კატეგორია: კრიტიკა

სიტყვები

უკულტურობის სიტუაცია და კულტურული კავშირების შესაძლო პერსპექტივა

უკულტურობის სიტუაცია და კულტურული კავშირების შესაძლო პერსპექტივა

ავტორი: ელიზბარ ელიზბარაშვილი დიდი ხანია ქართულ კულტურულ სივრცეში ხელოვანი და ინტელექტუალი ადამიანის მიერ  თავის დამკვიდრებისა[1] და არსებობის განხორციელების წესად საკუთარი იმიჯების ისტერიული წარმოება, პრესტიჟული კონტაქტების კაპიტალის დაგროვება, თანამედროვე კონიუნქტურისადმი აბსოლუტური დაქვემდებარება, სიმართლის არ თქმა (უფრო სწორედ, ბოლომდე არ თქმა, რაც გაცილებით უარესია) და პოლიტიკურ-ეკონომიკური ზურგის მქონე სახელოვნებო “ელიტისათვის” მარადიული კაპიტულაციის გამოცხადება იქცა უმთავრესად. ამიტომაა, რომ …

სიყვარულის ფსიქო-პათოლოგიური ფორმები ედუარდ ოლბის პიესაში

სიყვარულის ფსიქო-პათოლოგიური ფორმები ედუარდ ოლბის პიესაში

ავტორი: გუგა მგელაძე    ,,თხა ანუ ვინ არის სილვია?’’ მეოცე საუკუნის  ლიტერატურა – ნარატოლოგიურ–სტილისტური ექსპერიმენტების მრავალგვაროვნებით ხასიათდება. ეს ნიუანსი, რაც არსებითად განასხვავებს მეოცე საუკუნის ლიტერატურულ მიმდინარეობებს ე.წ. კრიტიკული რეალიზმის, რომანტიზმის და სენტიმენტალიზმისგან, უპირველეს ყოვლისა ავტორთა მსოფლმხედველობრივი ცვლილებების და ზოგადად, სოციო–კულტურული ტრანსფორმაციების ფონზე განხორციელდა. ვფიქრობ, თუ მოდერნიზმს გლობალურ ჭრილში შევაფასებთ, გამოიკვეთება ერთი მეტად საგულისხმო გარემოება: ეს იყო  აზროვნების ახალი  …

სექსიზმი საბჭოთა ლიტერატურაში

სექსიზმი საბჭოთა ლიტერატურაში

ავტორი: ლიკა შარაშიძე ლიტერატურაში და ისტორიაში ხშირია დავიწყებული ქალი. ქალი, რომელიც ჩაგრულიც კი არ არის, არამედ უბრალოდ არ არსებობს, ან თუ არსებობს, არასდროს გააჩნია პირადი თავისუფლება და ხშირად სულ მსხვერპლია, თანაც რომანტიზირებული: ამის ნათელი მაგალითია მეჩვიდმეტე საუკუნის ელიზაბეტიანური თეატრი, სადაც პიესების მთავარი ლაიტმოტივი ყოველთვის შურისძიებაა, განსაკუთრებით კი-ქალზე. გამონაკლისი არც საბჭოთა ლიტერატურაა, მაგრამ დღეს არ განვაზოგადებთ …

გუგა მგელაძე – ჩასწორებული რეპლიკა

გუგა მგელაძე – ჩასწორებული რეპლიკა

რეპლიკა პაატა ჩხეიძის ერთი ბლოგის გამო   ,,აღსანიშნავია ერთი საერთო ნიშანი ტრანსგრესიელი ქართველებისა. უმრავლესობა ტრადიციულ ღირებულებებსა და ქართულ ეკლესიას ესხმიან თავს, გააფთრებით. ამის მიზეზი, ჩემის აზრით, არც სუბიექტივისტურია და არც მოდური, უფრო მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ. ქართული მწერლობა ევროპული წიგნის ბაზარზე მიიკვლევს გზას და სურთ ისეთი თემები შეარჩიონ, რაც ევროპაში გაიყიდება (sic!): პედოფილია, გენდერი, ტრანსგენდერი, ჰომოსექსუალიზმი, …