ზედა პანელზე გადასვლა

თამუნა ანტიადამიანი ჭყოიძე – ფოთოლცვენაზე ლამაზი

თამუნა ანტიადამიანი ჭყოიძე – ფოთოლცვენაზე ლამაზი

თამუნა ანტიადამიანი ჭყოიძე – ფოთოლცვენაზე ლამაზი

ფოთოლცვენაზე ლამაზი არაფერია

მაგრამ ბუმბულცვენას ვერაფერი შეედრება

შემოდგომაზე სქელი საბნები იკერება და იფუთება

თეთრი ან წითელი

გაზაფხულზე თხელი

ვარდისფერი და ლიმონისფერი

ალბათ არასდროს გიფიქრიათ

ფაბრიკაზე სადაც

საბნებს და ბალიშებს კერავენ

არ წარმოგიდგენიათ საათობით ფეხზე მდგომი მაკრატელმომარჯვებული ხელები

საათობით საკერავ მანქანასთან მიდგმული სკამადამიანები

ბუმბულის საწნეხებთან მოფარფატე მუშები

შემფუთველები

გადამზიდები

ნაგვის მანქანები

სილიკონის საწნეხი დანადგარები

ჟანგიან ლურსმნებზე ჩამოხეული თითები

იარლიყიანი

სპეციალური პრინციპით დაკეცილი თეთრეული

საგულდაგულოდ დამტვერსასარუტებული

გაწმენდის დროს რომ

ცერა და საჩვენებელ თითს შორის ბუთქუნა გამჭვირვალე წყლულს აჩენს

არც მუდმივი უჰაერობის წარმოდგენაა ადვილი

როცა თეთრ ბალიშზე გიდევთ თავი

თეთრი საბანი გახურავთ

და თეთრ ლეიბზე იღვენთებით

მე კი საერთოდ ვერ წარმომიდგენია

როგორ შეიძლება დავიძინოთ ამ ყველაფერ-ში/ზე

და ღირს თუ არა ჯაჭვური პროცესები ინდუსტრიალიზაციის განსავითარებლად

საყოველთაო კომფორტის გასაუმჯობესებლად

და ხელფასად

რომელსაც ეწირებიან ჩვენი დღეები

რომლებიც სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან

კალკულატორზე გამოსახულ სამნიშნა რიცხვებს

საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილ საშემოსავლოებს

და კალენდარზე შემოხაზულ თვის ბოლოებს

 

No Comments

Add your comment