ჭდე: სიტყვები

სიტყვები

გუგა მგელაძე – ზღვარზე

გუგა მგელაძე – ზღვარზე

ზღვარზე ცნობიერების ლობოტომია გავიკეთე და შენი იოდისფერი მოგონებები ამომკვეთეს. რის გამო? არჩევანის დიქტატურაა: ან ენაზე გადასმული ნევროზი ან შაკიკის პერმანენტული არია. რომელს ირჩევ? იქნებ, სანთლისფერი ძეგლების დეპორტაციის ფონზე თვალწასულ ,,პატრიოტიზმს’’ მდოგვის გემო რომ დაყვება? ენის რეცეპტორები ვეღარ გრძნობენ ამ ქვეყნის მიწას. ფილტვებიდან ორკესტრი ამომაჭრეს და მაინც ვმღერი: ყრუთა ქვეყანაში. დაბადების შეუძლებლობა ,,მე ორსულად ვარ. ტვინში …

მიშა ბახსოლიანი – ერთდღიანი ზავედენია

მიშა ბახსოლიანი – ერთდღიანი ზავედენია

                 1992 წლის 2 აგვისტო 09:50              ზოოპარკის დირექტორი და ჩოთე ხაბაზი  – მისმინეთ, მე ერთ-ერთი საუკეთესო ვარ ამ სფეროში. – კი, მაგრამ ჩემგან რა გნებავთ? – ხომ გითხარით. სახაჭაპურის გახსნა ეშმაკის ბორბლის ერთ-ერთ კალათაში, სულერთია რომელში, ფერსა და ფართს არ აქვს გადამწყვეტი …

ნატა ვარადა – ლექსები

ნატა ვარადა – ლექსები

ფლამინგო მე გავიცვენ ბუმბულს, მე გავიძრობ ქერცლს დღის ბოლოს, შენ ვეღარ მნახავ ნამდვილს. არა, არ ვიქნები სხვისი გავლენის ქვეშ, მე ვიქნები ის, ვინც არ ვყოფილვარ დაბადებიდან. გაიღვიძოს მალე ჩემში დაუნდობლობამ, ნელა–ნელა ბავშვი დავამთავრო ჩემში, შევიკრა წრედ. მე გავაკეთებ ჩემს შესაძლებლობებზე მეტს, მოვინდომებ, შენ და შენნაირებმა ვეღარასოდეს ვეღარ მიცნონ. ყველა ყვავილი გახმება ოთახში, სადაც მძინავს. ყველა …

თინათინ ხუტურიძე – ლექსები

თინათინ ხუტურიძე – ლექსები

ჩვენ ჩვენი ღმერთები გვყავდა ხშირი ტყეები,როგორ უცებ გადავიარეთ თითქმის ბოლომდე და სამშვიდობოს გასულები დანთებულ კოცონს გრძნეულებივით შემოვუსხედით – მივაყარეთ ხმელი ტოტები, უმი ხორცის ნაჭრები ვჭამეთ. და რომ გვეგონა ტყის ბოლოში ვიყავით უკვე, კლდეების ხმამ გამოგვაფხიზლა – ერთად გვეწვია ახალი შიში და მწუხარება – მოხნული მინდვრის ყველა კვალში იწვნენ ხარები და ნაღვლიანად უყურებდნენ წაქცეულ გუთნებს, მტვრიან …

სონია ქართველიშვილი – მეხსიერების ინტოქსიკაცია

სონია ქართველიშვილი – მეხსიერების ინტოქსიკაცია

  სხვის ცხოვრებაში რომ გაიღვიძო – შენ, სოფო წულაიამ, დაბადებულმა 1985 წლის 11 მაისს, სოხუმში, არც ისე მაღალმა, არც ისე გამხდარმა, არც ისე ქერამ… შენივე სხეულით… დილით გაიღვიძო, თვალები გაახილო და ჭაღი არ გეცნოს; გვერდზე გაიხედო და კედელი არ გეცნოს, ხელზე დაიხედო და ბეჭედი არ გეცნოს, მარცხნივ გაიხედო და კაცი არ გეცნოს… და გითხრან, რომ …

რატი მეტრეველი – შენი ლექსები

რატი მეტრეველი – შენი ლექსები

I ქარს, ღრუბლებს, წვიმის წვეთებს, სიბნელეში მოხეტიალე, თათებრბილ კატებს, მთვარეს, მტვერივით მიმოფანტულ მბჟუტავ, თუ მოკაშკაშე, სულაც გამსკდარ ბებერ ვარსკვლავებს, დამბალ ფოთლებში მოფუსფუსე მწერებს, მოშრიალე, დაკვირტულ ხეებს, მღვრიე გუბეებს, ბნელ მინებზე დაგორებულ წყლის ნაკადებს, მოშიშინე, მეტყველ სიჩუმეს, უკაცურ ქუჩებს, სამრეკლოზე გარინდულ ზარებს, სახურავებს დაკიდებულ, კბილებდაკრეჭილ, მახინჯ გორგულებს, დაზნექილ კედლებს, ძველ ქვაფენილს, დაგმანულ ფანჯრებს, შორეულ სოფელს, მიტოვებულ, …

ლუკა ჩერქეზიშვილი – ლექსი ტელეფონზე

ლუკა ჩერქეზიშვილი – ლექსი ტელეფონზე

ტელეფონი, რომელიც მე სულ თან მაქვს შავი ფერისაა, 6 ინჩიანი ეკრანით და დახვეწილი ფორმით, 40 მეგაპიქსელიანი წინა კამერით და 64 გეგაბაიტიანი მეხსიერებით, რომელიც გამოჭედილია საყვარელი ქალის ფოტოებით, მოგონებებით გადაღლილი, ელემენტდამჯდარი, ერთგული ტელეფონი, ინახავს ნომრებს, რომელზეც აღრასდროს დავრეკავ, თითქოს სხვა შემთხვევაში წარსულში ვბრუნდებოდე და ისევ ეხებოდეს ჩემი და მისი ტელეფონი ისე, როგორც ჩვენი ტუჩები, ჩანაწერები,რომლებიც ღრმად …

გიგლა შანიძე – ლექსები

გიგლა შანიძე – ლექსები

*** ღრმა ბავშვობაში, ცივ, ხავსიან რიყის ქვებზე და ჭის სიღმეში არეკლილ ბნელ ღრუბლებზე ვფიქრობდი და ჯალამბარიდან კუპრით შელესილი თუნუქივით ჩავუყევი, ნესტიანი მკვდარი დუდუნით, რაღაც მყრალი და ამაზრზენი შემომაორთქლა. გომბეშოების კანივით ლორწოვანი ტუჩები ჰქონდა და პირგამომშრალი თევზ-კაცი ვიყავი და ლეთეაო იქ და ახლაც იქა ვარ. „რად არ იცლება შიგნით წყალი?“-რომ შევეკითხე, მიწისქვეშა მდინარეაო ერთი, უფალო, ვერც …

ნინა სამხარაძე – წერილები (გიოს)

ნინა სამხარაძე – წერილები (გიოს)

¹ მკვდარი ბიჭები სამყაროს ცვლიან. არ მინდა მოკვდე. შენი ჩრდილების გოლიათებს აღარ აქვთ ძალა, ეს შიში არის პატარა და ისეთი ნორჩი არ მინდა მორჩე, თუნდაც სამყარო გამოუცვლელ ტკივილად დარჩეს. არ მინდა ვჭამდე ქვებს და სისხლი მდიოდეს თმიდან, როგორც იმ ქალებს ავტორები რელსებს რომ ვუწყობთ.   ურჩხულებს ღვიძავთ, შენზე დიდებს, შენზე მრისხანეს, გადაყლაპულ ჩემ ქვეყანას ალბობენ …

„ლურჯი ხავერდი“: ინტერვიუ დევიდ ლინჩთან

„ლურჯი ხავერდი“: ინტერვიუ დევიდ ლინჩთან

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო: http://www.thecityofabsurdity.com/intbvcineas.html   „საშლელთავათი“ და „ადამიანი-სპილოთი“ დევიდ ლინჩმა უნიკალური ხედვისა და სტილის მქონე რეჟისორის რეპუტაცია მოიპოვა. ამ ინტერვიუში ლინჩი განიხილავს „ლურჯ ხავერდს“ (1986), რომლის წყალობითაც მან ოსკარი მიიღო საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში.   საიდან გაგიჩნდათ „ლურჯი ხავერდის“ იდეა? ამ ფილმის შესახებ იდეები 1973 წელს გამიჩნდა, მაგრამ მაშინ ყველაფერი ძალიან ბუნდოვანი იყო. მხოლოდ გაურკვეველი …