ზედა პანელზე გადასვლა

#რეკომენდაცია – რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი

#რეკომენდაცია – რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი

#რეკომენდაცია – რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი

მოცემულ ბლოგში გთავაზობთ, სხვადასხვა ჟანრის, რამდენიმე საინტერესო მოკლემეტრაჟიან ფილმს

ექვსვაზნიანი / Six Shooter

დრამატურგის და კინოს რეჟისორის, მარტინ მაკდონაჰის მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოგვითხრობს მატარებლის მოსაწყენ მგზავრობაზე, სადაც ასაკოვანი კაცი, რომელსაც ცოლი დილით გადრაევალა, გადაეყრება ახალგაზრდა ფსიქოპატს. ფილმი მაკდონაჰის სტილში, შავი იუმორითაა გაჯერებული

სრული ფილმი

სასტუმრო “შევალიე” / Hotel Chevalier

უეს ანდერსონის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ერთგვარი პროლოგი, წინაპირობაა ფილმისა – “მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით”. ჯეისონ შვარცმანისა და ნატალი პორტმანის შესრულებით გათამაშებული შეყვარებულების შეხვედრა გარკვეული წყვეტის შემდეგ, პარიზში, სასტუმრო – “შევალიეში”

სრული ფილმი

წითელი ბუშტი / Le Balloon

ალბერ ლამორისის ოსკაროსანი ფილმი – “წითელი ბუშტი” გვიყვება ერთი ზღაპრული ამბის შესახებ, ბიჭი შემთხვევით, ქუჩაში სეირნობისას იპოვის ბუშტს, რომელიც მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი, გარკვეული ეგზისტენცია გახდება.

სრული ფილმი

ტელეფონის ზარი / The Phone Call

მატიუ კირკბის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ერთი უცნაური ამბის შესახებ, კრიზისული ცენტრის მოხალისე, იღებს სატელეფონო ზარს უცნობი კაცისგან, რომელსაც დაგეგმილი აქვს თვითმკვლელობა

სრული ფილმი

დიდება ზღვაზე / Glory At Sea

ბეზ ზეიტლინის, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, რომელმაც რეჟისორს მრავალი აღიარება და პრიზი მოუტანა. “დიდება ზღვაზე” Beasts of the Southern Wild სტილის გამორჩეულ ფილმადაა მიჩნეული.

სრული ფილმი

დიდი გაპარსვა / The Big Shave

ლეგენდარული მარტინ სკორსეზეს 1967 წელს გადაღებული მოკლე მეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც აღბეჭდილია ბიჭი, რომელიც იპარსავს პირს.


ელექტრონული ლაბირინთი / Electronic Labyrinth

ჯორჯ ლუკასის ამ ფილმმა გზა გაუხსნა ყველა დროის უდიდეს ფილმებს, როგორიცაა ვარსკვლავური ომები და ინდიანა ჯონსი


მოგზაურობა მთვარეზე / Trip to the Moon

მელიესის ლეგენდარული ფილმი – “მოგზაურობა მთვარეზე”, რომელმაც კინოს მომაცლის გარკვეული ვექტორები განსაზღვრა. ფილმში აღწერილია მეცნიერთა ჯგუფის მოგზაურობა მთვარეზე

 

 

No Comments

Add your comment