ზედა პანელზე გადასვლა
ქალაქი და ადამიანი – ერთი ლექსის შესახებ

ქალაქი და ადამიანი – ერთი ლექსის შესახებ

ავტორი: ტატო ჩანგელია რთულია წერო ქალაქზე, რომლის ნაწილიც იყავი და რომელმაც გაგრიყა; არ მიგიღო, არ გაქცია საკუთარ სხეულად, თუმცა მაინც გიყვარს და შენ ნაწილად მიიჩნევ. დაშორდი, თუმცა მაინც შენთანაა. რომელ ქალაქშიც უნდა იყო, არასდროს გცილდება, სულ შენ გვერდითაა. იმისთვის, რომ ქალაქზე წერო, რომელზეც უამრავი დადებითი თუ უარყოფით მოგონება გაქვს დაარქივებული, საჭიროა დისტანცია, მე კი არ ვიცი …

ელენე კვირკველია- ბაზრის შუაგულიდან

მოეწონებათქო გავიფიქრე, მერე კონსულტატს ფასი ვკითხე, 20 ლარი ღირდა. სამწუხაროდ არ აღმომაჩნდა ამდენი ფული და თავი დავანებე, თავი დავანებე შენს ხატს წმინდაო მარიამ, შუაგულ ბაზარში. იქ, სადაც ცოცხებს, მაგიდის გადასაფარებლებს, შპალერებს და საღებავებს ყიდიან. თავი გასასვლელისკენ ვიბრუნე და წამოვედი. რა არ გავიფიქრე გზად, როცა ამდენ წმინდათა შორის შენი ხატი ავარჩიე, რატომ ღირდი ასეთი ძვირი?! ან …

კურიერის ამბები – მეფე და ლომი

კურიერის ამბები – მეფე და ლომი

ამბავი მეექვსე *** ჰოლივუდის გადაღებებმა ჩემი რუტინული მარშრუტიც შეცვალა და რაღაც დღეების განმავლობაში, რუსთაველის ქუჩის ნაცვლად, სახლიდან ქალაქში მეტეხის ხიდის გავლით გავდიოდი. ქუჩის გადაკეტვისგან შექმნილი დისკომფორტის გამო ვიღაცები ძალიან ბრაზობდნენ და ილანძღებოდნენ. ზოგი კი, პირიქით, იმას ამბობდა, სახელმწიფოში ფული შემოდის და უნდა მოვითმინოთო. სიმართლე გითხრათ, მე მაინცდამაინც არც ქუჩების გადაკეტვას გავუწვალებივარ და ვერც ჩვენი სახელმწიფოს …

კურიერის ამბები – ხელოსანი და ინტელიგენცია

კურიერის ამბები – ხელოსანი და ინტელიგენცია

ამბავი მეოთხე *** მეორად მოპედს თუ ყიდულობ, გამოდგომაზეა. ჰამბურგიდან როცა დავბრუნდი, HONDA TACT AF 51  რომელიც თავისი Stand up ფუნქციით – სადგამზე (“ნოშკაზე”) ღილაკზე თითის დაჭერით დგებოდა, მეგობრის სახელზე განვადებით პირდაპირ საწყობიდან გამოვიყვანე: – პირველი ქართველი პატრონი შენ იქნები, ძმის გულო. – ანუ? – ანუ აქამდე იაპონელები ხმარობდნენ, ეგენი ხო იცი, კარგად უვლიან. აქ ნახმარი …