ზედა პანელზე გადასვლა
კურიერის ამბები – ზამთარი და ლიტერატურა

კურიერის ამბები – ზამთარი და ნობელის პრემია

ამბავი მეშვიდე   *** ზამთარი დადგა, ჰოდა, თუ კურიერი ხარ და სიცოცხლეც გინდა, აუცილებლად დაგჭირდება: 1.თბილი ბატინკები 2.მუხრუჭებთან დასამაგრებელი ჩათბილული ნაჭრები 3.სახის თერმული ნიღაბი 4.თერმული რეიტუზი 5.თერმული შარვალი 6.თერმული ქურთუკი 7.თერმული ხელთათმანები და თერმოსით ცხელ ყავასაც თუ ჩაიგდებ საბარგულში, მაგრად გაგისწორდება. სანამ ჰამბურგის ქუჩებში დავიკარგებოდი, მანამდე რამდენიმე თვით ადრე თბილისში ვიკარგებოდი-ხოლმე სპეციალურად. ჩემს მოგონილ თამაშს …

ქალაქი და ადამიანი – ერთი ლექსის შესახებ

ქალაქი და ადამიანი – ერთი ლექსის შესახებ

ავტორი: ტატო ჩანგელია რთულია წერო ქალაქზე, რომლის ნაწილიც იყავი და რომელმაც გაგრიყა; არ მიგიღო, არ გაქცია საკუთარ სხეულად, თუმცა მაინც გიყვარს და შენ ნაწილად მიიჩნევ. დაშორდი, თუმცა მაინც შენთანაა. რომელ ქალაქშიც უნდა იყო, არასდროს გცილდება, სულ შენ გვერდითაა. იმისთვის, რომ ქალაქზე წერო, რომელზეც უამრავი დადებითი თუ უარყოფით მოგონება გაქვს დაარქივებული, საჭიროა დისტანცია, მე კი არ ვიცი …

ელენე კვირკველია- ბაზრის შუაგულიდან

მოეწონებათქო გავიფიქრე, მერე კონსულტატს ფასი ვკითხე, 20 ლარი ღირდა. სამწუხაროდ არ აღმომაჩნდა ამდენი ფული და თავი დავანებე, თავი დავანებე შენს ხატს წმინდაო მარიამ, შუაგულ ბაზარში. იქ, სადაც ცოცხებს, მაგიდის გადასაფარებლებს, შპალერებს და საღებავებს ყიდიან. თავი გასასვლელისკენ ვიბრუნე და წამოვედი. რა არ გავიფიქრე გზად, როცა ამდენ წმინდათა შორის შენი ხატი ავარჩიე, რატომ ღირდი ასეთი ძვირი?! ან …

კურიერის ამბები – მეფე და ლომი

კურიერის ამბები – მეფე და ლომი

ამბავი მეექვსე *** ჰოლივუდის გადაღებებმა ჩემი რუტინული მარშრუტიც შეცვალა და რაღაც დღეების განმავლობაში, რუსთაველის ქუჩის ნაცვლად, სახლიდან ქალაქში მეტეხის ხიდის გავლით გავდიოდი. ქუჩის გადაკეტვისგან შექმნილი დისკომფორტის გამო ვიღაცები ძალიან ბრაზობდნენ და ილანძღებოდნენ. ზოგი კი, პირიქით, იმას ამბობდა, სახელმწიფოში ფული შემოდის და უნდა მოვითმინოთო. სიმართლე გითხრათ, მე მაინცდამაინც არც ქუჩების გადაკეტვას გავუწვალებივარ და ვერც ჩვენი სახელმწიფოს …

კურიერის ამბები – მირიანი და ნინო

კურიერის ამბები – მირიანი და ნინო

ამბავი მეხუთე *** თუ კურიერი ხარ და მთელ ზაფხულს და მოპედს თბილისში ატარებ,(+)(მაგრად მიხარია, რომ ორი „ტარება“ ერთ სიტყვაში მოვათავსე  ) გირჩევ, ბოთლში გაყინული წყალი საბარგულში ჩაიგდო და ყოველ ჯერზე დალიო, როცა გაჩერება მოგიწევს. ასევე შეეგუე იმას, რომ რუჯი (ზაგარი) მხოლოდ სახეზე, მკლავებზე და მუხლისთავებზე გექნება.  მთლიანად გარუჯული ბოლოს  მაშინ ვიყავი, როცა რამდენიმე წლის წინ, მე …

კურიერის ამბები – ხელოსანი და ინტელიგენცია

კურიერის ამბები – ხელოსანი და ინტელიგენცია

ამბავი მეოთხე *** მეორად მოპედს თუ ყიდულობ, გამოდგომაზეა. ჰამბურგიდან როცა დავბრუნდი, HONDA TACT AF 51  რომელიც თავისი Stand up ფუნქციით – სადგამზე (“ნოშკაზე”) ღილაკზე თითის დაჭერით დგებოდა, მეგობრის სახელზე განვადებით პირდაპირ საწყობიდან გამოვიყვანე: – პირველი ქართველი პატრონი შენ იქნები, ძმის გულო. – ანუ? – ანუ აქამდე იაპონელები ხმარობდნენ, ეგენი ხო იცი, კარგად უვლიან. აქ ნახმარი …

კურიერის ამბები – ფარნავაზი და რესპუბლიკელები

კურიერის ამბები – ფარნავაზი და რესპუბლიკელები

ამბავი მესამე *** ვინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვის გამო სხვა გზა აღარ დამრჩებოდა – ყოველდღე მომიწევდა ჩემი ყოფილი შეყვარებულის სახლის წინ ჩავლა და თავისი ქმრის თეთრი ჯიპის ყურება. ძალიან დიდი მადლობა. ამ სახლთან სწრაფად ვერ ჩაივლი. მთელი ქუჩა სიჩქარის შემნელებლებითაა (“ბუგაროკებით”) სავსე, თუმცა მე, როგორც ყ.ხ.დ.პ.-ს დამმაარსებელსა და სახელგანთქმულ მაზოხისტს, რეგულაციები არ მჭირდება …

კურიერის ამბები – რუკა და ტერიტორია

კურიერის ამბები – რუკა და ტერიტორია

ამბავი მეორე *** ”Fuck google map” – მითხრა იმ ცნობილ დღეს რომელსაც ოდესმე მოგიყვებით, ერთმა თითქმის კეთილმა გერმანელმა გოგომ, ჰამბურგის რომელიღაც გზაჯვარედინზე და sporthalle-სკენ გზა მიმასწავლა. გავარტყი გუგლ მეპს – თითქმის ყოველდღე ვიმეორებდი როცა ჰამბურგიდან დავბრუნდი, კურიერობა დავიწყე და გზების გაგნება მიჭირდა. თუმცა ამაზე ბევრად დიდი პრობლემაც მქონდა. საქმე ისაა რომ „გლოვოსა“ და „ვოლტის” კურიერებს …

კურიერის ამბები – თეატრი და ქუჩა

კურიერის ამბები – თეატრი და ქუჩა

ამბავი პირველი *** იქნებ, ოდესმე ის ცნობილი ისტორიაც მოგიყვეთ, ლისის ტბაზე მეგობრებთან ერთად სასეირნოდ გამოსული, რამდენიმე საათში როგორ აღმოვჩნდი ჰამბურგში, და როგორ დავიკარგე მის ბნელ ქუჩებში. მაგრამ სანამ ისე გავიცნობთ ერთმანეთს, რომ საქმე აქამდე მივა, მანამდე ალბათ კიდევ რამდენიმე ათას კილომეტრს დავფარავ, ჩემი მოპედით, რომელიც ჰამბურგიდან დაბრუნების შემდეგ, მეგობრის სახელზე განვადებით გამოვიტანე. მე კურიერად ვმუშაობ. …