კატეგორია: პოეზია

სიტყვები

შოთა პაპავა – ლექსები

შოთა პაპავა – ლექსები

ორმილა ორმილაზე წავედი სასმელი წყალის ასაღებად. ცივია ორმილა და გემრიელი. ცუდ დროს წავედი, შუადღეს. ჩრდილი არა აქვს ორმილას, და მზეც ისე აწვებოდა წუთიც ვერ გაჩერდებოდი. ჭურჭელი დავუდგი ორივე მილს და მანქანაში დავბრუნდი. სიგარეტს მოვუკიდე. სიგარეტიც და ჭურჭელიც, თითქოს თავისთავად, დროის საზომებად გადაიქცნენ და მეც დროის ეფექტურ დამორჩილებაზე ავღელდი. სიგარეტის მოწევა იმ დროს უნდა დამემთავრებინა როდესაც …

პოლ ფორი – ლექსები

პოლ ფორი – ლექსები

თარგმანი: ბადრი თევზაძე    პატარა თეთრი ცხენის დატირება იყო ავდარში პატარა ცხენი, ვინაც ავდარში მედგრად იბრწყინა. ეს იყო თეთრი, პატარა ცხენი, ყველანი უკან და ის კი – წინა. არ აღირსებდა ბუნება კრული კარგი ამინდის სინათლით ბრწყინვას და არ უხილავს მას გაზაფხული არც თავის უკან და არცა წინა. მაინც კმაყოფილს შავ წვიმაში მინდორთა შინა მარდად დაჰყავდა …

დავით ჯოჯიშვილი – ეკვილიბრიუმი

დავით ჯოჯიშვილი – ეკვილიბრიუმი

ქიმიური ქარხნის ღამის ცვლიდან გამოსული, თავის აუტანელი ტკივილი და სახეში გაციების სიმპტომატური შეგრძნებები, საკუთარ თავთან მოთამაშე ჩემი გასუქებული კატა, ჭუჭყიან ალუმინის თეფშზე კატისთვის დაყრილი ერთი მუჭა საჭმელი (კიდევ რომ არ გასუქდეს, და ქიმიური ქარხნის უფროსს არ დაემსგავსოს) ტელეფონზე წიკვინით მოსული ციფრული ემოციები, რომლებიც მალე კიბერნეტიკულ არსებების სისხლი და ხორცი გახდება, ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც არც კარგია, …

ფრანსის ჟამი – ლექსები

ფრანსის ჟამი – ლექსები

თარგმანი: ბადრი თევზაძე   მე მივდიოდი ხეხილნარში მე მივდიოდი ხეხილნარში, სადაც მზის გულზე ჟოლოს ბუჩქნარებს ამღერებდნენ ცელქი ფუტკრები. ცა იყო ლურჯი და ვიყავი მაშინ ჭაბუკი. მე მთებთან ახლოს დავიბადე და ჩემი სული, ვგრძნობ, რომ ამ მთების წმინდა თოვლით არს ავსებული და ჭირხლისფერი ნაკადებით და მწვერვალებით, სად დაუდიათ ფრინველებს ბუდე და ფრენენ ლაღად ჰაერით და გზნებით …

ვერონიკა ტუშნოვა – ლექსები

ვერონიკა ტუშნოვა – ლექსები

თარგმნა ვასო გულეურმა *** ჩვენ ნება არა გვაქვს სიყვარულის. უფლება ვერ ვპოვეთ დაძალებით. რაც ჩვენ გვაკავშირებს, დავივიწყო ბედისგან მკაცრად მაქვს ნაბრძანები. მაგრამ მაინც მახსოვს, ყველას ჯიბრზე, ტრფობის საათები ნეტარების,  რიცხვი სამახსოვრო შეხვედრების – ჩემია. მარადჟამს ჩემთან არის! დაბლა გაფენილი სქელი კვამლი მასში მოციმციმე ნაპერწკლებით, მინდორში მდგარი ხე, ტოტებამდე ჩამოსულ ღრუბლებით დავერცხლილი… ვაგონი, წყვდიადში რომ მიქრის …

გუგა მგელაძე – ზღვარზე

გუგა მგელაძე – ზღვარზე

ზღვარზე ცნობიერების ლობოტომია გავიკეთე და შენი იოდისფერი მოგონებები ამომკვეთეს. რის გამო? არჩევანის დიქტატურაა: ან ენაზე გადასმული ნევროზი ან შაკიკის პერმანენტული არია. რომელს ირჩევ? იქნებ, სანთლისფერი ძეგლების დეპორტაციის ფონზე თვალწასულ ,,პატრიოტიზმს’’ მდოგვის გემო რომ დაყვება? ენის რეცეპტორები ვეღარ გრძნობენ ამ ქვეყნის მიწას. ფილტვებიდან ორკესტრი ამომაჭრეს და მაინც ვმღერი: ყრუთა ქვეყანაში. დაბადების შეუძლებლობა ,,მე ორსულად ვარ. ტვინში …

ვლადიმერ მაიაკოვსკი – შარვლიანი ღრუბელი

ვლადიმერ მაიაკოვსკი – შარვლიანი ღრუბელი

მთარგმნელი: დავით გაჩეჩილაძე   (პროლოგი) აზრებს, რომლებიც გებადებათ თქვენ, ჭკუათხელებს, როგორც ლაქიას გადაბღენძილს გაქონილ ტახტზე, გულის სისხლიან ნაფლეთებით მე გავახელებ, კადნიერებით მთლად მოვშხამავ და გავამასხრებ. მე სულში არ მაქვს ჭაღარის ღერიც, და არც სიბერის ნაზი იერი, ქვეყნიერება გავაყრუე მძლავრი ხმის ჟღერით, აი, მოვდივარ ოცდაორი წლის მშვენიერი. ვიოლინოზე სიყვარული ნაზებს გადააქვთ, ტლანქებმა ტიმბანს სიყვარულით ხმა ააყოლონ, …

თამუნა ანტიადამიანი ჭყოიძე – ფოთოლცვენაზე ლამაზი

თამუნა ანტიადამიანი ჭყოიძე – ფოთოლცვენაზე ლამაზი

ფოთოლცვენაზე ლამაზი არაფერია მაგრამ ბუმბულცვენას ვერაფერი შეედრება შემოდგომაზე სქელი საბნები იკერება და იფუთება თეთრი ან წითელი გაზაფხულზე თხელი ვარდისფერი და ლიმონისფერი ალბათ არასდროს გიფიქრიათ ფაბრიკაზე სადაც საბნებს და ბალიშებს კერავენ არ წარმოგიდგენიათ საათობით ფეხზე მდგომი მაკრატელმომარჯვებული ხელები საათობით საკერავ მანქანასთან მიდგმული სკამადამიანები ბუმბულის საწნეხებთან მოფარფატე მუშები შემფუთველები გადამზიდები ნაგვის მანქანები სილიკონის საწნეხი დანადგარები ჟანგიან ლურსმნებზე …

გიორგი ვაჩნაძე – მსგავსი სიტყვები

გიორგი ვაჩნაძე – მსგავსი სიტყვები

დამსწრენი ვზივართ დროში. ვზივართ და სიტყვით ვყინავთ დროს. დრო და სიტყვა, მთლიანი სამყარო ჩვენი. სიტყვით გარიყული დრო გაყინული გვამშვიდებს. ყოფიერება არ ცნობსკანონს. კანონი დასწრებას ეკუთვნის და ჩვენი დასწრება სიტყვაში იღვრება, რომელიც ვერ იტევს სამყაროს დროს და ცვლილებას. სამყაროს ქაოსი მაშინ ვლინდება, როდესაც დროის არსი – რაც არის ცვლილება – შეშლილად იზრდება. იზრდება სიტყვაში შეცდომა. „შეშლილია!“ …

ლიკა შარაშიძე – დღიური

ლიკა შარაშიძე – დღიური

„ბინადარნი. უყურებდნენ სამი დანნი ხეს, რომელმაც ადამიანი მოისხა და აქტში გართულნი ვერ ამჩნევდნენ, რომ საკუთარი თავების მაგივრად, მათ ყელიდან ყვავილნი ხარობდნენ… შესცქეროდნენ სამნი ალნი ჰორიზონტს, რომელსაც ცის კაბადონზე მზის სხივები მოესხა, აწმყოში გართულნი ვერ ამჩნევდნენ, რომ მოოქროვილი კუდების ნაცვლად, ქვემოდან კიდურნი ხარობდნენ… თვალებს აშეშებდნენ სამნი ქვრივნი ლევიათანს, რომელსაც მარადმწვანე ცოდვანი მოესხა, ქვესკნელეთში ჩათრეულნი ვერ ამჩნევდნენ, …