ზედა პანელზე გადასვლა
ფრიდრიხ ნიცშე – სტილის შესახებ (ლუ ანდრეას სალომესთვის გასაგზავნი (მაგრამ არ გაგზავნილი) წერილი)

ფრიდრიხ ნიცშე – სტილის შესახებ (ლუ ანდრეას სალომესთვის გასაგზავნი (მაგრამ არ გაგზავნილი) წერილი)

მთარგმნელი: გიგლა გონაშვილი   პირველი, რაც აუცილებლობას შობს, სიცოცხლეა: სტილმა უნდა იცოცხლოს.   სტილი უნდა შეგესაბამებოდეს სრულიად გარკვეულ პერსონასთან მიმართებით, რომლისთვისაც რაიმეს გაზიარება გსურს. (ორმაგი მიმართების კანონი.)   სანამ თავს წერის უფლებას მივცემთ, ჯერ ზუსტად უნდა ვიცოდეთ: “ასე და ასე ვილაპარაკებდი და წარმოვთქვამდი.“ წერა უნდა იყოს [სათქმელის] გადმოღება [მიბაძვა].   რაკი დამწერს, ბევრად ნაკლები ხერხი …

ბორის გროისი – თვითდიზაინი და ესთეტიკური პასუხისმგებლობა

ბორის გროისი – თვითდიზაინი და ესთეტიკური პასუხისმგებლობა

მთარგმნელი: სოსო ჭაუჭიძე, თორნიკე ჭუმბურიძე გულწრფელობის წარმოება დღესდღეობით თითქმის ყველა თანხმდება, რომ ეპოქა, როცა ხელოვნება, წარმატებით თუ წარუმატებლად, ავტონომიის მოპოვებას ცდილობდა, დასრულებულია. თუმცა, ეს დიაგნოზი ბუნდოვან ემოციურ ფონზე კეთდება. ერთნი საზეიმოდ აცხადებენ თანამედროვე ხელოვნების მზაობის შესახებ, გასცდეს სისტემის ჩარჩოებს, თუკი ეს ნება დომინანტურ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოებათა პოზიტიური ცვლილების, უკეთესი სამყაროს შექმნის სურვილით, სხვა სიტყვებით …

დავით გალაშვილი – ტექნოლოგიური რაციონალობა და ერთგანზომილებიანი აზროვნება

დავით გალაშვილი – ტექნოლოგიური რაციონალობა და ერთგანზომილებიანი აზროვნება

  „როდესაც ტექნიკა მატერიალური წარმოების საყოველთაო ფორმა ხდება, ის მთელს კულტურას შემოსაზღვრავს, მთელს ისტორიულ ტოტალობას, მთელს მსოფლიოს აპროექტირებს.“[1] ცნობილი მკვლევრის ენდრიუ ფინბერგის აზრით: „ჰაიდეგერის მსგავსად გვიანდელი მარკუზე ტექნოლოგიას აღიქვამდა სხვაგვარად, ვიდრე უბრალოდ ტექნიკურ რაიმედ, ან ვიდრე უბრალოდ პოლიტიკურ მოვლენად; მისთვის ტექნოლოგია არის თვით მოდერნული გამოცდილება, საფუძველმდებარე გზა, რომლითაც სამყარო ცხადდება(…). ის აზროვნების გზასა და პრაქსისის …

ჰერბერტ მარკუზე – რევოლუციის ცნების გადასინჯვა

ჰერბერტ მარკუზე – რევოლუციის ცნების გადასინჯვა

თარგმანი: დავით გალაშვილი   რევოლუციის ცნება მარქსთან, მიემართება მთელს ისტორიულ პერიოდს: კაპიტალიზმის დასკვნით ეტაპს, პროლეტარიატის დიქტატურის გარდამავალ სტადიას და სოციალიზმის საწყის საფეხურს. მკაცრი გაგებით ის არის ისტორიული ცნება, რომელიც საზოგადოებაში მიმდინარე აქტუალურ ტენდენციებზე პროეცირებს და ასევე, რევოლუციის ცნება, წარმოადგენს დიალექტიკურ კონცეპტსაც, მიმართულს კონკრეტული ისტორიული ჟამის კონტრ-ტენდენციებზე, იმდენად რამდენადაც ისინი(კონტრ-ტენდენციები) ამ პერიოდისთვის მკაფიოდ დამახასიათებელნი არიან. ეს …

ჰერბერტ მარკუზე – შენიშვნა დიალექტიკის შესახებ

ჰერბერტ მარკუზე – შენიშვნა დიალექტიკის შესახებ

თარგმანი: დავით გალაშვილი გონება და რევოლუცია ჰეგელი და სოციალური თეორიის აღზევება წინასიტყვაობა შენიშვნა დიალექტიკის შესახებ   ეს წიგნი იმ იმედით დაიწერა, რომ ის მცირედ წვლილს შეიტანს არა მხოლოდ ჰეგელის, არამედ იმ გონებრივი საუფლოს, უარყოფითი აზროვნების ძალმოსილების, აღდგენა-გამოცოცხლებაში, რომელიც განადგურების საფრთხის წინაშეა. როგორც ჰეგელი დაადგენს: „ჭეშმარიტად, აზროვნება არის არსებითად იმის უარყოფა, რაც უშუალოდ გვევლინება.“ რას გულისხმობს …

ჰაიდეგერის პოლიტიკა – ინტერვიუ ჰერბერტ მარკუზესთან

ჰაიდეგერის პოლიტიკა – ინტერვიუ ჰერბერტ მარკუზესთან

ავტორი: ფრედერიკ ოლაფსონი თარგმნა: დავით გალაშვილი ოლაფსონი: პროფესორო მარკუზე, თქვენ ხართ ცნობილი როგორც სოციალური ფილოსოფოსი და მარქსისტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტამ იცის მარტინ ჰაიდეგერის გარკვეულ როლზე თქვენს ინტელექტუალურ კარიერასა და განვითარებაში. თუ შეიძლება დავიწყოთ იმ ძირითად ფაქტებზე ხაზგასმით, რომელიც თქვენ გაკავშირებთ ჰაიდეგერთან და მის ფილოსოფიასთან. მარკუზე: მე წავიკითხე „ყოფნა და დრო“, როდესაც ის გამოქვეყნდა …

გიგლა შანიძე – „ტრამალის მგელი“ – მეტატექსტი?

გიგლა შანიძე – „ტრამალის მგელი“ – მეტატექსტი?

რა თქმა უნდა, ყოველგვარი რომანი ფიქციას წარმოადგენს. განურჩევლად ჟანრისა, მკითხველი ემორჩილება ავტორის „თვითნებობას“ და განგებ ხუჭავს თვალებს, თუმცა შეუძლებელია ისეთი ინტერაქციული ნაწარმოების შექმნა, რომელიც უშუალო ბმაში იქნება ცხოვრებასთან, იგი უპირველესად შეიბოჭება დროითი და მატერიალური ფაქტორებით. ვგულისხმობ იმას, რომ რომანი წიგნშია მოქცეული, ფილმი ფირში, მუსიკა საკრავებში, მათი გამოხმობა მყოფს თავისთავად არ შეუძლია. ამგვარ მეტასტრუქტურად შესაძლოა მხოლოდ …

#რეკომენდაცია – ალისტერ ქროული – კანონთა წიგნი

#რეკომენდაცია – ალისტერ ქროული – კანონთა წიგნი

რამდენიმე დღის წინ, ქართულ ენაზე გამომცემლობა ახალი ეონის ბიბლიოთეკის მიერ გამოიცა, ალისტერ ქროულის კანონთა წიგნი.   “კანონთა წიგნი” სამი თავისგან შემდგარი ფილოსოფიური ტრაქტატია, რომელშიც პოეტური ენითაა ასახული უმაღლესი მაგიის პრინციპები, ახალი ეონის კანონები და საიდუმლო მისტიკური ფორმულები. ტექსტი მე-20 საუკუნეში ჩასახული ოკულტური სწავლების, “თელემას” უმთავრესი წმინდა წიგნია და ალისტერ ქროულის ყოველი ნამუშევრის საფუძველს წარმოადგენს. წიგნის …

სლავოი ჟიჟეკი ფორესთ გამპზე

ჩემი აზრით, არსებობს ფილმები, რომლებიც ყველაზე კარგად გადმოგვცემენ წმინდა სახის ცინიკურ მიდგომებს, რაც გვაძლევს სახეს იმისას, თუ როგორ ფუნქციონირებს იდეოლოგია. აი, დღევანდელი უკიდურესი ცინიზმის მაგალითია რობერთ ზემეკისის ფილმი “ფორესთ გამპი“. ფილმი იმითაა საინტერესო, რომ იდენტიფიცირების, იდეალური “მე“-ს მაგალითად, ვიღაც დებილს გვთავაზობს, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს სიბრიყვეზე, როგორც იდეოლოგიის ძირითად კატეგორიაზე.  თუ ეს ფილმი ნანახი გაქვთ, მაშინ …

იაპონელი მარქსისტის წერილი „არგონავტებს“

იაპონელი მარქსისტის წერილი „არგონავტებს“

ავტორი: გიორგი ნამგალაძე, ზაქარია თავბერიძე       „კლასს ისევე განსაზღვრავს ყოფიერება, როგორც აღქმული ყოფიერება“ პ. ბურდიე დილიდან ფეიერვერკი თვალებს მიბრმავებს, ვეღარაფერს ვარჩევ. მე ვხედავ ჩაგრულ მასებს და ვერ ვხედავ ჩაგრულ კლასებს. მე ვხედავ როგორ დასტირის მშობელი შიმშილისგან მკვდარ შვილს და ვხედავ მშობელს, რომელიც დასტირის სინჯუკუს გეი კლუბში პერედოზიროვკით გაპარულ ნაშიერს – მე ორივეს ერთნაირად …