კატეგორია: თარგმანი

სიტყვები

რა არის ”ღვთისმოსაობის მოძრაობა?” – ინტერვიუ საბა მაჰმუდთან

რა არის ”ღვთისმოსაობის მოძრაობა?” – ინტერვიუ საბა მაჰმუდთან

თარგმნა: ლილე ლოლიაშვილი   საბა მაჰმუდი, ანთროპოლოგიის პროფესორი, ავტორი წიგნისა – ”ღვთისმოსაობის პოლიტიკა”   რა არის ”ღვთისმოსაობის მოძრაობა?” ქალები და გოგონები  მთელს შუა აღმოსავლეთში და ბევრ სხვა ადგილას – მალაიზიაში, ინდონეზიაში, პაკისტანში, ბანგლადეშში ფორმალურ დონეზე სწავლობენ ისლამს. ისინი იმახსოვრებენ ყურანს, იმეორებენ მას თაჯვიდთან ერთად —წესები, რომლის მიხედვითაც ყურანის დამახსოვრება ხდება. სწავლობენ ჰადითს — წინასწარმეტყველის  სიტყვისა …

პოლ ფორი – ლექსები

პოლ ფორი – ლექსები

თარგმანი: ბადრი თევზაძე    პატარა თეთრი ცხენის დატირება იყო ავდარში პატარა ცხენი, ვინაც ავდარში მედგრად იბრწყინა. ეს იყო თეთრი, პატარა ცხენი, ყველანი უკან და ის კი – წინა. არ აღირსებდა ბუნება კრული კარგი ამინდის სინათლით ბრწყინვას და არ უხილავს მას გაზაფხული არც თავის უკან და არცა წინა. მაინც კმაყოფილს შავ წვიმაში მინდორთა შინა მარდად დაჰყავდა …

ფრანსის ჟამი – ლექსები

ფრანსის ჟამი – ლექსები

თარგმანი: ბადრი თევზაძე   მე მივდიოდი ხეხილნარში მე მივდიოდი ხეხილნარში, სადაც მზის გულზე ჟოლოს ბუჩქნარებს ამღერებდნენ ცელქი ფუტკრები. ცა იყო ლურჯი და ვიყავი მაშინ ჭაბუკი. მე მთებთან ახლოს დავიბადე და ჩემი სული, ვგრძნობ, რომ ამ მთების წმინდა თოვლით არს ავსებული და ჭირხლისფერი ნაკადებით და მწვერვალებით, სად დაუდიათ ფრინველებს ბუდე და ფრენენ ლაღად ჰაერით და გზნებით …

ვერონიკა ტუშნოვა – ლექსები

ვერონიკა ტუშნოვა – ლექსები

თარგმნა ვასო გულეურმა *** ჩვენ ნება არა გვაქვს სიყვარულის. უფლება ვერ ვპოვეთ დაძალებით. რაც ჩვენ გვაკავშირებს, დავივიწყო ბედისგან მკაცრად მაქვს ნაბრძანები. მაგრამ მაინც მახსოვს, ყველას ჯიბრზე, ტრფობის საათები ნეტარების,  რიცხვი სამახსოვრო შეხვედრების – ჩემია. მარადჟამს ჩემთან არის! დაბლა გაფენილი სქელი კვამლი მასში მოციმციმე ნაპერწკლებით, მინდორში მდგარი ხე, ტოტებამდე ჩამოსულ ღრუბლებით დავერცხლილი… ვაგონი, წყვდიადში რომ მიქრის …

პიერ კლოსოვსკი: ნიცშე, პოლითეიზმი და პაროდია

პიერ კლოსოვსკი: ნიცშე, პოლითეიზმი და პაროდია

თარგმანი: გიგლა გონაშვილი (ამონარიდები) „თქმულება, fabula გამოედინება ლათინური ზმნიდან fari, რომელიც ერთდროულად წინასწარ-მეტყველებას და წანწალს ნიშნავს – ბედის[1] წინასწარმეტყველებას და წანწალს, რაკი fatum ასევე fari-ს წარსული დროის მიმღეობაა. ამგვარად, როდესაც ვამბობთ, რომ სამყარო თქმულებად იქცა, ამით ვამბობთ, რომ ის ბედისწერაა (fatum); ჩვენ [უმიზნოდ] დავხეტიალობთ, მაგრამ ამ ხეტიალში ვწინასწარმეტყველბთ, წინასწარ ვამბობთ ბედს (საბოლოო დანიშნულებას). … სამყაროს …

ვლადიმერ მაიაკოვსკი – შარვლიანი ღრუბელი

ვლადიმერ მაიაკოვსკი – შარვლიანი ღრუბელი

მთარგმნელი: დავით გაჩეჩილაძე   (პროლოგი) აზრებს, რომლებიც გებადებათ თქვენ, ჭკუათხელებს, როგორც ლაქიას გადაბღენძილს გაქონილ ტახტზე, გულის სისხლიან ნაფლეთებით მე გავახელებ, კადნიერებით მთლად მოვშხამავ და გავამასხრებ. მე სულში არ მაქვს ჭაღარის ღერიც, და არც სიბერის ნაზი იერი, ქვეყნიერება გავაყრუე მძლავრი ხმის ჟღერით, აი, მოვდივარ ოცდაორი წლის მშვენიერი. ვიოლინოზე სიყვარული ნაზებს გადააქვთ, ტლანქებმა ტიმბანს სიყვარულით ხმა ააყოლონ, …

სიუზან სონტაგი – არტოსკენ გზაზე

სიუზან სონტაგი – არტოსკენ გზაზე

მთარგმნელი: შოთა იათაშვილი 1973 ნებისმიერი დაწერილი “საგანი” არაერთმნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, იგი განუმეორებელი, განსაკუთრებული და ასე თუ ისე უკვე გადადგმული ნაბიჯია. მეორე მხრივ – ზელიტერატურული (ხშირად მყვირალა, ზოგჯერ ირონიული) განცხადებაა აზროვნებისა და ხელოვნების ზღვრული გაგების ფარგლებში ლიტერატურის არასაკმარისობის შესახებ. აღებული, როგორც იდეალური პროექტი, აზრი იძლევა ისეთ მასშტაბს, რომ ნებისმიერ მზა “საგანი” განწირულია შეზღუდულობისათვის. მსგავსად გმირული აზროვნებისა, …

ლეო ფერე – ლექსები

ლეო ფერე – ლექსები

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ   ანარქისტები ასში ერთს თუ იპოვით, იღბლიანი იქნებით! თუმცა ჩვენი ქვეყანა ითვლის ასეთ ფიგურებს – ბევრი ესპანელია – ალბათ, იქ ვერ იგუეს ანარქისტები.   გზებს მოედნენ კირწყლიანს, ბევრი დარტყმა იწვნიეს. თოფს ყვირილი ერჩივნათ და ხმა არ ჩახლეჩიათ. არც დღეს სხედან უჩინრად, გული გადმოუშლიათ და სული აქვთ აცრილი უცნაური აზრებით.   ასში …

ჟაკ ბრელი – ლექსები

ჟაკ ბრელი – ლექსები

    ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ   ამსტერდამი ამსტერდამის პორტში მეზღვაური მღერის იმ განცდაზე, ხმელეთს დაბრუნებულს რომ სდევს. ამსტერდამის პორტში მეზღვაურებს სძინავთ, ვით ნაპირზე მძიმედ ჩამოშვებულ დროშებს. ამსტერდამის პორტში თავს იხრჩობენ ურჩად მეზღვაურნი ლუდში, დრამასა და შფოთში. ამსტერდამის პორტში, მეზღვაურთა წყება კვლავაც იბადება ოკეანურ შტორმში. ამსტერდამის პორტში მეზღვაურებს შიათ, სუფრა გაუშლიათ უქათქათეს ჰოლში. კბილები აქვთ …

თეოდორ ადორნო – წინსვლა

თეოდორ ადორნო – წინსვლა

(1962) გერმანულიდან თარგმნა ლუკა ნახუცრიშვილმა ეძღვნება იოზეფ კიონიგს   წინსვლის კატეგორიის თაობაზე თეორიული ანგარიშგება მოითხოვს, მას ისე ახლოდან დავაკვირდეთ, რომ მისმა როგორც დადებითმა, ისე უარყოფითმა ხმარებამ მოჩვენებითი თავისთავადი სიცხადე დაკარგოს. მაგრამ ამგვარი სიახლოვე ამავდროულად კიდევაც აძნელებს ანგარიშგებას. არცერთი ცნება არ გვადნება ხელში ისე [ადვილად], როგორც „წინსვლა“, როცა ვიწყებთ იმის დაზუსტებას, თუ მაინც რას გულისხმობს ის, …