გიორგი ვაჩნაძე – ფიქრები ეთიკისა და ლოგიკის შესახებ

სიტყვები

გიორგი ვაჩნაძე – ფიქრები ეთიკისა და ლოგიკის შესახებ

გიორგი ვაჩნაძე – ფიქრები ეთიკისა და ლოგიკის შესახებ

ეთიკის შესახებ დაწერილი წიგნი,

ის რომ მართლაც ეთიკის შესახებ ყოფილიყო,

ერთი აფეთქებით,

ყველა სხვა წიგნს მოსპობდაგაანადგურებდა.

                                    ლუდვიგ ვიტგენშტაინი – ლექციები ეთიკაში

 

რა იმალება იმ სიტყვის უკანროგორც ნიავიყურს მიღმა რომ ჩაიფრენსსიტყვა, რომელსაც სიმართლე უნდა გაემხილასიტყვა, რომელიც სამყაროს ცვლისრომელიც ცვლის სიმართლეს – ტყუილზესიტყვა რომელიც ერის თვალს იქცევს და მასებს უკუაქცევსროგორ იქცევა ასეთი სიტყვაროგორ იქცევა ასეთი სიტყვიდან – სიმართლერომელია ხუმრობის ის სიტყვარომელიც ცნობიერებას ეხება და გვაცინებს?

ხშირად ზრდასრული ადამიანი ბავშვივით მეტყველებსხშირად მაშინროდესაც იტყუება, და იტყუება ზოგჯერ მაშინროდესაც თვითონ საკუთარ სიტყვას არ ენდობამეტიც და უფრო სამწუხაროცმიუხედავად ამისახშირადიგივე სიტყვა სიმართლეს ასახავსვიმეორებხშირადმატყუარა მართალს ამბობსმაგრამ მისი სიმართლე დაუმსახურებელია და ყურს არავინ უგდებს.

სიტყვისა და სიმართლის ერთში მოყვანა გულისხმობს მსხვერლპსის ტანჯვით მონაპოვარი და ძალისხმევის შედეგი უნდა იყოსდამსახურებული სიტყვა სიმართლეს მსახურობს და ხმაურობს – ის წონიანია და უნიკალურ გამოცდილებას გულისხმობსსიმართლით სავსე სიტყვა გადმოსცემს იმას, რაც უთქმელია და მისტიური.

ზოგი აუჩქარებლად საუბრობს და ჩაგრულთა სახელით სამყაროს თავდაყირა იგულვებს. სხვები, ხშირიზუსტი და წვრილწვრილი ტყუილებით ფეხქვეშ მიწას აცლიან პირველებსზოგის ტყუილი წმინდანის სიტყვის სიმძიმეს ატარებსამბობენ ნიჭიერ მატყუარასგანსაკუთრებით თუ მისი ტყუილი ღრმა შთაბეჭდილების მომხდენიაისეთივე ტანჯვა აქვს შემონახულიროგორიც უშუალოდ მოსაუბრე გმირსთავისებური სიმძიმე ახასიათებს დაბალ ხმაზე გამოთქმულ სიმართლესის ჰაერს ამძიმებსფილტვებს ტვირთავსშხამივით აღწევსმოგონებად ხარობს და სამუდამო სიმსივნედ იდგავს ფესვებს.

წარმოვიდგინოთ შემდეგი საქმეთა ვითარებაერთი მოლაპარაკე და რამდენიმე მსმენელითითოეული მსმენელი სრულიად სხვაგვარად იგებს მოლაპარაკეს სიტყვებსთითოეული მსმენელის გონებაშიმოლაპარაკეს სიტყვების ამსახველი სრულიად განსხვავებული სურათები იქმნებაწამყვანი მოსაუბრე ყოველივეს ხვდება და ითვალისწინებსმაგრამ არ იმჩნევს და უზრუნველად აგრძელებს მონოლოგსმონოლოგი დასასრულს აღწევს და საზოგადოება იფანტება

არის თუ არა ზემოთქმულიტყუილის ან თუნდაც გაუგებრობის სამაგალითო შემთხვევა?

განვაგრძოთ

მეკითხებით: „რას გულისხმობ?“. ამ კითხვას რამდენიმემაგრამ სასრული რაოდენობის პასუხი შეესაბამებაერთ შემთხვევაში – მე ვგულისხმობ სწერად იმას რაც ვთქვიმაგრამ რას ვგულისხმობ ამ უკანასკნელითშემდეგსჩემი სიტყვები ნათელყოფას არ საჭიროებს და პასუხისმგებლობა გადმოვიდა შენზე .მსმენელია ამ შემთხვევაში ვალდებულირომ ნისლი გაფანტოს და ნათქვამი გაიგოს.

მეორე შემთხვევაშიროდესაც სიტყვების მნიშვნელობამართლაც არა საკმარისად მკაფიოდ არის გამოხატულიწამყვანი მოსაუბრე ორი არჩევანისუფრო სწორად – ორი ნათელყოფის ხერხის წინაშე იმყოფებაპირველიეს არის ნათელყოფაროგორც ახალი წინადადებების მოწოდებაიგივე – ახსნა და განმარტებახოლო მეორე – მითითებისა და სახელდების ხერხიმაგალითად წინადადება: „ლურჯი სკამი გატეხილია“, კითხვა: „რას გულისხმობ?“, სიტყვიერი პასუხის ნაცვლად მოსაუბრე მიუთითებს მისი წინადადების პროექციას რეალურ სამყაროშითვით ფიზიკურ მატერიალურ ნივთსიმ საქმეთა ვითარებას რომლებსაც აღწერს მტკიცებითი მოწყობილობის მქონე წინადადება: „ლურჯი სკამი გატეხილია“. მითითებისა და სახელდების ხერხიავსტრიელი ფილოსოფოსის ლუდვიგ ვიტგენშტაინის ენისა და მნიშვნელობის თეორიაშიერთერთ ყველაზე საინტერესო და ძირეულ დანიშნულებას ასრულებსერთი შეხედვით ტრივიალური კომუნიკაციური ჟესტი – მითითებასინამდვილეშიენისა და რეალობის გამყოფი კლდეკარიაამავდროულადვიტგენშტაინის ფილოსოფიაზე დაყრდნობითენის ზღვარი სამყაროს ზღვარს განაპირობებსის რაც ენის მიღმააის ასევე სამყაროს მიღმაამაგრამ პარადოქსულად წინადადებას გააჩნია მნიშვნელობარომელიც აუცილებლად ამ წინადადების მიღმა უნდა იყოს და ერთგვარი გაგებით ამ წინადადებისგან დამოუკიდებელიმაგრამ ამ ტიპის მსჯელობასაც ჩიხში მივყავართენის მიღმა არის რეალობარომელიც შეცნობას არ ექვემდებარება და სწორად ეს არის მისტიური და სწორად ეს არის შემზარავი.

და განვაგრძოთ

აზრი ზოგადადრომელიც ყოველთვის სიტყვის მიღმა იმყოფება (ვინაიდან ყოველთვის შესაძლებელია უკეთესი ახსნის წარდგენა და გამოხატვის ხერხების უსასრულოდ დახვეწაიქნება ის აღქმად სამყაროში მოთავსებული, თუ აბსტრაქტულ ცნებებში მოაზრებულიყოველთვის უსხლტება ენას, რომელიც მის ერთხელ და საბოლოოდ სიმბოლოებში მოქცევასა და გაყინვას ცდილობსის რაც მისტიურიაენის ფილოსოფიაში (განსხვავებითდავუშვათრელიგიასა და მითოსისგანუფრო კომფაქტურადაა წარდგენილიარის ის, რომელიც მუდამ გაურბის აღწერასგანმარტებას და შემეცნებასიგივერაც ენაში და შესაბამისად ადამიანის აზროვნებასა და სამყაროში ადგილს ათავისუფლებს – არღვევს რა ენისსამყაროსგონებისცხოვრების წესის ზღვარს და მათივე ზრდაგანვითარების საწინდარია.

ისევ

რას ნიშნავს ეს შენი წინადადებასად არის ისრასაც წინადადება ნიშნავს? დააკვირდი სიტყვას – ნიშნავს და სიტყვას – ისსწორად ეს სიტყვები „აგდებენ“ აზრს წინადადებიდანწინადადება ერთდროულად მოიცავს საკუთარ აზრს და მიუთითებს რაღაცასმისგან განცალკევებულს როგორც მის აზრსჩემი ხელიწინადადების აზრის მსგავსადერთი გაგებით ჩემგან განუყოფელია (მოჭრილ ან გაკავებულ ხელზე არ არის საუბარიდა მეორე გაგებით მკაფიოდ განცალკევებულია იმისაგანრასაც მე „მე“ ვუწოდებსხვანაიროდ მე ვერ ვიტყოდი რომ ეს ჩემი ხელიააზრიანი წინადადებაგრავიტაციის კანონის ზემოქმედების ქვეშ მყოფი სხეულების მსგავსადარ არის ცალმხრივი ზემოქმედების შედეგიყველა სხეული ერთდროულად იზიდავს და განიზიდავს ყველა სხვა სხეულსაზრი ერთდროულად წინადადებაშია და წინადადების მიღმააერთი სიტყვით – დიალექტიკურია.

შენ იტყვი… 

სიტყვის მიღმა მხოლოდ საგანია – სხვა არაფერიმისტიციზმი უადგილოა!“ 

არის თუ არა „საგანი“ სიტყვასიტყვათა შორისდა არის თუ არა სიტყვაც ერთგვარი საგანიდა ვიმყოფებით თუ არა მე და შენ ენის საპყრობილეში?

ეს მხოლოდ სიტყვების თამაშიასიტყვა „საგანი“ კონკრეტულიშეზღუდული მნიშვნელობის მატარებელია და ის მიუთითებს ნებისმიერ კონტექსტშიან თუნდაც ერთ კონტექსტში მაინცრაღაც შეგრძნებად ერთიანობასრომელიც შემიძლია დავინახომოვისმინოდავაგემოვნო ან რაიმე სხვა გზით დავრწმუნდე მის არსებობაშისიტყვებისა და წინადადების გამოუყენებლად.“

ნამდვილადმაგრამ ამ შემთხვევაშიშენ მხოლოდ შეიგრძენი საგანი და შენ არ იცი ეს საგანისაგნის შეცნობაამ საგნის მოსაზრებას გულისხმობს და საზრისის არსებობაზე მხოლოდ ენა მოწმობსცოდნასა და კომუნიკაციას ანასხვავებს მხოლოდ ისრომ ცოდნა გაშინაგანებული კომუნიკაციური აქტებისგან შედგებაცოდნა არის შინაგანი დიალოგი.

თუ ორი ადამიანიმორიგეობითსხვადასხვაგვარად შეიგრძნობს ერთი და იგივე საგანსმაშინ ისინი ორ სხვადასხვა საგანს აღიქვავენ და ისაუბრებენ ისეთითქოს ოთახში ორი სხვადასხვა საგანია და ეს გაგრძელდება იქამდესანამ მესამე პირი არ შეატყობინებსრომ ეს ერთი და იგივე საგანი იყოამ შეტყობინების შედეგადან ისე მოხდებარომ მათი საგნის შეგრძნებითი აღქმა შეიცვლება (მათი შეგრძნებები „შესწორდება“) და ოთახში ერთი საგნის არსებობაზე შეთანხმდებიანან ისინი მესამე პირს ყურს არ დაუგდებენ.

ბევრისთვის აღქმადიიგივე – შეგრძნებადი სამყაროპირველადიაოპტიკური ილუზიები ან ორიოდენ წუთი დაფიქრებაამ დაშვებას მარტივად უკუაგდებენხშირად სიტყვამ შეიძლება შეგვისწოროს აღქმა და გვიკარნახოს თუ როგორ უნდა დავინახოთ ნახატი, ან მოვისმინოთ მუსიკალური ნაწარმოებისიტყვა „საგანი“ კვლავ თავის ენიგმატურობას უბრუნდებამას არ გააჩნია მნიშვნელობა და მას არ შეიძლება რომ არ გააჩნდეს მნიშვნელობა.

დავუშვათ მართლაც ვაღიარეთრომ ენის საპყრობილეში ვიმყოფებითროგორ ვიმოქმედოთოღონდ არ გაბედო მითხრარომ ყველაფერი დაშვებულიაიქიდან გამომდინარერომ ჩვენ ვერასდროს დაზუსტებით ვერ გამოვერკვევით ჩვენი სიტყვების აზრსა თუ მნიშვნელობაში და ვერც რაიმე წესიერების პირობების დადგენას შევძლებთ.“

მიუხედავად იმისარომ ნებისმიერი წინადადება უსასრულო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა (იქნება ეს მითითებით „დადგენილი“ მნიშვნელობა თუ დამატებითი სიტყვებითა და სიმბოლოებით მომარაგებული ურთიერთმიმართებების ერთობლიობადა საბოლოო განმარტებას ყოველთვის გაურბისეთიკური რელატივიზმი აუცილებლობით არ გამომდინარეობს.

ვიტგენშტაინის მიხედვითეთიკა ტრანსცენდენტური ან სხვა სიტყვებითეთიკა და ესთეტიკა ერთიაეს არ ნიშნავსრომ ნებისმიერი ქმედებანებისმიერ მომენტში დაშვებულიაპრობლემა მდგომარეობს არა უმოქმედობაში და არც მოქმედებაშიარამედ ამა თუ იმ ქმედების განხილვაშიადამიანს არ ძალუძს ახსნას მისი საქციელიქმედება უბრალოდ მოცემულია და გარდაუვალისიტყვა „ქმედება“ და სიტყვა „საგანი“ ერთი და იგივე პარადოქსებთან გვაახლოვებსორივე ენის მიღმააისინი ერთი და იგივე „ტიპის“ საგნებია, ე.საერთო ონტოლოგიას მიეკუთვნებიან.

განვავრცოთ

ეთიკური საკითხები უშინაარსოაეთიკას რაციონალური განზომილება არ გააჩნიამსჯელობა საჭიროა იმისთვისრომ ჩვენ ვისაუბროთ ეთიკის „გარშემო“, ისერომ გათვლილად არ შევეხოთ ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებსმაგრამ სწორად ეს გათვლილი ხელშეუხებლობა გამოავლენს ეთიკის პარადოქსულობასმის ჭეშმარიტ ტრანსენდენტურ ბუნებას.

ენაკერძოდ მეცნიერული ენა მხოლოდ ფაქტებსა და ფარდობითად დადგენილ ფასეულობებს განიხილავსსწორად ამიტომმეცნიერული ცოდნა ვერასოდეს გაგვაცნობს ეთიკურ ჭეშმარიტებებს.

ფილოსოფიის დანიშნულება არის ზედმეტი ლაქლაქის ჩამოშორებაეთიკური თეორიებისა და ადამიანის ქმედებების ინტერპრეტირების მიმართ მიდრეკილების ერთხელ და სამუდამოდ მოსპობაენით დაჩრდილული სიმართლე უნდა გამოვლინდეს.

ასეთი ლაქლაქის ერთერთი ნათელი მაგალითი არის ქრისტიანობა და ქრისტიანული მრწამსივიტგენშტაინი მკაფიოდ გვისაბუთებს, რატომ ვერასდროს ვერ მოახერხებს ქრისტიანი მორწმუნე გამოთქვას რაიმე აზრიანი, ღმერთისა თუ ეთიკის შესახებ. განსაკუთრებითროდესაც ღმერთი და ეთიკა ერთიაქრისტიანობა ისტორიულ ნარატივს გვიშლის და გვიბრძანებს „დაიჯერე!“. ნარატივი უნდა მივიღოთროგორც მოცემულობადა ეს ვერ იქნება დამაჯერებელიეს არის ძალაუფლების ფორმა და არა – სიმართლის.

ღმერთიეთიკარელიგიაესთეტიკა და ის რაც მისტიურია ვიტგენშტაინის ფილოსოფიის გადმოსახედიდან ერთმანეთის იდენტურიაეს ხუთი სიტყვაერთი და იგივეს აღნიშნავსმაგრამ ის რასაც ეს სიტყვები აღნიშნავენის „საგნები“ თუ „ქმედებები“ სამუდამოდ ენის მიღმა იმყოფებიან და მათ შესახებ საუბარიმათი განხილვა და ამა თუ იმ აღმნიშვნელთა სისტემაში (სიტყვებშიწინადადებებშისიმბოლოებშიხატებში თუ ეკლესიურ რიტუალებშიმოყვანა და განფენა თავისთავად ტყუილისმანიპულაციისა და ხალხის გონების ჩაკეტვის ინსტრუმენტიაერთი სიტყვითიდეოლოგია.

ღმერთის ხსენებათავითავად ტყუილია განურჩევლად იმისა თუ რა ავტორიტეტის პოზიციიდან გვესაუბრებიანრწმენა და სიმართლე ერთმანეთისგან სრულიად გამიჯნული ცნებებიარელიგია ვერ პასუხობს მეცნიერულ კითხვებსჭეშმარიტებისა და მცდარობის საკითხიმეცნიერული საკითხია და ღმერთი ეს არის შინაგანი მდგომარეობარომელსაც ვერავინ ვერავის გაუზიარებს და ვერც ასწავლისამ უკანასკნელი დებულებიდან გამომდინარემეტად საეჭვო არის ქართული მართმადიდებლური (თუ სხვაეკლესიის ნამდვილი დანიშნულებაროდესაც ნათელიარომ ერთადერთი ნამდვილი ეკლესიაიგივე – ღმერთის კერათავად ინდივიდიa.

ქრისტიანობის ჭეშმარიტი მოძღვრება მდგომარეობს ცხოვრების აქტიურ ქმნადობაშითავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში. ინდივიდი სუბიექტის შინაგან გარდაქმნაში და არა გაზეპირებული და უაზრო რიტუალების გამეორებაშიწარმავალი და დროებითი შვების მიღება და შემდგომისევ იგივე სოციოეკონომიკურ თავზარში დარჩენასწორად ეს არის ის რასაც დღეს მართმადიდებლური ეკლესია გვთავაზობს.

რწმენაროგორც ბრმა მორჩილება არის ყველაზე საზარელი და გაუმართლებელი გზაის არ არის გამოსავალიის არის სიბრმავისა და ლაჩრობის მიმანიშნებელიისევეროგორც ფილოსოფიურ მსჯელობაშიმორალურეთიკური დოქტრინებიწესიერებისა და უწესობის აბსტრაჰირებული კანონებიძალაუფლებისა და იდეოლოგიის მიმანიშნებელია.

შეუძლებელია ზოგადეთიკურიმეცნიერული თეორიის ჩამოყალიბებაეთიკა არის პრაქსეოლოგიური და ინდივიდუალურიყველა სხვა შემთხვევაშისაქმე გვიჭირავს პირადი ინტერესებისკენ მიმართულძალაუფლებრივ ინსტიტუციებთან და ინდივიდებთანიქნება ესეკლესიასკოლაჯარიუნივერსიტეტი თუ კვლევითი ცენტრი.

  

ბიბლიოგრაფია:

•Arnswald, U. (2009). In Search of Meaning: Ludwig Wittgenstein on Ethics, Mysticism and Religion. Karlsruhe: Universitatsverlag Karlsruhe .

•Baker, G. P., & Hacker, P. M. (2005). An analytical commentary on the “Philosophical investigations”. Malden (Mass.): Blackwell publ.

•Wittgenstein, L., & Ogden, C. K. (2005). Tractatus logico-philosophicus. London: Routledge.

•Wittgenstein, L. (1992). Philosophical investigations. Oxford: Blackwell.