ალექსანდრ ბლოკი – ხელოვნება და რევოლუცია

ალექსანდრ ბლოკი – ხელოვნება და რევოლუცია

თარგმანი: ვალო ჩაჩუა   (რიხარდ ვაგნერის ნაწარმოების გამო) 1 საკუთარ მკაცრსა და ძლევამოსილ ნაწარმოებში, სახელად „ხელოვნება და რევოლუცია“, ვაგნერი შემდეგ ჭეშმარიტებას აყალიბებს: ხელოვნება სიხარულია, რომელსაც გააჩნია თვითმყოფადობა, საკუთარი ცხოვრება და ამავდროულად იგი ეკუთვნის საზოგადოებას. ასეთი იყო ხელოვნება ქრ.შ.-მდე VI საუკუნეში, ათენის სახელმწიფოში. ამ სახელმწიფოს დაცემასთან ერთად თავად ყოვლისმომცველი ხელოვნებაც დაეცა; იგი გამოცალკევდა და ინდივიდუალური გახდა; …

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – ერთი ამბის ცოდნის საშიშროება

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – ერთი ამბის ცოდნის საშიშროება

თარგმანი: ქრისტინა სურგულაძე ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი ნიგერილი მწერალია. მისი რომანები თარგმნილია 30 ენაზე, მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო და პრემია. შემოთავაზებული ტექსტი, წარმოადგენს ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის სიტყვის თარგმანს, რომლიც მან 2009 წელს “TED”-ის კონფერენციაზე წაიკითხა.   მე ამბების მთხრობელი ვარ და მინდა, რამდენიმე პირადი ისტორია მოგიყვეთ იმის შესახებ, რასაც  “მხოლოდ ერთი ამბის ცოდნის საშიშროება“  ვუწოდე. …

ფრენკ მაკკორტი – იესო ამინდი და მშიერი ირლანდია

მწერალი და პედაგოგი ფრენკ მაკკორტი 1930 წლის 19 აგვისტოს, ნიუ-იორკში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მამა ხანდახან მუშაობდა, ოჯახს მაინც არაფერი გააჩნდა და დიდი დეპრესიის გამო, მაკკორტები ირლანდიაში დაბრუნდნენ. თუმცა მათი ფინანსური მდომარეობა არ გაუმჯობესებულა და პირიქით, იქ უფრო მეტი სიღარიბე დახვდათ. დუბლინში ისინი მუდამ შიმშილობის ზღვარზე ცხოვრობდნენ. შვიდი და-ძმიდან ყველაზე უფროსს, ფრენკ მაკკორტს, და და …

თორნიკე სიბაშვილის პოემა “ხმები”-ს შესახებ

თორნიკე სიბაშვილის პოემა “ხმები”-ს შესახებ

ავტორი: ტატო ჩანგელია   დაიბეჭდა ჟურნალი “ებგური”-ს, #4 ნომერში.   დელიოზი ამტკიცებდა, რომ ყველა წერა საკუთარი თავის სიძულვილისგან იწყება. რთულია, არ დაეთანხმო. წერა ხომ რაღაც მხრივ მაზოხისტური აქტია – ერთი მხრივ – ხსნა, ხოლო, მეორე მხრივ კი – ხრწნა; გარეთ გამოტანა იმისა, რაც შენშია და განადგურებს, ესე იგი, წერა, შეიძლება ითქვას, დემონების დამორჩილების რიტუალია; დემონებისა, …

უილიამ სტაირონი – წერა ჯოჯოხეთია

უილიამ სტაირონი – წერა ჯოჯოხეთია

უილიამ სტაირონი (1925–2006) ავტორი ნოველისტი   უილიამ სტაირონი დაიბადა 11 ივნისს 1925 წელს ვირჯინიის შტატში, ჰილტონ ვილიჯში. მისი მოზარდობისას, მამამისი, რომლის წინაპრებიც სამხრეთში ათას ექვსასიანი წლებიდან ცხოვრობდნენ, გემთსაშენის კლერკად მუშაობდა. დედა კი მაშინ გარდაეცვალა, როცა თვითონ 13 წლის იყო. დედამისის სიკვდილის შემდგომ იგი დაუმორჩილებელი გახდა. იმისათვის, რომ “უწესო თინეიჯერი” მოერჯულებინა, მამამ იგი ვაჟთა პატარა საეპისკოპოსო სკოლაში …

რენე შარი – ალბერ კამიუზე

რენე შარი – ალბერ კამიუზე

ფრანგულიდან თარგმნა ქეთევან კოკოზაშვილმა ,,დაბადება და განთიადი მეგობრობისა“. როგორ მოვიდა ჩემამდე კამიუს სახელი: ერთმა გამვლელმა მომიტანა მისი რომანი ,,უცხო“, მაგრამ მის წასაკითხად ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. სერიოზულად კითხვისთვის არ მეცალა, მხოლოდ რომელიმე სტრიქონს შემთხვევით თუ წავიკითხავდი. წიგნს თვალი გადავავლე, ვერ ვიტყვი, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ყურადღება არც მიმიქცევია, მასზე ფიქრს ვერ დავიწყებდი. მოგვიანებით, საფრანგეთის გათავისუფლების …

როლან ბარტი – ჩარლი ჩაპლინის შესახებ

როლან ბარტი – ჩარლი ჩაპლინის შესახებ

როლან ბარტის წიგნიდან “მითოლოგიები” (1957) თარგმნა გიორგი კობახიძემ ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი საერთო ბუნების არიან. ჩარლი ყოველთვის წარმოიდგენდა პროლეტარს ღარიბის საბურველში, აქედან მოდის მისი სახეხატების განსაკუთრებული ადამიანურობა და ამავდროულად, მათი პოლიტიკური ორაზროვნება. ეს კარგად ჩანს მის შესანიშნავ …

გიგლა შანიძე – „ტრამალის მგელი“ – მეტატექსტი?

გიგლა შანიძე – „ტრამალის მგელი“ – მეტატექსტი?

რა თქმა უნდა, ყოველგვარი რომანი ფიქციას წარმოადგენს. განურჩევლად ჟანრისა, მკითხველი ემორჩილება ავტორის „თვითნებობას“ და განგებ ხუჭავს თვალებს, თუმცა შეუძლებელია ისეთი ინტერაქციული ნაწარმოების შექმნა, რომელიც უშუალო ბმაში იქნება ცხოვრებასთან, იგი უპირველესად შეიბოჭება დროითი და მატერიალური ფაქტორებით. ვგულისხმობ იმას, რომ რომანი წიგნშია მოქცეული, ფილმი ფირში, მუსიკა საკრავებში, მათი გამოხმობა მყოფს თავისთავად არ შეუძლია. ამგვარ მეტასტრუქტურად შესაძლოა მხოლოდ …

ზედა პანელზე გადასვლა