კატეგორია: პოლიტიკა

სიტყვები

რა არის ”ღვთისმოსაობის მოძრაობა?” – ინტერვიუ საბა მაჰმუდთან

რა არის ”ღვთისმოსაობის მოძრაობა?” – ინტერვიუ საბა მაჰმუდთან

თარგმნა: ლილე ლოლიაშვილი   საბა მაჰმუდი, ანთროპოლოგიის პროფესორი, ავტორი წიგნისა – ”ღვთისმოსაობის პოლიტიკა”   რა არის ”ღვთისმოსაობის მოძრაობა?” ქალები და გოგონები  მთელს შუა აღმოსავლეთში და ბევრ სხვა ადგილას – მალაიზიაში, ინდონეზიაში, პაკისტანში, ბანგლადეშში ფორმალურ დონეზე სწავლობენ ისლამს. ისინი იმახსოვრებენ ყურანს, იმეორებენ მას თაჯვიდთან ერთად —წესები, რომლის მიხედვითაც ყურანის დამახსოვრება ხდება. სწავლობენ ჰადითს — წინასწარმეტყველის  სიტყვისა …

კოვიდ-19-ის კონიუნქტურა – ინტერვიუ ვარენ მონტაგთან

კოვიდ-19-ის კონიუნქტურა

თარგმნა დავით გალაშვილმა. ვარენ მონტაგი არის ინგლისურისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორი, ლოს–ანჯელესში, კალიფორნიაში. მონტაგი არის ავტორი ფრანგი ფილოსოფოსის, ლუი ალთიუსერის, შესახებ დაწერილი რამდენიმე წიგნისა და ესეისა. მონტაგი, ასევე, გალხავთ სპინოზისტური მარქსიზმის ერთ–ერთი თვალსაჩინო მკვლევარი და წარმომადგენელი. როგორ ხედავთ მიმდინარე ვითარებას? იქნება კი გადაჭარბება ნეოლიბერალური კაპიტალიზმის სრული მარცხის შესახებ საუბარი? არსებული ვითარება, ჩრდილო ამერიკისა და დასავლეთ …

ფრედრიკ ჯეიმსონი – ლენინი და რევიზიონიზმი

ფრედრიკ ჯეიმსონი – ლენინი და რევიზიონიზმი

თარგმანი: საბა კოხრეიძე   1935 წლის 25 ივნისის ღამეს, ტროცკის ესიზმრა : „წუხელ, უფრო სწორად, დღეს, ადრიან დილით, დამესიზმრა, – ლენინს ვესაუბრებოდი. გარემოს მიხედვით თუ  ვიმსჯელებთ,ეს მესამე კლასის გემბანზე ხდებოდა.  ლენინი საწოლზე იწვა;   მასთან  ახლოს ვიჯექი,  თუ ვიდექი, ზუსტად ვერ ვიტყვი. ჩემს ავადმყოფობაზე შეშფოთებული მეკითხებოდა: „თქვენ, როგორც ჩანს, ნერვები მეტისმეტად გადაგეღალათ, უნდა დაისვენოთ …“ ვუპასუხე, რომ …

დავიდ გალაშვილი – თანამედროვე ეკონომიზმი (გზა ავანგარდიდან არიერგარდამდე)

დავით გალაშვილი – თანამედროვე ეკონომიზმი (გზა ავანგარდიდან არიერგარდამდე)

„ისტორიიდან ვსწავლობთ, რომ მისგან არაფერი გვისწავლია“ ჰეგელი „რეფორმებისათვის ბრძოლა ექვემდებარება რევოლუციურ ბრძოლას თავისუფლებისა და სოციალიზმისთვის ისე, როგორც ნაწილი – მთელს.“ ლენინი      საზოგადოებაში არსებული კლასობრივი ანტაგონიზმი ისევე ძველია, როგორც თვით კაცობრიობის შეგნებული ისტორია. არსებობს პერიოდები, როდესაც ანტაგონიზმი პიკს აღწევს და ამას სოციალურ–პოლიტიკური ძვრები მოჰყვება, რასაც თან ახალი კლასთწარმოქმნის პროცესი და ახალი საწარმოო ურთიერთობების ჩამოყალიბება …

გიორგი ვაჩნაძე – მდუმარე ურჩხული

გიორგი ვაჩნაძე – მდუმარე ურჩხული

სიტყვა ერთ დროს ტრანსცენდენციის პირობა, დღეს სურვილების წარმოების, სადამსჯელო ზედამხედველობისა და მართვისიარაღია. იარაღი კარგად აღწერს ენის მდგომარეობას. ის ერთგვარი ხელსაწყოადა ამავდროულად ის პირდაპირი-სიტყვით-კლავს. ასე იყო ადრე: “Расстрелять.” დღეს უფრო ხშირად ის ირიბი-სიტყვით-კლავს. ქუჩაში წარმოთქმული ქსენოფობიიდან, საჯაროდ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობამდე, ბიუროკრატიის, ეკლესიის, სკოლის, ციხისა თუ უნივერსიტეტის; კორპორაციული მართვისა  და მარკეტინგის შუამავლობით, სიტყვა თავად გახდა გულაგი. მოძრავი, …

ბესო გვენეტაძე – კალაშნიკოვი თუ ბიულეტენი: გაკვეთილები ჩილედან (4 მოქმედებად)

ბესო გვენეტაძე – კალაშნიკოვი თუ ბიულეტენი: გაკვეთილები ჩილედან (4 მოქმედებად)

მოქმედება I: ჯინსების თაობა 1969 წელს 15 წლის პატრისიო დაგაში და 16 წლის პედრო ვარასი რევოლვერების გამოყენებით თვითმფრინავს იტაცებენ და პილოტს კუბაში გაფრენას აიძულებენ. გეგმა ასეთია: კუბაში წვრთნა უნდა გაიარონ, ინსტრუქციები მიიღონ და სოციალისტური რევოლუციისთვის ჩილეში დაბრუნდნენ. მგზავრებით სავსე თვითმფრინავი #502 CC-CCP LAN სანტიაგოს აეროპორტს 12 ნოემბერს ტოვებს. დანიშნულების პუნქტი ჩილეს სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქი, …

კაპიტალიზმს აქვს თავისი საზღვრები

კაპიტალიზმს აქვს თავისი საზღვრები

ავტორი: ჯუდიტ ბატლერი თარგმანი: დავით გალაშვილი   იმპერატივი, რომელიც, პანდემიის ჟამსა და სივრცეში,  იზოლაციისაკენ მოგვიწოდებს, გლობალური ურთიერთდამოკიდებულების ახალ შეცნობას ემთხვევა. ერთი მხრივ, ჩვენ გვთხოვენ დავჯერდეთ ოჯახურ გარემოში ყოფნას, განვმარტოვდეთ საზიარო საცხოვრებელი სივრცეებისგან, ან ვიყოთ მხოლოდ ინდივიდუალურ ადგილსამყოფელში, შესაბამისად, ავირიდოთ სოციალური კონტაქტი და მოვექცეთ იზოლაციაში, ხოლო, მეორე მხრივ, იმგვარი ვირუსის პირისპირ ვდგავართ, რომელიც უმალ კვეთს საზღვრებს …

ორიოდე სიტყვა სოც-რეალიზმის და ჟდანოვის დოქტრინის შესახებ

ლიკა შარაშიძე – ორიოდე სიტყვა სოც-რეალიზმის და ჟდანოვის დოქტრინის შესახებ

ზოგადი შესავალი: პროპაგანდა მეხსიერების პოლიტიკა, როგორც ნებისმიერი კულტურა, კაცობრიობასთან ერთად ვითარდებოდა და განიცდიდა ევოლუციას. თანამედროვე გლობალიზაციამ და ტექნიკურმა პროგრესმა, მისი არეალი უფრო ფართო გახადა, რამაც მას საშუალება მისცა მრავალკულტურაში დაემკვირდებინა თავი. ეს სტატია განიხილავს კინოს კულტურასა და მეხსიერების პოლიტიკას შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საბჭოთა იდეოლოგიის გამყარებაში, წარმოადგენდა რა მაშინდელი პროპაგანდის ერთ-ერთ ძირითად …

ბოავენტურა დი სოუზა სანტუში – არმყოფობის სოციოლოგიისთვის

ბოავენტურა დი სოუზა სანტუში – არმყოფობის სოციოლოგიისთვის

ბოავენტურა დი სოუზა სანტუში არის სოციოლოგიის ემერიტუს პროფესორი კოიმბრას უნივერსიტეტში (პორტუგალია). ის ასევე მსოფლიო სოციალური ფორუმის (World Social Forum) თანადამფუძნებელია. მისი ნაშრომებია: Epistemologies of the South. Justice against Epistemicide (Paradigm Publishers, 2014), The End of the Cognitive Empire (Duke University Press, 2018) და სხვა მთარგმნელი გიორგი კობახიძე   1913 წელი. ევროპის კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების …

ანდრეი პლატონოვი – პირველი სოციალისტური ტრაგედიის შესახებ

ანდრეი პლატონოვი – პირველი სოციალისტური ტრაგედიის შესახებ

თარგმანი: ვალო ჩაჩუა აუცილებელია ყველაფერში ცხვირის ჩაყოფას შევეშვათ და ცხოვრებისეულ ტკბობას არ მივეცეთ: ჩვენი დრო უკეთესი და მეტად სერიოზულია, ვიდრე სანეტარო ტკბობა. ყველა, ვინც ტკბობას მიეცემა, აუცილებლად მახეში ებმება და კვდება, როგორც წრუწუნა, რომელიც ხაფანგში მიძვრება, რათა სატყუარაზე წამოცმული ქონით „დატკბეს“. ჩვენ ირგვლივ ბევრი ასეთი ქონია, თუმცა ყველა ნაჭერი სატყუარაზეა. საჭიროა სოციალისტურ სამუშაოს მიცემულ უბრალო, …