კატეგორია: ვიზუალური ხელოვნება

სიტყვები

საკურა-შირო – ფოტოები კარანტინიდან

საკურა-შირო – ფოტოები კარანტინიდან

თვითნასწავლმა ფოტოგრაფმა საკურა-შირომ იზოლაციის პერიოდი ქუთაისში გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ის თავს ფოტოგრაფს არ უწოდებს, ინსტაგრამზე სქროლვისას მისი ფოტოები ყოველთვის ყურადღებას იპყრობს სისადავით, გულწრფელობითა და რეალობაზე შეუპოვარი რეფლექსიით. საკურას ფოტოებში თანამედროვე ადამიანი და საბჭოთა, მწყობრიდან გამოსული სივრცეები ორგანულად თანაარსებობენ, ერთმანეთთან გაუცხოებული ეს ხატები მის ობიექტივში რიგდებიან თითქოს და თანხმდებიან, ზოგჯერ დეფორმირების, ზოგჯერ ერთმანეთში გადაზრდის ხარჯზე. …

კარანტინში შექმნილი ხელოვნება: დედოფლის ქრონიკები

კარანტინში შექმნილი ხელოვნება: დედოფლის ქრონიკები

დამიან ფროსტი წლების განმავლობაში იღებდა ფოტოებს ლონდონის ალტერნატიულ-ქვიარ სცენაზე. “ინტეპრეტაციული დოკუმენტაცია”  – სილუეტები წვეულებებისა და კლუბების შუქების ფონზე, ეს ფოტოგრაფის მუდმივი საქმიანობა იყო, ხოლო, როცა მარტის თვეში ლონდონი ჩაიკეტა, ფროსტმა იცოდა, რამდენ საინტერესო კადრს გამოტოვებდა მისი ფოტოკამერა, შესაბამისად, მან ალტერნატიული გზა იპოვა, სახლიდან გაუსვლელად, ვიდეო ქოლის დახმარებით დაიწყო მუშაობა და შექმნა პროექტი – დედოფლის პორტრეტები …

მარი ყალაბეგაშვილი – აუზის სამკაული

მარი ყალაბეგაშვილი – აუზის სამკაული

ზამთრის არდადეგების პერიოდში, უნივერსიტეტის სიშორისა და ოჯახური სიტუაციის გამო ვიცოდი, რომ სახელოსნოში იმ სიხშირით ვეღარ ვივლიდი, როგორც ადრე. სამუშაო პროცესი რომ არ მიმეტოვებინა და არ მოვდუნებულიყავი, გადავწყვიტე, დავკვირვებოდი ჩემთან ახლოს მყოფ ადგილებს. თავდაპირველად გამახსენდა ვაჟა-ფშაველას მეტროსთან, მარიჯანის ქუჩაზე, მდებარე ყოფილი აუზი, რომელთანაც ერთი ფერადი მოგონება მაკავშირებს: მახსოვს ცხელი ზაფხულის ერთი დღე, როცა ბავშვები ეზოს აუზში …

Sailboats and Swans – პატიმრების პორტრეტები

Sailboats and Swans – პატიმრების პორტრეტები

Sailboats and Swans არის ებრაელი ფოტოგრაფის, მიხეილ ჩელბინის პროექტი – ფოტოსერია, რომელიც მოგვითხრობს უკრაინისა და რუსეთის, რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული ციხის პატიმრების შესახებ. დანაშაული განსხვავებულია – ქურდობა, თავდასხმები, მკვლელობა… ეს ყველაფერი კი, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მთლიანი მოცემულობით საკამოდ საინტერესო და იდუმალია. ფოტოები ძირითადად, გადაღებულია ციხის ყველაზე ესთეტიკურ, უჩვეულო წერტილებში, რაც ერთგვარი ხერხია, ადამიანების დანაშაულებრივი მდგომარეობიდან გამოსაყვანად …

დეივიდ ლინჩი – კინოს მიღმა

დეივიდ ლინჩი – კინოს მიღმა

დევიდ ლინჩი ფართო მაყურებლის წინაშე პირველად 1977 წელს წარდგა, როდესაც ეკრანებზე მისი პირველი სრულმეტრაჟიამი ფილმი, ამერიკული სიურეალისტური საშინელებათა ჟანრის სურათი – საშლელთავა გამოჩნდა. აქიდან მოყოლებული ყველასთვის ნათელი იყო, რომ ხელოვნებაში ახალი, სრულიად სხვა სიტყვის მქონე ფიგურა გამოჩნდა. ასეცაა. შეუძლებელია ლინჩის წარმოებული ხელოვნება რომელიმე ჟანრს მივაწეროთ, ის რაღაც მიღმიერ სამყაროში დგას, შეიძლება ასეც ვუწოდოთ – მეტა-ავანგარდის …

რობერტ ვილსონი – Voom Portraits

რობერტ ვილსონი – Voom Portraits

ვისაც უყვარს თეატრი, და ზოგადად ხელოვნება, ყველამ იცის ვინ არის რობერტ ვილსონი. თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რეჟისორი, რომელმაც ხელოვნების მოცემული დარგი უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა და ფაქტობრივად ყველა შესაძლო რესურსი გამოიყენა / იყენებს, საკუთარი ნაწარმოების წარმოებისთვის. გარდა სპექტაკლების დადგისა, რობერტ ვილსონი გატაცებულია ვიდეო ინსტალაციების კეთებით. მას ეს იდეა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში …

სლავა მოგუტინი – მეამბოხე ჰომოსექსუალიზმი

სლავა მოგუტინი – მეამბოხე ჰომოსექსუალიზმი

დღევანდელ ბლოგში გაგაცნობთ წარმოშობით რუსი არტისტის, სლავა (იაროსლავ) მოგუტინის შემოქმედებას. ახალგაზრდა მოგუტინი საზოგადოების წინაშე 80-იან წლებში გამოჩნდა, ეს ის დროა, პერესტროიკია და რამე, სიტყვის ასე თუ ისე ნორმალურ ხმაზე გაჟღერებას რომ ბედავდნენ. ამ პერიოდის რუსული ხელოვნება განსაკუთრებით საინტერესოა, მთელი თავისი მწერლებით, პოეტებითა და მხატვრებით, არც მუსიკოსებს დაეწუნებათ რამე. მოგუტინი ხმაურობს. ლაპარაკობს ტაბურებულ თემებზე, ღიად აფიქსირებს …