კატეგორია: ხმოვანი ბიბლიოთეკა

სიტყვები

სალომე კვირიკაშვილი – განმეორება

სალომე კვირიკაშვილი – განმეორება

    ეგოიზმია ისიც, რომ ადამიანებს სურთ , პოეზიად გადააქციონ ყველანაირი სევდა ძირგამომპალი მარტოობის. ეგოიზმია, ილაპარაკო ეგოიზმზე და ეს აქციო პოეზიად. წარსულში ქექვა მამაჩემის ხარახურებში ქექვას წააგავს, ვერასდროს პოულობ იმ დასამიწებელ ცამეტიანს და შემდეგ ჯავრს ადამიანებზე იყრი. სად ჯანდაბაში დაიკარგა ჩემი სიყვარული?! სად ჯანდაბაში დაიკარგა ჩემი სიყვარული?! რას არ დავთმობდი, ოღონდ ახლა მაისის თბილ წვიმაში …

იაპონელი მარქსისტის წერილი „არგონავტებს“

იაპონელი მარქსისტის წერილი „არგონავტებს“

ავტორი: გიორგი ნამგალაძე, ზაქარია თავბერიძე       „კლასს ისევე განსაზღვრავს ყოფიერება, როგორც აღქმული ყოფიერება“ პ. ბურდიე დილიდან ფეიერვერკი თვალებს მიბრმავებს, ვეღარაფერს ვარჩევ. მე ვხედავ ჩაგრულ მასებს და ვერ ვხედავ ჩაგრულ კლასებს. მე ვხედავ როგორ დასტირის მშობელი შიმშილისგან მკვდარ შვილს და ვხედავ მშობელს, რომელიც დასტირის სინჯუკუს გეი კლუბში პერედოზიროვკით გაპარულ ნაშიერს – მე ორივეს ერთნაირად …

პიერ პაოლო პაზოლინი – ფაშისტური იტალია

საკლასო ოთახები დანტეს ხმამ დატოვა,მასწავლებლებს დაევალათ გმირების აღზრდა,არავის სჯეროდა ცხადია მათი დაცრუმორწმუნეებმა აავსო ქალაქის მოედნები. საკმარისი იყო სულ ორი ბოძი,ერთი მაგიდა, დაფარული ღია წითელით, თეთრით და მწვანით,გარდაუვალი რამდენიმე მკვეთრი სიმბოლოც:შავი ქსოვილი, ფრთებაშლილი დიდი არწივი დაწვრილ-წვრილი კალის ან გრძელი, ხის ყლორტები. არასდროს ყოფილა სანახაობა ისეთი მდარე,როგორიც იმ წლებში,იმ აღლუმებზე. მეგობრულ თანხმობითსასურველ დიდებასიმკობდა პატარაც და დიდიც,ათობით ათასი …