ზედა პანელზე გადასვლა
ჯონ აპდაიკი – ლექსები

ჯონ აპდაიკი – ლექსები

თარგმანი: შოთა პაპავა   მანა ყოველი იწყება შიშით მანის. მერე მოდის სიყვარული ტომის, ცეკვები, ტოტემები, ანიმი- ზმი და ჯადოქრები ახალი დონის. კულტურა აცხელებს თუ აციებს, ამრავლებს სულებს, თავკაცებს ქუდებით, და ამგვართა სუბლიმაციას ღვთაებებში დიდ ხანს არ ვუნდებით. პოლი-ხელა, პოლი-ფეხა, ღმერთნი სწაფად მრავლდებიან მანამ სანამ სიწმინდეთა ბრძენნი, აზრით ერთით, ერთიან ნებამდე კვეცენ მანას. დიდებული ერთი – …

ისა ამინი – წინ, ჯანდაბისაკენ?! [ამბავი პირველი]

ისა ამინი – წინ, ჯანდაბისაკენ?! [ამბავი პირველი]

წიგნიდან: ავღანეთი, თბილისი, ოპიუმი ჰაშიში “მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროისღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქუენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა!” აღმოვაჩინე სისაძაგლე, რომელიც ჩაბუდებულა და მთლიანად დაუპყვრია ჩემი სხეული… უბანში სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლებმა მოუხშირეს სიარულს, წვევამდელებს უხმობენ. ვინც როგორ ახერხებს, თავს ისე იძვრენს – ზოგი ძველბიჭობას იბრალებს და …

შალვა ბაკურაძე –

შალვა ბაკურაძე – საშობაო კვარტეტი

კორპუსებს შორის ჩაწოლილი ნისლის თანახმად ღამემ ქალაქი მისი მოსვლის შიშით დანაღმა, არ გამოხვიდეთ სახლებიდან ამაღამ!   ჩააქრეთ შუქი ოთახებში, ჩააქრეთ ლამპა, ნუ მოუყვებით დღეს ძილის წინ შვილიშვილს ამბავს გასულ ზამთარზე, იატაკზე ჩაის რომ სვამდით, როცა უეცრად ცვლილებები დაეტყო ამინდს და ჩვენ შევძელით ფანჯრის მიღმა იმის დანახვა, ვინც ათი წლის წინ სწორედ ასე, გასულმა ღამით ბედნიერება …

გვენდოლინ ბრუქსი – ორი ლექსი

გვენდოლინ ბრუქსი – ორი ლექსი

თარგმანი: შოთა პაპავა მაინც ვინარჩუნებ ჩემს სახეს, ჩემს იდენტობას… ყოველ სხეულს თავისი ხელოვნება აქვს, მისი ძვირფასი გამოწერილი პოზა, რომელიც ექსტაზის კრუნჩხვებშიც, ვალსებშიც, ან ტკივილის ტალღისას, ან როდესაც სევდა ბასრად ჭრის, ან ზიზღი ჩეხავს – არის მხოლოდ მისი და არაფრის სხვის. ყოველ სხეულს თავისი პოზა აქვს. სხვა არაფერი თუ არა მისი მუდმივი, უცვლელი, საკუთრება. გინდა სასახლეში, …

ლუკა ჩერქეზიშვილი – ლექსი ტელეფონზე

ლუკა ჩერქეზიშვილი – ლექსი ტელეფონზე

ტელეფონი, რომელიც მე სულ თან მაქვს შავი ფერისაა, 6 ინჩიანი ეკრანით და დახვეწილი ფორმით, 40 მეგაპიქსელიანი წინა კამერით და 64 გეგაბაიტიანი მეხსიერებით, რომელიც გამოჭედილია საყვარელი ქალის ფოტოებით, მოგონებებით გადაღლილი, ელემენტდამჯდარი, ერთგული ტელეფონი, ინახავს ნომრებს, რომელზეც აღრასდროს დავრეკავ, თითქოს სხვა შემთხვევაში წარსულში ვბრუნდებოდე და ისევ ეხებოდეს ჩემი და მისი ტელეფონი ისე, როგორც ჩვენი ტუჩები, ჩანაწერები,რომლებიც ღრმად …

კარლო კაჭარავა – ლექსები

სიყვარული ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული. იმდენად ამაღელვებელი, რომ შეუძლებლია კარგად დამთავრებულიყო; ქალმა მას დაურეკა, რომელიღაც საბჭოთა ქალაქის ფოსტიდან, მძიმე, შავი ტელეფონით. ეს იყო ზამთარში და სარკმელებს მიღმა თოვდა. მისი ხმის გაგონებაზე კაცმა წერა შეწყვიტა და სიგარეტს მოუკიდა, თუმცა ამის კეთებისას ყურმილი კინაღამ ხელიდან გაუვარდა. ისინი ლაპარაკობდნენ იმდენად გულწრფელად, რომ თითქოს ერიდებოდნენ ერთმანეთს. ისინი ლაპარაკობდნენ …

ჯონ აპდაიკი – რომაული ბიუსტები

ჯონ აპდაიკი – რომაული ბიუსტები

თარგმანი: შოთა პაპავა   სხვები მუზეუმში მათ გვერდს უვლიან, მაგრამ მე, მე მათი უგუგო თვალები და გახრწნილი ინდივიდუალურობა მიზიდავს, როგორც მატლს ხორცი. ეს ლივიები და მარკუსები, ეს გაბუტული, დიდი ხნის მკვდარი, ოქტავიები არ გვანან ერთმანეთს და ხელოვნება ჯერ არასდროს დამორჩილებულა, ასე ბოზურად, ჟინიან რეალობას. კეთილსინდისიერებისთვის უნდა დააფასო ყველანაირი გაზვიადების ნაკლებობა, აი მაგალითად ის, რომ ყოველი …

პრიგოვის ოთხი ლექსი

პრიგოვის ოთხი ლექსი

თარგმანი: შოთა პაპავა ვთქვათ თუ არის პროდუქტები მაშინ სხვა რამე არ არის ვთქვათ თუ სხვა რამე გამოჩნდა მაშინ პროდუქტი არ არის   თუ არაფერი არ არის არც პროდუქტი არც სხვა რამე მაინც რაღაცა ხომ არის აი ხომ ვცხოვრობთ, მაინც ვმსჯელობთ. Если, скажем, есть продукты То чего-то нет другого Если ж, скажем, есть другое То тогда …

გიორგი შონია – პარასკევიადა

გიორგი შონია – პარასკევიადა

(ამბავი, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო) “იქ, სადაც დუმან პირამიდები შენ მომინდები. შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.” თვის ბოლოს ვშორდებითო, მითხრა და ბინიდან გავიდა. ჰო, ზუსტად ეს მითხრა, მაგრამ სერიოზულად არ მიმიღია, რადგან უკვე ორჯერ თქვა ასე და ჩვენი ურთიერთობა მაინც გრძელდებოდა. მესამე სიმართლე აღმოჩნდა. „ქარწაღებულნიდან“ გამახსენდა ერთი სცენა, კლარკ გეიბლი, რომ ტოვებს ვივიან ლის. უბრალოდ …

სექსიზმი საბჭოთა ლიტერატურაში

სექსიზმი საბჭოთა ლიტერატურაში

ავტორი: ლიკა შარაშიძე ლიტერატურაში და ისტორიაში ხშირია დავიწყებული ქალი. ქალი, რომელიც ჩაგრულიც კი არ არის, არამედ უბრალოდ არ არსებობს, ან თუ არსებობს, არასდროს გააჩნია პირადი თავისუფლება და ხშირად სულ მსხვერპლია, თანაც რომანტიზირებული: ამის ნათელი მაგალითია მეჩვიდმეტე საუკუნის ელიზაბეტიანური თეატრი, სადაც პიესების მთავარი ლაიტმოტივი ყოველთვის შურისძიებაა, განსაკუთრებით კი-ქალზე. გამონაკლისი არც საბჭოთა ლიტერატურაა, მაგრამ დღეს არ განვაზოგადებთ …