ზედა პანელზე გადასვლა

ქართული სუფრის ანატომია

ქართული სუფრის ანატომია

ქართული სუფრის ანატომია

ავტორი: ვალერი ოთხოზორია

არსებობენ ქართული სუფრის მეხოტბეებიცა და მაგინებელნიც. პირველთა ერთერთი არგუმენტი უცხოელის თვალით დანახული ქართული სუფრაა, ხოლო მეორენი უპირისპირდებიან ზღვარგადასულ ქართულ სუფრაზე აპელირებით. ჩვენი მხრიდან უნდა ითქვას, რომ ორივე მხარე სწორია, ვინაიდან არსებობს ქართული სუფრის სახეები. არსებობს უცხოელისთვის გაშლილი სუფრა, რომელზეც ყველაფერი მოხდება უცხოელის აღსაფრთოვანებლად. ქართველმა კარგად იცის, როგორ მოაჯადოვოს უცხოელი. მაგრამ არსებობს სუფრები, სადაც უცხოელები არ არიან და პრობლემებიც აქედან იწყება. და ამავე დროს, გააჩნია უცხოელსაც. ჩვენ გვყავს შინაური უცხოელებიც, რომელთაც განსხვავებულად ვექცევით. სხვა საქმეა სარფიანი უცხოელი, რომლის მოჯადოებაც ძალიან გვჭირდება. სუფრა, მიუხედავად თავისი კონსტანტურობისა, საკმაოდ სიტუაციური წარმონაქმნია დამართვის მანიის“ (. ხვიჩიას ტერმინი) ერისთვის დამახასიათებელ არტეფაქტს წარმოადგენს. სხვანაირად რომ ვთქვათ, სუფრა სიტუაციის სამართავად, მოსამართად გაწყობილი მექანიზმია, რომელიც ფუნქციონირებს ცივი სტრატეგიითაწარმოოს განსხვავებები ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის; სუფრა, როგორც დიფერენცირების სისტემა, განმასხვავებელი ფაქტორი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს საზოგადოებაში. პირველ რიგში, არსებობს მდიდრული და ღარიბული სუფრა. არსებობს საინტერესო, უფრო მეტად მოსალხენი, და უინტერესო, მოსაწყენი, რუტინული სუფრები. არსებობს უბრალო ადამიანების სუფრა და განსაკუთრებულთა (ხელოვანთა, ძალოვანთა, .. კანონიერი ქურდებისა და სხვ.) სუფრები. სუფრა, უდავოდ, მნიშვნელოვანი რეპრეზენტაციის ადგილია, მაშასადამეაღიარების ადგილი, ქართულ კულტურაში.

უმთავრესი, ქართული სუფრის ანატომიის, მისი არსის, სულის გასაგებად ისაა, რომ იგი კაცობრიობის მეორე საფეხურისმითოსის მოდელია. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობას უნდა დაბრალდეს მასთან დაკავშირებული აღფრთოვანებები და გულისწყრომები. კაცობრიობის განვითარების ოთხი საფეხურიტოტემის, მითოსის, რელიგიისა და მეცნიერების ეტაპებად იყოფა. ქართული სუფრა არც იმდენად რელიგიის საფეხურს არ რეპრეზენტირებს, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიასთან დაზავებას იოლად ახერეხებს; მაგრამ მეცნიერებასთან სუფრის შეუთავსებლობა აშკარაა. საკმარისია შეესწროთ ქართველი მეცნიერების სუფრას, რომ თვალში გეცემათ ერთობ გამაოგნებელი ვითარება: როგორ იოლად ივიწყებენ ისინი თავიანთ მეცნიერებას სუფრაზე და დაუბრკოლებლად გადადიან მითოსისგმირებისა და ანტიგმირების, სწორი მითებისა და არასწორი მითების სამყაროშიმეტიც, სუფრისადმი მიდრეკილება შემაფერხებელ მომენტად უნდა ჩაითვალოს მეცნიერების განვითარებისთვის საქართველოში. შეიძლება ითქვას, კომედიის ჟანრს ცდება და ტრაგიკომიკურ ელფერს იძენს, საბჭოთა დროიდან მოყოლებული დღემდე, დისერტაციისა და დესერტაციის მჭიდრო კავშირი. საბჭოთა კავშირმა ქართული სუფრის არანორმალურ გაფურჩქვნაში, მართლაც, დიდი როლი ითამაშა, რის მიზეზებსაც ჩვენ ქვევით შევეხებით.

უცხოელები ვერ ამჩნევენ იმას, რასაც ვამჩნევთ ჩვენ: ქართული სუფრა ერთობ მკაცრი სასამართლოა, სადაც იგმობიან არაავთენტურნი და ჯილდოვდებიან ავთენტურნი; რომელიც ემყარებანამდვილი კაცობისადანამდვილი ქალობისპარადიგმას. სუფრა არის, უდავოდ, გენერალიზებული სისტემა, ფარული თუ აშკარა იერარქიითა და უფლებავალდებულებათა არაფორმალური, მაგრამ მკაცრი კოდექსით. მთავარი კი ისაა, რომ სუფრა მითიურ ბაბილონს წარმოადგენს, უფრო ზუსტადბაბილონის კომპენსაციას, ერთგვარ რეკონსტრუქციას, რომლის ქვეშაც ბევრი ენაა არეული. ქვეტექსტისა და კონტექსტის კონტრასტი და წინააღმდეგობა ქმნის ქართული სუფრის მთელს ამალგამას, რომლის მხოლოდ ზედაპირია უცხოელისთვის ხილული.

საბჭოთა კავშირის დროს ქართულ სუფრას კომფორტის ზონა შეექმნა, ვინაიდან თავად საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა ერთობ მითიურ, უტოპიურ წარმონაქმნს. საბჭოთა, ქართული სუფრა მითიურ დროში მიმდინარეობდა და ამ დროს რეპრეზენტირებდა თავისუფლად. საბჭოთა ეპოქა ქართული სუფრისთვის უკანასკნელი სამოთხე იყო. დამოუკიდებლობის შემდეგ, ეკლესიის გაძლიერებასთან ერთად, ქართულმა სუფრამ მესამერელიგიური საფეხურის ატრიბუტიკა დაიმატა, მაგრამ რა თქმა უნდა, მითიურ და არარელიგიურ სტილში. სადღეგრძელოს ტიპი -„უფალს გაუმარჯოს“, უბრალოდ აზრს მოკლებულია იმ მარადისობის წრეში, რომელშიც ქართული სუფრა იშლება და თავისი სტრუქტურით, პათოსითა და მიმდინარეობით ოლიმპოს ღმერთების ცხოვრებას უფრო ირეკლავს, ვიდრექრისტესა და წმინდანებისას. მაგრამ მეოთხე საფეხურის გაძლიერებამ, რომელიც, რეალურ მეცნიერებამდე, ტრადიციების დასუსტებით, სიტყვის, აზრისა და სინდისის თავისუფლების გაძლიერებითა და გართობის საშუალებების გამრავლებით გამოიხატა, ქართული სუფრა რეალურ კრიზისში შეიყვანა და იგი მნიშვნელოვნად აქცია ხელოვნურ რიტუალად, ერთგვარ, კულტურულ ბუტაფორიად. ჯერჯერობით ეს პროცესი მხოლოდ დაიწყო, მაგრამ გარდამტეხი შედეგები არ მოჰყოლია და ვერც მოყვებოდა, ვინაიდან არ მომხდარა კიდევ უფრო პრიმიტიული, ტოტემური საფუძვლის გაუქმება, რომელზეც სუფრა დგას: ჭამასმისა.

ჭამასმა კაცობრიობის განვითარების პირველი საფეხურისტოტემური ეპოქის წარმონაქმნია. მითოსის ეპოქამდე, კაცობრიობა ამუშავებდა საკვებს თერმულად, ასე ვთქვათგემოებზე მუშაობდა. ტოტემის საფეხურის ადამიანის გემოვნებითი ალღო გაცილებით ძლიერი იქნებოდა, როგორც დაგემოვნებით, ასევე დაყნოსვით, ასევე გემოების სპონტანური შემოქმედებით. ქართული სამზარეულო ცნობილია გემოების მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით. როგორც ამბობენ, ეს არის ერთერთი უმდიდრესი გემოების საბადო მსოფლიოში, ხოლო ქართული სუფრა ეფუძნება, ბუნებრივია, სწორედ ქართულ კერძებს. ამდენად, ქართული სუფრის დეკონსტრუქციის ზღვარი ქართულ კერძებზე გადის, როგორც ქართული სუფრის ჩონჩხზე, მის ხერხემალზე. შესაბამისად, ქართული სუფრა დაიყვანება ქართული კერძების დაგემოვნების რიტუალზე, და ჩვენ, ქართულ სუფრაზე საუბრისას, სწორედ ამ პუნქტიდან უნდა ამოვიდეთ.

ქართული სუფრა ქართულმა კერძებმა წარმოშვა. და სანამ ქართული კერძები იარსებებს, ქართული სუფრაც დღეგრძელი იქნება. სუფრა გაწყობილია ისე, რომ საკომუნიკაციოდ განგაწყობს. კერძების გემოები ითხოვს დასაყოლებელს, სითხეს, უპირატესად ღვინოს, რომელიც ნაირნაირი გაგვაჩნია. დაგემოვნება დაკავშირებულია გემოებით განუმეორებელ ტკბობასთან, რაც აქეზებს ადამიანებს ერთმანეთით დატკბობისკენ. აქედან მოდის ურთიერთტკბილსიტყვაობა, რომელიც რაციონალურად განწყობილ, კრიტიკული თვალით მაყურებელს ფარისევლობად მოეჩვენება, სანამ სუფრის წიაღში ჩაეფლობაკერძები ჩვენგან დროულად დასრულებისგან თავის შეკავებას მოითხოვენ. შესაბამისად, ჩვენ მითიურ საბურველში ვეხვევით, რათა დროის წრიული მანტია მოვისხათ და სტრუქტურირებული, კოსმიური სამყაროს, ჰარმონიული ყოფიერების ვერბალური და საშემსრულებლო რეპრეზენტაცია მოვახდინოთ. ჩვენ ვიწყებთ მითიურ მეტყველებას, რომელიც რიტუალურ სიტყვას ჰგავს, სადღეგრძელოების სახით. ვიწყეთ მადლის გადახდას წასულებისა და არსებულების მოხსენიებით, გაერთიანებით, პატივის მიგებითა და აღზევებით. ვიწყებთ ერთმანეთის განდიდებას, ვინაიდან განვდიდდებით კერძებით, სასმელით, სიმღერითა და ცეკვით. ვერთიანდებით მთელს ჩვენ ტოტემურმითიურ და ისტორიულ იდენტობაში, საიდანაც მოდის რიტუალის მკაცრი წესი და აბუჩად აგდების, როგორც შეურაცხყოფის, უმტკივნეულესად აღქმა (შეურაცხყოფა მითიურ და განსაკუთრებით, ტოტემურ საფეხურზე აღიქმება უმტკივნეულესად, ვინაიდან იგი ნიშნავს ამბოხს შემდეგი საფეხურის მხრიდან, საიდანაც წინა საფეხურის ადამიანი შეურაცხადად გამოიყურება…). ვივიწყებთ ჩვენს წარმავალ ყოველდღიურობას, ჩვენს პატარაკაცობას, წვრილ საზრუნავთა ამაოებას და საათის წიკწიკს კედელზე. ყველა ჩვენი პირადი თუ კოლექტიური, ონტოლოგიური თუ ისტორიული მარცხი ტკბილდება და თხევად სითხეს ერევა, ღვინოს, რომელიც გვიჭირავს, ხოლო მიღწევა, გამარჯვება, მითიური თუ რეალური, კიდევ უფრო ზევდება და გვამაღლებს. ქართული სუფრა ხომ, ისევე, როგორც ქართველი ადამიანის ყოფა, გამარჯვებისაა. ქართველი სუფრაზე ამბობს – „გაუმარჯოსდა ესალმება – „გამარჯვება“…

სუფრა ჩვენი სხეულებრივი არსებობის სიღრმესა და გარდუვალობას, ტოტემისა და მითოსის საფეხურებს, აერთიანებს და მზა სახით გვაწვდის რელიგიურმეცნიერულ საფეხურზე. და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, ბუნებრივად თავს იჩენს დაუოკებელი სიამაყე დანაყრებულშეზარხოშებული ქართველისა, რომელიც ერთერთი უბადლოა თავისი ტოტემურმითოსური საფუძვლის აქ და ახლა პყრობაში. ქართული კერძებისა და ღვინის შესატყვისობაქართულ სიმღერასა და ცეკვასთან, ბრწყინვალედ გვაჩვენებს ქართული სუფრის, როგორც ქართული კულტურის შუაგულის, შეკრულობას. ქართველი, ჭეშმარიტად, სუფრაზე შობილი და სუფრაზევე გარდაცვლილი ადამიანია. მართლაც, საკმარისია თვალწინ დაგვიდგეს დაბადების, ნათლობის, ქორწილისა და ქელეხის სუფრები, რომ ზემოთქმულის ჭეშმარიტებაში ვრწმუნდებით. ამდენად, სუფრა არ არის არც საბჭოთა და არც დამატებითი, ზედაპირული წარმონაქმნი. ქართველ ადამიანზე, ქართულ სადღეგრძელოზე და ქართულ ლოცვაზე მნიშვნელოვანი ქართული კერძი და ღვინოა, ვინაიდან ყველა ზემოხსენებულს ეს ორი რამ წარმოშობს.

ქართული სუფრა, როგორც ტოტემურმითიური საუნჯე, თერაპიული პროცესის ტოლფასია. მხოლოდ, ეს არ უნდა იქცეს გაქცევის ადგილად მეცნიერული საფეხურიდან და რეგრესის მომენტად. ამდენად, სუფრა გამოწვევაა ქართველი ადამიანისთვის, დაიმშვენოს იგი მეცნიერების საფეხურზე და არ რეპრეზენტირდეს, როგორც პრიმიტიული და რეგრესული. მაშასადამე, ქართული სუფრა, ამავე დროს საფრთხეცაა, ვინაიდან ქართველ ადამიანს, ლუარსაბ თათქარიძესავით იოლად შეუძლია მასში ჩაქცევა.     

  

 

No Comments

Add your comment