ჭდე: კორონავირუსი

სიტყვები

ლევან ხეთაგური – თეატრი და ეპიდემიური ისტერიკა

ლევან ხეთაგური – თეატრი და ეპიდემიური ისტერიკა

    ძალიან არ მომწონდა როდესაც ყველა იმეორეობდა, „სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო“, „შეიცვალა სამყაროს წესრიგი“ და ასე შემდეგ  – ჟღერს ბანალურად, ანტიკური ფილოსოფოსების ანდა ბიბლიური წინასწარმეტყველების პოზაში მდგარი იმიტაციით, ისტერიზმის მალვით. მაგრამ არ დაგიმალავთ და ისტერიკა ცალსახად შეინიშნება ყველგან. ჯერჯერობით აქამდე არცერთ პანდემიას არ შეუცვლია სამყარო. შეიძლება წარმოვიდგინოთ, თითქოს ვიცოდით, როგორი იყო სამყარო …

თინათინ ხუტურიძე – მამაჩემი, რომელსაც ტყეების სუნი ჰქონდა

თინათინ ხუტურიძე – მამაჩემი, რომელსაც ტყეების სუნი ჰქონდა

11 მაისი თითქმის ორიკვირიანი გადაუღებელი წვიმების შემდეგ, როგორც იქნა მზე დავინახეთ. სოციალურ ქსელებში ამინდებისგან შებეზრებული ხალხი წუხდა: ფაქტიურად მაკონდოში ვართ… ან – წარღვნაა… ან – ჯობდა ნოეს კიდობანი გამოგვეძახებინა… ან – ჩალპა ყველაფერი, ხავსი მოედო… და ა.შ.  მე კი სულ არ მაწუხებდა ეს წვიმები, – ვიჯექი ფანჯარასთან მიდგმულ დაბალ მაგიდასთან, ფარდა მქონდა გადაწეული და ვწერდი, …

კოვიდ-19-ის კონიუნქტურა – ინტერვიუ ვარენ მონტაგთან

კოვიდ-19-ის კონიუნქტურა

თარგმნა დავით გალაშვილმა. ვარენ მონტაგი არის ინგლისურისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორი, ლოს–ანჯელესში, კალიფორნიაში. მონტაგი არის ავტორი ფრანგი ფილოსოფოსის, ლუი ალთიუსერის, შესახებ დაწერილი რამდენიმე წიგნისა და ესეისა. მონტაგი, ასევე, გალხავთ სპინოზისტური მარქსიზმის ერთ–ერთი თვალსაჩინო მკვლევარი და წარმომადგენელი. როგორ ხედავთ მიმდინარე ვითარებას? იქნება კი გადაჭარბება ნეოლიბერალური კაპიტალიზმის სრული მარცხის შესახებ საუბარი? არსებული ვითარება, ჩრდილო ამერიკისა და დასავლეთ …

ანა ნიკოლაშვილი – ხორცის და სულის გაყრა

ანა ნიკოლაშვილი – ხორცის და სულის გაყრა

ღმერთო ჩემო, რა მნიშვნელობა აქვს რომელი წელია, თუ გარდაუვალი კატასტროფის წინაშე დგომის შეგრძნება გაქვს! 1,2,3 და ფაფუ, აღარც ეს გაქვს! თვითიზოლაცია- რამდენად “თვით” სადაო საკითხია.. ხორცის და სულის გაყრა – კი, ნამდვილად ასეა! მაგალითად, გუშინ საშემსრულებლო ხელოვნების მაღალი კლასის 3 წარმოდგენას ვუყურე ზედიზედ და აღგზნებულს დიდხანს არ დამეძინა (როგორც ყოველთვის), სხეულს კი ყველა მივიწყებული დაავადებით …

ნუგზარ ზაზანაშვილი – კიდევ ერთი დღე – 11.05.2020

ნუგზარ ზაზანაშვილი – კიდევ ერთი დღე – 11.05.2020

რვადღეა, არ გავსულვარ ბინიდან: ამინდიც არ იყო კარგი და სამსახურის რამდენიმე გადაუდებელი საქმეც ერთბაშად დამეყარა თავზე. დავიღალე და მივწერე, რომ შესვენებას ვიღებ და თავი დამანებეთ, ბოლოს და ბოლოს – უკვე 63 წლის ვარ–მეთქი… მაგრამ მაინც გამოჩნდა გადაუდებელი რამ – საჭირო გახდა ჩვენი ორგანიზაციის განცხადების „დადრაფტვა“ ჰესებსა და დაცულ ტერიტორიებზე: ასეთ საქმეებს მე მანდობენ ხოლმე – …

მონიკა თიგიშვილი –

მონიკა თიგიშვილი – ჭორაობა, ყავა და უარი სიგარეტს

სამშაბათი 28 აპრილი 2020 წელი. მონიკა თიგიშვილი. ბელგია , ანტვერპენი. ჟურნალისტი, აქტივისტი. კოვიდ 19-მა  მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა, სამწუხაროდ გამონაკლისი არც მე ვარ. თითქოს მარტივია სახლში ჯდომა მაგრამ არა-ვერა! მიფიქრია – მოდი, ახლა ვარჯიშს და სწორ კვებას დავიწყებ გულს გადავაყოლებ მაგრამ არ გამოდის, ეგაც  მეზარება, ხალისი არ მაქვს. ადამიანებთან მასიური კონტაქტი მომენატრა. მე ნაწილობრივ გამიმართლა, …

ნანიტა რეხვიაშვილი – ავგუსტ რაში

ნანიტა რეხვიაშვილი – ავგუსტ რაში

ნანიტა რეხვიაშვილი, 12 წლის, თბილისი, მეექვსე კლასის მოსწავლე. 16 აპრილი,პარასკევი. დღეს პირველისკენ გამეღვიძა. მაგრამ ორზე ავდექი. ვიბანავე და ჩემთვის და ჩემი შუათანა ძმისთვის საუზმე გავაკეთე. შემდეგ ის სახლიდან წავიდა. სანამ მარტო ვიყავი, ვკითხულობდი წიგნს სახელად „ჯაფარას“ . ძალიან კარგი წიგნია. შემდეგ ჩემი უფროსი ძმა მოვიდა და ძალიან შიოდა, ამიტომ მაცივრიდან გამოვიღე დაჩა, მდნარი ყველი, არაჟანი …

კარანტინში შექმნილი ხელოვნება: დედოფლის ქრონიკები

კარანტინში შექმნილი ხელოვნება: დედოფლის ქრონიკები

დამიან ფროსტი წლების განმავლობაში იღებდა ფოტოებს ლონდონის ალტერნატიულ-ქვიარ სცენაზე. “ინტეპრეტაციული დოკუმენტაცია”  – სილუეტები წვეულებებისა და კლუბების შუქების ფონზე, ეს ფოტოგრაფის მუდმივი საქმიანობა იყო, ხოლო, როცა მარტის თვეში ლონდონი ჩაიკეტა, ფროსტმა იცოდა, რამდენ საინტერესო კადრს გამოტოვებდა მისი ფოტოკამერა, შესაბამისად, მან ალტერნატიული გზა იპოვა, სახლიდან გაუსვლელად, ვიდეო ქოლის დახმარებით დაიწყო მუშაობა და შექმნა პროექტი – დედოფლის პორტრეტები …

თინათინ ხუტურიძე – ერთი დღე, როგორც მთელი ცხოვრება

თინათინ ხუტურიძე – ერთი დღე, როგორც მთელი ცხოვრება

დღეს კარგად თბილოდა. მიუხედავად იმისა, რომ ადრიანად ინათა, გვიან გავიღვიძე. თითქმის ერთი კვირაა პედრო ალმადოვარის ფილმებს ვუყურებ, -ალმადოვარის დღეები მაქვს. ფილმების ყურება ღამე მიყვარს, თანაც ეს ესპანელი ისეთია, – ღამე, როცა გრძნობები უფრო მძაფრია, ფერები და საგანთა კონტურები უფრო მუქი და ელვარე, ღია ფანჯრიდან გაზაფხულის მსუბუქი საღამოს მრუმე სიჩუმეში – სახლის მოაჯირზე, მოაჯირიდან სახურავზე ახვეული …

ნუგზარ ზაზანაშვილი – ერთი დღე

ნუგზარ ზაზანაშვილი – ერთი დღე

კორონავირუსობის ჟამს ჩემი გრაფიკი საკმაოდ ერთფეროვანია: თუ კარგი ამინდია, დილიდან 1-2 საათს ვსეირნობ, მერე ვზივარ კომპიუტერთან და საღამომდე სამსახურის (ბუნების დაცვის) საქმეებს ვაკეთებ, მერე ცოტა ვისვენებ და საღამოს, ასე 8-დან ღამის 2-3 საათამდე, ვკითხულობ ან ვწერ… ჰო, კიდევ, უმეტესად კვების დროს, ტელევიზორსაც შევხედავ ხოლმე (ტელევიზორი სამზარეულოშია) და მცირე ხნით – ფეისბუქი დღის სხვადასხვა დროს… ეს …