად,

მათ ყელიდან ყვავილნი ხარობდნენ

შესცქეროდნენ სამნი ალნი ჰორიზონტს,

რომელსაც ცის კაბადონზე მზის სხივები მოესხა,

აწმყოში გართულნი ვერ ამჩნევდნენ,

რომ მოოქროვილი კუდების ნაცვლად,

ქვემოდან კიდურნი ხარობდნენ

თვალებს აშეშებდნენ სამნი ქვრივნი ლევიათანს,

რომელსაც მარადმწვანე ცოდვანი მოესხა,

ქვესკნელეთში ჩათრეულნი ვერ ამჩნევდნენ,

რომ ადამიანნი აღარ იყვნენ,

და აღარც ბალღი იყო შვილი დედის გარეშე,

აღარც სახლი იყო ტაძარი ბინადართა გარეშე…“

ლიკა შარაშიძე, 2018 წელი.

სინამდვილეში, ჩვენი არსებობა ერთი დიდი აწმყოა, სადაც ყოფა დროის ვექტორზე ომნიპოტენციური ცნების როლს იკავებს,

ანუ ღმერთია?

არა, ოურობოროსის გველია, .. პლატონის აზრით, სიცოცხლე.

თანამედროვე სიცოცხლე, ეს არის სწრაფვა ყოფის ანუ სიკვდილის დასამარცხებლად.

და მიზნად დავისახეთ ციფრული უკვდავება,

კიბერფიქრი,

კიბერწასვლა,

კიდერდაბრუნება,

კიდებაპოკალიფსი

BAM! მოგვადგა აპოკალიფსი (არმაგედონში არ აგერიოთ, ეგ ადგილია), რომელმაც უკუსვლით დააჩქარაზეკაცისაღზევება ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ მე, მაინც ვერ დამაგდებინა ხეტვის ტემპი, მეტიც, უკვე ფერებსაც კი ვიყენებ. ვხატავ ყველაფერს:

კოსმოსში მოსეირნე თურქულ ტუალეტებს, რომლებზეც მევიოლინეები ზიან,

სამყაროს ფრაქტალურ იერარქიას ქვის ხანაში,

გენდერულ ტრანზიციას და ა..

ვკითხულობ, ვკითხულობ ბევრს, მარკუს ავრელიუსისფიქრები“-ც კი გავაცოცლე ოჯახური ბიბლიოთეკის არქივიდან.

ვფიქრობ, ვფიქრობ ბევრს, მათ შორის, წიგნებზეც:

რატომ უყვართ ნაბოკოვისლოლიტა“, მაგრამ იმავე ავტორის შედევრზე, „ადა ან არდორი:ოჯახური ქრონიკებიარაფერი გაუგიათ?

კილიმანჯაროს რომ გადავუფრინო, „ღვთის სახლთან“ (მის მწვერვალზე) დავინახავ თუ არა ლეოპარდის ლეშს, რომელიც ლპება, კვებავს მთის ფაუნას, ყორნებსთუმცა ცხოველის გარდაცვალება შეუძლებელიაო, იძახიან.

ხშირად მეფიქრება, ასევე, ვოლანდის მიერ გამოძერწილ იეშუაზე, ღვთის ხატების ხელით დაიესოს სახარებაზე“, ანუ  ბულგაკოვის  დაწყებულ, სარამაგოს გაგრძელებულ საქმეზე.

ფიქრს ბორხესით ვამთავრებ, რომლის მოკლე მოთხრობა, „ალეფი“, სწორედ ყოფის აღქმაზე და მისით ტკბობაზეა:

ალეფი“, სინამდვილეში, ერთი დიდი აწმყოა, სადაც ყოფა დროის ვექტორზე   ომნიპოტენციური ცნების როლს იკავებს,

ანუ ღმერთია?

არა, ოურობოროსის გველია, .. პლატონის აზრით, სიცოცხლე.

და მაინც, არავინ თარგმნის ბორხესს