ჭდე: მაიაკოვსკი

სიტყვები

ვლადიმერ მაიაკოვსკი – შარვლიანი ღრუბელი

ვლადიმერ მაიაკოვსკი – შარვლიანი ღრუბელი

მთარგმნელი: დავით გაჩეჩილაძე   (პროლოგი) აზრებს, რომლებიც გებადებათ თქვენ, ჭკუათხელებს, როგორც ლაქიას გადაბღენძილს გაქონილ ტახტზე, გულის სისხლიან ნაფლეთებით მე გავახელებ, კადნიერებით მთლად მოვშხამავ და გავამასხრებ. მე სულში არ მაქვს ჭაღარის ღერიც, და არც სიბერის ნაზი იერი, ქვეყნიერება გავაყრუე მძლავრი ხმის ჟღერით, აი, მოვდივარ ოცდაორი წლის მშვენიერი. ვიოლინოზე სიყვარული ნაზებს გადააქვთ, ტლანქებმა ტიმბანს სიყვარულით ხმა ააყოლონ, …