კატეგორია: თეატრი

სიტყვები

დრამის სტრუქტურული თავისებურებები სარა კეინის პიესაში ,,ფსიქოზი 4.48“

დრამის სტრუქტურული თავისებურებები სარა კეინის პიესაში ,,ფსიქოზი 4.48“

ავტორი: გუგა მგელაძე   მეოცე საუკუნის  50-იანი წლების თეატრალური სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი ეტაპი აბსურდის დრამის ესთეტიკის შექმნის და გავრცელების შედეგად დაიწყო. ამ ფრანგული მიმდინარეობის თავისებურებები ცნობილმა მკვლევარმა და მთარგმნელმა ნიკო ყიასაშვილმა ასე  ჩამოაყალიბა: ,,აბსურდისტები, უპირველეს ყოვლისა, უარყოფენ ფარსისა და ტრაგედიის კატეგორიულ განცალკევებას’’. ეს იმას ნიშნავს, რომ წაიშალა ზღვარი ტრაგედიასა და კომედიას შორის, თუმცა ჟანრობრივი …

ლევან ხეთაგური – თეატრი და ეპიდემიური ისტერიკა

ლევან ხეთაგური – თეატრი და ეპიდემიური ისტერიკა

    ძალიან არ მომწონდა როდესაც ყველა იმეორეობდა, „სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო“, „შეიცვალა სამყაროს წესრიგი“ და ასე შემდეგ  – ჟღერს ბანალურად, ანტიკური ფილოსოფოსების ანდა ბიბლიური წინასწარმეტყველების პოზაში მდგარი იმიტაციით, ისტერიზმის მალვით. მაგრამ არ დაგიმალავთ და ისტერიკა ცალსახად შეინიშნება ყველგან. ჯერჯერობით აქამდე არცერთ პანდემიას არ შეუცვლია სამყარო. შეიძლება წარმოვიდგინოთ, თითქოს ვიცოდით, როგორი იყო სამყარო …

ლევან ხეთაგური – გურჯიევი და საშემსრულებლო ხელოვნება

ლევან ხეთაგური – გურჯიევი და საშემსრულებლო ხელოვნება

გურჯიევი და საშემსრულებლო ხელოვნება[1]   1915 წელს გურჯიევმა დაწერა (ან უფრო დაზუსტებული იქნებოდა დაიწყო იდეის დამუშავება. მაგრამ ეს თარიღია, როცა მსგავსი ცნობა პირველად ჩნდება რუსულ პრესაში და ამ ინფორმაციას იხსენებს უსპენსკიც[2], რომელიც მაშინ არ იცნობდა გურჯიევს) და დაიწყო მუშაობა განხორციელებაზე (ამის სრულ დასტურს ჩვენ ვერსად ვერ ვპოულობთ, თუმცა ვიცით რომ ხელშეკრულება თბილისის ოპერისა და ბალეტის …

,,ჰამლეტი’’, როგორც ინტერტექსტი ტომ სტოპარდის პიესაში

,,ჰამლეტი’’, როგორც ინტერტექსტი ტომ სტოპარდის პიესაში

ავტორი: გუგა მგელაძე   ,,ჰამლეტი’’, როგორც ინტერტექსტი ტომ სტოპარდის პიესაში – ,,როზენკრანცი და გილდენსტერნი მკვდრები არიან’’   სტრუქტურალიზმის და პოსტსტრუქტურალიზმის დომინანტობის პერიოდში,  ცნობილი ბულგარელი ფილოსოფოსის და ფსიქოანალიტიკოსის  იულია კრისტევას მიერ შემოღებული იქნა ტერმინი „ინტერტექსტუალობა“. ეს ტერმინი, რომლის  ფილოსოფიურ-კულტუროლოგიური კონოტაციის საფუძველი მან მიხაილ ბახტინის ნაშრომების ანალიზის შედეგად შექმნა, სწორედ პოსტმოდერნიზმის ეპოქაში გახდა  ფუნქციური. პოსტსტრუქტურალისტური  თეორიის მიხედვით, …

როლან ბარტი – ახალგაზრდა თეატრის ორი მითი

როლან ბარტი – ახალგაზრდა თეატრის ორი მითი

ფრანგულიდან თარგმნა მარინა ბალავაძემ.   ნაწყვეტი წიგნიდან – “მითოლოგიები“   ახლახან ჩატარებული ახალგაზრდა დასების კონკურსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ახალგაზრდა თეატრი დიდი ენთუზიაზმით ითვისებს ძველი თეატრის მითებს (იმდენად, რომ ძნელი დასადგენია, რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან). მაგალითად, ცნობილია, რომ ბურჟუაზიულ თეატრში მსახიობი მთლიანად უნდა “შთანთქას” როლმა, უნდა იწვოდეს და თან იცლებოდეს; ამიტომაც გამოიხატება ეს წვა სითხეში. ერთ …

ადრიან პიოტროვსკი – ელენა ლეის დაცემა

ადრიან პიოტროვსკი – ელენა ლეის დაცემა

თარგმანი: ვალო ჩაჩუა                         დრამა 5 მოქმედებად.   მოქმედი პირნი იულიუს ჰექტორ მაკფერსონი (ნავთობის მეფე). ელენა (მისი ნათესავი). გეზი (მუშათა წინამძღოლი). ბრიქსი (საიდუმლო პოლიციის აგენტი). ბენიამინ პრიამუსი (სენატის პრეზიდენტი). პუპუსი: გრობუსი: –   > მეცნიერები. კუბუსი: I სენატორი. II სენატორი. ფლორანსა. ბეტსი. ლიზი. მარშალი. პოლიციის უფროსი. ორი პოლიციელი. მეტრდოტელი. ორი ბანდიტი. მუშები, მოცეკვავეები. გამყიდველი. ბებიაქალი. მღვდელი. …

შარლ ნოდიე – პროსპექტუსი შერჩეული გილბერ დე პიქსერეკურის თეატრზე

 რომანტიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი შარლ ნოდიე რეფლექსირებდა მის თანამედროვე პოლიტიკურ სივრცეში. რევოლუციამ, რომელსაც ის ბავშვობაში შეესწრო, განსაზღვრა მისი ხედვები რეჟიმის შესახებ. ავტორი, ლიტერატორი და ჟურნალისტი აქვეყნებდა ირონიით სავსე სტატიებს, ხშირად მალავდა საკუთარ ვინაობას, ან იღებდა ფსევდონიმებს. პროსპექტუსი, რომელიც მან გამოაქვეყნა 1841 წელს არის მელოდრამის ანალიზი. ამ ჟანრმა ორი რევოლუციის შუა პერიოდში ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა ახლად …

მშობელთა კრება

მშობელთა კრება

ავტორი: თამარ ცაგარელი თანამედროვე ადამიანები ქვეყანაში განვითარებული საბაზრო ეკონომიკის შვილები ვართ, რომელთაც შრომით ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენცია ყოველდღიურად თამაშის ახალ წესებს გვთავაზობს. ამ თამაშის წესებმა ყველაზე მთავარი – პიროვნების ნიველირება მოახდინა, რასაც, ხშირად, გულგრილობამდე მივყავართ, რომელიც არის სხვისი თავისუფლების უარყოფა უგულებელყოფის სახით, იგი არის სიბრმავე სხვის მიმართ. ეს უსიამოვნო გრძნობა სხვათა თავისუფლების დამორჩილების ახალი ცდის …

ზურა მელიქიძე – დოლურა (მონოპიესა)

ზურა მელიქიძე – დოლურა (მონოპიესა)

მონოპიესა/პერფორმანსი ზაზუნა მყავდა.. მიყვარდა.. მოკვდა.. მე ვიღებ წითელ ბურთს ამ დოლურადან.. ჩათვალე, რომ მე ვიქცევი ასე.. და გავიარეთ ეგ.. ჩათვალე, რომ ვიქცევი.. ვიქცევი, როგორც -ვეცემი.. ხომ ვიქცევი? ვიქცევი, როგორც გადავიქცევი.. 12 საათის შემდეგ კვახად.. გადავიქცევი როგორც წყალი.. ხომ ვიქცევი? მეც ხომ ვიქცევი ოდესმე ჩამოყალიბებულ.. ყალიბებულლბლბ.. ყალიბებულლუ.. ყალიბულლლლლშით’ ჩა-მო-ყა-ლი-ბე-ბულ… ალილუია.. ამიტომ, ეს გამოვტოვოთ და ისე განვაგრძოთ.. …

„დროთა კავშირი დაირღვა“

„დროთა კავშირი დაირღვა“

ეიმუნტას ნეკროშიუსის სპექტაკლი „ჰამლეტი“ (გახსენება) ეიმუნტას ნეკროშიუსისა და თეატრ “Meno fortas” დასის მიერ წარმოდგენილი ”ჰამლეტი”, ესაა ფსიქო-ფილოსოფიური წარმოდგენა, სადაც ცხოვრება მრავალი შტრიხებით ტრანსფორმირდება, სადაც მზის სიმბოლო _ დისკო კბილანებიანია, რომლებიც დროდადრო ფარავენ საწყის და არეკლილ სინათლეს, თითქმის ცარიელ სცენაზე, სადაც მართალია, შუაგულში, უშველებელი ჭაღი ჰკიდია, მაგრამ მას განათების ფუნქცია დაუკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ სანათები „ამშვენებს“, …