კატეგორია: პროზა

სიტყვები

სტას ციბულსკი, ანეტ შტრაუსი – Love me or leave me

სტას ციბულსკი, ანეტ შტრაუსი – Love me or leave me

ჩემ გვერდით წევს. ფანჯრიდან მზე შემოდის და მის სახეს ანათებს. ბევრი ხალი აქვს. ერთი ვიფიქრე, ფარდას ჩამოვაფარებ-მეთქი, მაგრამ ადგომა მეზარება. თან მგონი არც აწუხებს, ბავშვივით სძინავს. ნეტავ, რამე თუ ესიზმრება? სიზმრებით ზუსტად მაშინ დავინტერესდი, როცა ის გამოჩნდა. იქამდე საინტერესო დიდად არაფერი მესიზმრებოდა, რომ არაფერი ვთქვა სხვების სიზმრებზე. ზოგადად, სანამ ის მოვიდოდა, სხვები ფეხებზე მეკიდა. მათი …

მიშა ბახსოლიანი – ერთდღიანი ზავედენია

მიშა ბახსოლიანი – ერთდღიანი ზავედენია

                 1992 წლის 2 აგვისტო 09:50              ზოოპარკის დირექტორი და ჩოთე ხაბაზი  – მისმინეთ, მე ერთ-ერთი საუკეთესო ვარ ამ სფეროში. – კი, მაგრამ ჩემგან რა გნებავთ? – ხომ გითხარით. სახაჭაპურის გახსნა ეშმაკის ბორბლის ერთ-ერთ კალათაში, სულერთია რომელში, ფერსა და ფართს არ აქვს გადამწყვეტი …

ისა ამინი – ბაბა-იაგა [ამბავი მეორე]

ისა ამინი – ბაბა-იაგა [ამბავი მეორე]

ამბავი პირველი – წინ, ჯანდაბისაკენ?! წიგნიდან: ავღანეთი, თბილისი, ოპიუმი ჰაშიში დასცხებს სასულე ორკესტრი. მწყობრი ნაბიჯით ჩავუვლით ტრიბუნას, რომელთან მიახლოვებისასაც ისმის მკაცრი ბრძანება: “სწორება მარჯვნივ!” თავებს მარჯვნივ ვატრიალებთ… ტრიბუნაზე დგას პატარა ბელადი… ვბრუნდებით ყაზარმაში. ქალაქი ბენდერი პიონერთა ბანაკებითაა გარშემორტყმული. ჩაგვსვეს მანქანის საბარგულში და წაგვიყვანეს ერთერთ ბანაკში. ბუნებაა “დაცემა”- ტყე, მდინარე, მდინარეზე პატარა გემები დასრიალებენ, მაგრამ ეს …

ისა ამინი – წინ, ჯანდაბისაკენ?! [ამბავი პირველი]

ისა ამინი – წინ, ჯანდაბისაკენ?! [ამბავი პირველი]

წიგნიდან: ავღანეთი, თბილისი, ოპიუმი ჰაშიში “მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროისღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქუენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა!” აღმოვაჩინე სისაძაგლე, რომელიც ჩაბუდებულა და მთლიანად დაუპყვრია ჩემი სხეული… უბანში სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლებმა მოუხშირეს სიარულს, წვევამდელებს უხმობენ. ვინც როგორ ახერხებს, თავს ისე იძვრენს – ზოგი ძველბიჭობას იბრალებს და …

გიორგი გეგეჭკორი – როცა მშიოდა ზაფხულში

გიორგი გეგეჭკორი – როცა მშიოდა ზაფხულში

        გაჩერებაზე ვიდექით, აუტანელ სიცხეში. მზე თავზე გვადნებოდა. პოლიციის განყოფილებიდან დაღლილი სახეები მოგვშტერებოდნენ – ზოგჯერ ყველაზე დაუნდობელ პოლიციელშიც იღვიძებს ადამიანური გრძნობები, მაგრამ დროებითია ეს აფეთქება, როგორც ჩემი გოგოს პერიოდული ორგაზმები ჩვენს აქოთებულ ლეიბზე.             ზედმეტად მოკლე კაბა იზიდავდა მათ მზერას, კაბიდან გადმოყრილი   ბაყვების ბზინვარება უბრმავებდათ თვალს. ბედნიერი კაცი …

გიორგი შონია – პარასკევიადა

გიორგი შონია – პარასკევიადა

(ამბავი, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო) “იქ, სადაც დუმან პირამიდები შენ მომინდები. შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.” თვის ბოლოს ვშორდებითო, მითხრა და ბინიდან გავიდა. ჰო, ზუსტად ეს მითხრა, მაგრამ სერიოზულად არ მიმიღია, რადგან უკვე ორჯერ თქვა ასე და ჩვენი ურთიერთობა მაინც გრძელდებოდა. მესამე სიმართლე აღმოჩნდა. „ქარწაღებულნიდან“ გამახსენდა ერთი სცენა, კლარკ გეიბლი, რომ ტოვებს ვივიან ლის. უბრალოდ …

მიშა ბახსოლიანი –  იზას მხრები

მიშა ბახსოლიანი – იზას მხრები

             მეორე მხრიდან ბორისი მოდიოდა და მიღრენდა.             ძმაკაცის ძმაა. ვერ მიტანს. შენი გულისთვის ზის იაღოვაო  მეუბნება და მესვრის რაც ხელში მოხვდება ხოლმე. ერთხელ ცოლის გეტრებიც მესროლა.  ისე ყარდა თათრის ნაწვალებს ჰგავდა და კინაღამ მოვიწამლე. უღლიან ალბათ და ვერ ხვდება. ეხლაც ჯიბიდან პატარა ზარბაზანი ამოიღო და მომესალმა მოკლე ზალპით. გიჟია ეს ჩემისა. …

უილიამ ბეროუზი – მწუხრის ბოლო გაელვება

უილიამ ბეროუზი – მწუხრის ბოლო გაელვება

მთარგმნელი ანა ბარამიძე   გთხოვ წარმოიდგინო გემის აფეთქება   დამბლადაცემული, სახელად პერკინსი ალმაცერად იჯდა თავის დამტვრეულ ინვალიდის ეტლში, ტუჩები მწყობრში მოიყვანა.      „სე სარალო ბოსისვილო.“   მეორე კლასის მგზავრი ბარბარა ქენონი სტუარტ ლინდი ადამსთან ერთად პირველი კლასის საქორწინო ნომერში შიშველი იწვა, ლინდი საწოლიდან წამოდგა, ფანჯრისკენ გაემართა და გაიხედება.      „ჩაიცვი, ძვირფასო,“ თქვა მან. …

მარი ბექაური – ღმერთო, მეცინება!

მარი ბექაური – ღმერთო, მეცინება!

ერთი უცნაური ამბავი უნდა მოგიყვეთ. არ ვიცი, მკითხველი რამდენად მიიჩნევს მას უცნაურად, მაგრამ ფსიქოლოგები, თერაპევტები, ფსიქიატრები, ყველა, ვისაც ამ ამბის ამოსახსნელად მივაკითხე, აღნიშნავდა, რომ ეს მათ პრაქტიკაში ჭეშმარიტად ყველაზე საინტერესო შემთხვევა იყო. რაც შეეხება ჩემს ამბავს, მოდით, თავიდან მივყვეთ… ბავშვობაშივე დავასკვენი, რომ ყველაზე ზეშთაგონებული სახეები ადამიანებს მეტროთი მგაზვრობისას ჰქონდათ. როგორც კი პირველად ეს აზრი გამიჩნდა, …

ბორის გრებენშიკოვი – მხატვრული თვითშემოქმედების მცირე ისტორია კარიბის ზღვის მეკობრეთა ხომალდზე XVII საუკუნის პირველ ნახევარში

ბორის გრებენშიკოვი – მხატვრული თვითშემოქმედების მცირე ისტორია კარიბის ზღვის მეკობრეთა ხომალდზე XVII საუკუნის პირველ ნახევარში

თარგმანი: ვალო ჩაჩუა   ასე ამბობდა ლუდვიგ მის ვან დერ როე: „საინტერესო უბრალოება – ეს ძვირფასი რამეა, ყველაზე რთულად მისაღწევი“. კაპიტან სამუელ ბელამის „მეკობრეთა პრინცს“ ეძახდნენ. მას ასევე უწოდებდნენ „შავ სემს“: იმის გამო, რომ სხვა მეკობრე კაპიტნებისგან განსხვავებით, ის არად აგდებდა გაპუდრულ პარიკებს და საკუთარ გრძელ, შავ თმას უბრალოდ უკან იკრავდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი …